კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ვეტერინარის რჩევები



კითხვა: გთხოვთ ამიხსნათ, შეიძლება თუ არა ცხოველს რომელიმე საკვებზე ჰქონდეს  ალერგია?
პასუხი: ცხოველს შეიძლება ჰქონდეს რეაქცია საკვების რომელიმე კომპონენტზე. ხშირად ეს კომპონენტი არის ცილა. შეიძლება ალერგია მთელი ცხოვრების განმავლობაშიც ჰქონდეს. ამ შემთხვევაში მისი გამომწვევი კომპონენტი კვების რაციონიდან სამუდამოდ უნდა ამოიღოთ. თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, ერთი ფაქტიც. საკვების ზემოქმედებით გამოწვეული რეაქცია, ყოველთვის ალერგია არ არის. ზოგიერთი ცხოველი, უბრალოდ, ვერ იტანს ამა თუ იმ საკვებს. ამიტომ, უმჯობესია, თუ რამე საეჭვოს შენიშნავთ თქვენს ცხოველს, მაშინვე ვეტერინარს მიმართოთ და ნუ ენდობით სახლის პირობებში ძაღლის გამოჯანმრთელებას. არაპროფესიონალურმა მკურნალობამ  შესაძლოა თქვენი საყვარელი ოთხფეხა სავალალო შედეგამდე მიიყვანოს.
კითხვა: თუ ცხოველს ფიზიკურად ზედმეტად დავტვირთავთ, შეიძლება, ამან ინფარქტი გამოიწვიოს?
პასუხი: არ არის აუცილებელი ცხოველი გადამეტებულად დაიტვირთოს ფიზიკურად. მიუხედავად ამისა, გეტყვით, რომ ძაღლს ინფარქტი ან გულის შეტევა არ ემართება. თუმცა, არსებობს გულის სხვა დაავადებები, რომელიც შესაძლოა, ცხოველის სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. ამიტომ, თუ შენიშნეთ, რომ ძაღლს სუნთქვა უჭირს ან ძლიერი ხველა აქვს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს.
კითხვა: მინდა, ძაღლი ვიყიდო, მაგრამ ვერ დავკონკრეტდი სქესის არჩევანზე. მაინტერესებს რომელი უფრო ადვილი მოსავლელია ძუ თუ ხვადი? იქნებ ამის მიხედვით მაინც მივიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
პასუხი: მოვლა ძუსაც სჭირდება და ხვადსაც, მხოლოდ ამით ნუ განსაზღვრავთ არჩევანს. რამდენიმე სიტყვით კი გეტყვით, რომ ძუ ძაღლი მოსავლელად უფრო ადვილია. ის გაცილებით რბილი და მშვიდი ხასიათით გამოირჩევა ვიდრე ხვადი. თუმცა, არის პერიოდი, როცა  განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მაგალითად, დართვის, მაკეობისა და ლეკვიანობის პერიოდში.

скачать dle 11.3