კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

მწვანე კუთხე



კითხვა: რთულია თუ არა კლივიას გაზრდა და როგორ პირობებში ვამყოფო მცენარე, რომ არ დაიღუპოს?

პასუხი: კლივია ძალიან იოლად გასაზრდელი მცენარეა. ჩარგეთ ვიწრო ზომის ქოთანში და მორწყვისას წყალი ზემოდან არ დაუსხათ. გირჩევთ, ქოთანი წყლიან ჭურჭელში ჩადგათ, რადგან ქოთანში ჩაჭედილი მცენარის მორწყვა ზემოდან რთული იქნება. კლივიას მთელი წლის განმავლობაში სინათლე სჭირდება, მაგრამ არა მწველი მზე. ზაფხულში მოსწონს სიგრილე – დაახლოებით 18 გრადუსი ტემპერატურა, ზამთარში კი – 7-8 გრადუსი. უყვარს რეგულარული მორწყვა, რაც ხელს შეუწყობს თქვენი მცენარის ყვავილობას. სასურველია, თუ ნათელ სასტუმრო ოთახში დადგამთ. დამატებითი მოვლა მცენარეს არ სჭირდება. ამ პირობების გათვალისწინებით ის შესანიშნავად გაიხარებს.

კითხვა: როგორ სინათლესა და რა ტემპერატურაზე ვამყოფო ბეგონია?

პასუხი: ბეგონიას კაშკაშა სინათლე უყვარს, ოღონდ, ნუ დადგამთ მზის გულზე. მისთვის კარგია სასტუმრო ოთახი. ზოგი სახეობის ბეგონიას სიმშრალესა და სიცხეში შეიძლება ფოთლებზე ობიც კი გაუჩნდეს. ამიტომ მცენარე მოარიდეთ ზედმეტ სიცხეს. ის ყველაზე უკეთ ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე – დაახლოებით 18-24 გრადუსზე ხარობს.

კითხვა: მაინტერესებს იტანს თუ არა სიმშრალეს ბუგენვილია?

პასუხი: მართალია, ამ მცენარეს არ სჭირდება ბევრი წყალი, მაგრამ დიდად სიმშრალის მოყვარულიც არ არის. ზაფხულში, ზრდის პერიოდში, ხშირად მორწყეთ, ზამთარში კი მიწა მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. მცენარეს უყვარს ზაფხულის სითბო, მაგრამ სიმშრალესა და სიცხეს ვერ იტანს.

კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა ქრიზანთემა?

პასუხი: ამ მცენარის მორწყვისას უნდა დაიცვათ აუცილებლად ერთი წესი: უპირველესად, წყალი პირდაპირ მიწაზე ისე უნდა დაასხათ, რომ ყვავილები და ფოთლები არ დაუსველოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქრიზანთემას ორივე დაულპება. ზაფხულობით მცენარეს რეგულარული მორწყვა სჭირდება, მაგრამ წყალი ჭარბად არ მოგივიდეთ. ზამთარში კი მისი მიწა ოდნავ უნდა შეაშროთ და შედარებით იშვიათად მორწყათ.

კითხვა: როგორ მოვუარო დიფენბახიას?

პასუხი: დიფენბახია ზაფხულში სიცხეს უნდა მოარიდოთ და მიწა ხშირად დაუტენიანოთ. ზრდის პერიოდში მისი ნიადაგი მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთარში შეგიძლიათ მორწყვის რაოდენობა შეამციროთ, რადგან ამ დროს მცენარის ზრდა ნელდება, თუმცა, ეცადეთ, რომ მიწა ბოლომდე არ გამოშრეს. კარგია, თუ ნათელ ჰოლში მოათავსებთ და მის ქოთანს სველკენჭებიან ლანგარზე დადგამთ სიცხეში. მცენარისთვის ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 16 გრადუსი.



თეონა გოზალიშვილმა


скачать dle 11.3