კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: იქნებ მირჩიოთ, რა ხარისხის ბენზინი ჩავასხა 2001 წელს გამოშვებულ „ცე კლასის მერსედესში”? მითხრეს, რომ დაბალი ოქტანობის საწვავი უნდა ჩავასხა.
პასუხი: დაბალი ოქტანობის საწვავი იდეალურია თუ თქვენი ავტომობილი ამერიკიდან არის ჩამოყვანილი. „მერსედესის” ეს მოდელები შექმნილია ამერიკისთვისაც, ევროპის ქვეყნებისთვისაც და იაპონიისთვისაც. თუ თქვენი ავტომობილი ამერიკიდანაა ჩამოყვანილი, მაშინ შეგიძლიათ, საქართველოში ყველაზე დაბალი ხარისხის ბენზინიც ჩაასხათ, რადგან ამერიკული მოდელები სწორედ ყველაზე დაბალი ოქტანობის ბენზინზეა გათვლილი. ამერიკაში მხოლოდ ასეთი ბენზინი იყიდება. თუ იქ მაღალი ოქტანობის საწვავს ჩაასხამთ, როგორიც ჩვენთან, ვთქვათ, პრემიუმი ან ავანგარდია, აღარაფერს ვამბობ სუპერზე, შესაძლოა, ძრავას პრობლემებიც კი შეექმნას. საქართველოში ასეთი შემთხვევები ყოფილა.
კითხვა: იქნებ მოკლედ დამიხასიათოთ 2001 წლის „ჰონდა” „სიარვი” (CRV), რა პლუსები და მინუსები აქვს მას. გამძლეა თუ არა მისი მართვის ავტომატური კოლოფი, ან უსაფრთხო, გამძლე და ეკონომიური თუა თავად მანქანა. მირჩევთ მის შეძენას?
პასუხი: „ჰონდას” ეს მოდელი ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქის „ჯიპებს“ შორის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი 2001 წლამდე, ანუ ძველი მოდელები შედარებით გამძლე იყო და უგზოობის პირობებსაც იოლად იტანდა, ვიდრე ეს მოდელი. მას აქვს შედარებით სუსტი სიჩქარეთა ავტომატური კოლოფი, მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა კოლოფი, ადრე თუ გვიან, მწყობრიდან გამოდის და მოფრთხილება სჭირდება. „სიარვიც” ასევეა, თუ ძალიან არ აწვალებთ, მოუფრთხილდებით, სიჩქარეთა კოლოფიც პრობლემებს არ შეგიქმნით. ეს არის ქალაქის „ჯიპი“, რომელიც ასფალტირებული გზიდან გადასვლის შემთხვევაში თავს არ „შეირცხვენს“. თუმცა, უგზოობაში, სასიარულოდ არ არის შექმნილი. რაც შეეხება საწვავის მოხმარებას, „ჰონდა” „სიარვი” ქალაქის პირობებში, „ჯიპების“ ფონზე საკმაოდ ეკონომიურია და მის შეძენას გირჩევთ.

скачать dle 11.3