კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ცნობილი ქართველია გამოსახული უკრაინულ ორგრივნიანზე



10 წლის ბუბა მცხეთაძემ 2 წლის წინ დაიწყო მონეტებისა და ბანკნოტების შეგროვება და ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი ნიმუშიც შეაგროვა და მათ შესახებაც ბევრი რამ შეიტყო. სწორედ ამიტომ წარიმართა ჩვენი ინტერვიუ ასე საინტერესოდ.
– რატომ გაგიჩნდა მონეტების და ბანკნოტების შეგროვების  სურვილი?
– მამაჩემის საქმეს მივსდევ. მამიკოც აგროვებს კოლექციას. ის ბევრ საინტერესო ამბავს მიყვება. ჩვენ ერთად ვწმენდთ ხოლმე მონეტებს და ამისთვის სპეციალურ ხსნარს ვიყენებთ,  ეს ისეთი საინტერესო პროცესია, რომ ძალიან გამიტაცა. თან ამასობაში გავიზარდე კიდეც და გადავწყვიტე, საკუთარი კოლექცია მქონოდა.
– ყველაზე საინტერესოდ რომელი ამბავი გეჩვენება შენი ნიმუშების ისტორიიდან?
– ფულების კოლექციონერობა ძალიან საინტერესოა, ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის მონეტებს, ვინ არიან მასზე გამოსახული, მათ ბიოგრაფიასაც ვიგებ. მაგალითად, მამასგან შევიტყვე, რომ არსებებს ერთი პალესტინური კუპიურა, რომელზეც მეჩეთია გამოსახული, ჩუქურთმებს შორის კი – ჯვარი და ეს კუპიურა დღეს 10 ათასი დოლარი ღირს. ეს კუპიურა, რა თქმა უნდა, არაა მიმოქცევაში.
კოლექციაში მაქვს ისეთი ნიმუშიც, რომელზეც ქართველი პიროვნებაა გამოსახული, ოღონდ ეს ფული ქართული არაა.
–  რომელი ქვეყნის ბანკნოტი გაქვს მხედველობაში?
– უკრაინულ ორგრივნიანზე დავით გურამიშვილის პორტრეტია გამოსახული. გურამიშვილის პორტრეტიანი ფული 2005 წლიდან არის მიმოქცევაში. საერთოდ, ბევრი ბანკნოტი მომწონს, განსაკუთრებით „მეფის ცხოვრება”.
– ეს რომელი ბანკნოტებია?
– ამ ბანკნოტებზე ტაილანდის მეფის ცხოვრებაა ასახული დაბადებიდან გარდაცვალებამდე. რაც შეეხება მონეტებს, ბევრი საყვარელი მონეტა მაქვს, ერთ-ერთი ასეთი ტიტანიკის მონეტაა. ოლიმპიადასთან დაკავშირებით საიუბილეოდ გამოშვებული მონეტებიც ძალიან მომწონს.
– შენს კოლექციაშიც არის ასეთი მონეტები?
– მაქვს ოლიმპიურიც და ტიტანიკის მონეტაც, ძველი საბჭოთა მონეტებიც.
– როგორ და სად იძენ ამ ნიმუშებს შენი კოლექციისთვის?
– ყველაზე ხშირად  მამა მაძლევს, როცა ორი  ერთნაირი აქვს. შეიძლება, ერთი ჰქონდეს, მაგრამ თუ შემამჩნია, რომ მომეწონა, მაინც მაჩუქებს ხოლმე.
– დღესდღეობით რამდენი მონეტა და ბანკნოტია შენს კოლექციაში?
– 150 მონეტა და ორი ალბომი ბანკნოტები მაქვს კოლექციაში. საინტერესოა, თან იშვიათია ჩინური პატარა კუპიურებიც.
– რომელი ნიმუშია ამ კოლექციაში ყველაზე ძველი?
– ყველაზე ძველი ჩემს კოლექციაში ნიკოლოზის მონეტებია. საერთოდ, მონეტები სხვადასხვა ლითონის არსებობს, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასიც. მაგალითად, პანდას მონეტებს უშვებს ჩინეთი, ვერცხლში, ოქროში და ოქრო-ვერცხლში. ძვირფასი ლითონებიდან ჩემს კოლექციაში, ოქროსი ჯერ არა, მაგრამ 2 ვერცხლის მონეტა კი უკვე მაქვს, ორივე მამიკომ მაჩუქა.
ეგზოტიკური მონეტებიც არსებობს. მაგალითად, არის კუნძული მავრიტანია, რომელიც უშვებს მონეტებს, შუაგულში პლასტმასის კაფსულით. მასში კი ყრია ზურმუხტის, ზოგში კი ლალის თვლის პატარა კრისტალები. ეს მონეტები, რა თქმა უნდა, მიმოქცევაში არ არის. თითო ასეთი მონეტის ღირებულება თურმე 3 ათასი დოლარია.
ერთმა ჩემმა მეგობარმა არ იცოდა, რომ მონეტები მხოლოდ მრგვალი არ არის და არსებობს სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ექვსკუთხედი და სხვადასხვა ფორმის.
 – შენმა მეგობრებმა თუ იციან კოლექციონერი რომ ხარ?
– იციან და როდესაც ჩემთან მოდიან, სულ ათვალიერებენ და, მეც ვუყვები სხვადასხვა ამბებს კოლექციის შესახებ. ერთმა ჩემმა თანაკლასელმა ბიჭმაც დაიწყო კოლექციის შეგროვება. მე რომ ვაგროვებდი, მოეწონა და მასაც გაუჩნდა სურვილი. იმას უფრო გერმანული მონეტები აქვს.
– როდესაც გაიზრდები, რა გინდა გამოხვიდე?
– არქიტექტორი. მიყვარს ხატვა. მომწონს ბანკნოტებზე გამოსახული ლამაზ-ლამაზი შენობები, რაც მეც გადამიხატავს ბევრჯერ.  ადრე, როდესაც არქიტექტორი პროექტს შეადგენდა და შენობის საძირკველს გათხრიდნენ, თურმე მონეტებს აყოლებდნენ საძირკველში, ბარაქის ნიშნად. ასეთი ტრადიცია იყო. დღეს ამ მონეტებს არქეოლოგები პოულობენ და იკვლევენ.

скачать dle 11.3