კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დებს პარიზში ქრისტინე ძიძიგურში დიდ ენერგიას და რისთვის შეამოწმეს ის პარიზში თავიდან ბოლომდე



ქრისტინე ძიძიგურის პარიზული ცხოვრება და მუშაობა, დღითი დღე კიდევ უფრო წარმატებული ხდება. სულ ახლახან, ის ერთ-ერთი ფრანგული ბრენდის სახე გახდა და სარეკლამო რგოლშიც გადაიღეს. ქრისტინე ასევე, აქტიურად არის ჩართული  პარიზში ქართული სათვისტომოს საქმიანობაში და საელჩოს მიერ მოწყობილ „ივენთებში“ ყოველთვის მონაწილეობს.
ქრისტინე ძიძიგური: ზამთრის მერე სამი თვით წამოვედი პარიზში, მერე ისევ მომიწია თბილისში ვიზის გასაგრძელებლად ჩამოსვლა. შემდეგ ფლორენციაში ვიყავი და ახლა ისევ პარიზში ვარ. ეს პერიოდი საკმაოდ დატვირთული იყო. თან, როდესაც საფრანგეთიდან მოვდივარ, უკან დაბრუნებისას, ყოველთვის მხვდება საქმეები. კლიენტებს, ვისაც შენთან უნდა მუშაობა, გელოდებიან ორი-სამი კვირა, შეიძლება, ქასთინგიც არ ჩაატარონ. შესაბამისად, პარიზში რომ ჩამოვედი „დაგროვილი“ სამუშაო დამხვდა.
– მათ შორის რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?
– სულ ახლახან ფრანგულმა კომპანიამ „Coup D’Etat“ ამირჩია და გადამიღო კლიპში. ფეხსაცმლის ახალი ფირმაა. იქ თითქმის ერთი წლის განმავლობაში ერთი გოგონა მუშაობდა, მაგრამ წელს მათი თანამშრომლობა აღარ შედგა და ჩაატარეს ქასთინგი. როგორც შევიტყვე, ერთი თვე მიმდინარეობდა ქასთინგი და ვერავინ შეარჩიეს, ბოლოს ჩემი ფოტოები ნახეს სააგენტოს საიტზე. იმ დროს პარიზში არ ვიყავი, ამიტომ ჩემს ჩამოსვლას ელოდებოდნენ. ქასთინგიც არ ჩაუტარებიათ, პირდაპირ ბრენდის დამფუძნებლებს შევხვდი. თავიდან ბოლომდე შემამოწმეს, გამესაუბრნენ და ბოლოს ამირჩიეს. მთავარი მოთხოვნა იყო: უნდა ვყოფილიყავი ფორმაში, კარგად მემუშავა ვიდეოკამერასთან და მეთამაშა როლი.
– როგორი იყო შენი როლი?
– გოგონა არის „პარიჟანკა“, „სვეცკი“, პოპულარული, ცნობილი სახე, რომელიც ბიჭებს ძალიან მოსწონთ და მათგან ხშირად იღებს საჩუქრებს, განსაკუთრებით, კი ამ ფირმის ფეხსაცმელებს. დილით დგება და ემზადება, კარს რომ აღებს, ხვდება მამაკაცი, რომელიც ისევ ფეხსაცმელს აჩუქებს. მეორედაც ისმის ზარის ხმა და ასე მეორდება სამჯერ, ოღონდ მამაკაცები იცვლებიან. ბოლოს ეღიმება და თავად შეჰყავს ერთ-ერთი თაყვანისმცემელი სახლში. გადაღებები ერთ ფრანგულ სახლში იყო. უნდოდათ, ფრანგული გარემო ყოფილიყო. კაბებიც თვითონ შემირჩიეს, რომელსაც ვიზომებ და პერიოდულად, სახლის კარზე ისმის ზარი და ფეხსაცმელები მოაქვთ.
– ამ სამუშაოს შესახებ თბილისში შეგატყობინეს?
– არა, უბრალოდ, მეუბნებოდნენ, რომ რაც შეიძლება, მალე ჩავსულიყავი პარიზში. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ერთი თვის განმავლობაში გოგონა ვერ იპოვეს. მერე ამაზე სააგენტოში ხუმრობდნენ და თვითონ კლიენტებიც ამბობდნენ: ქართველ გოგონასთან არასდროს გვიმუშავია. იმაზე გაგვეცინა, ერთი თვე როგორი ტიპაჟი არ ვეძებეთ და ბოლოს ისეთმა გაამართლა, სულ რომ არ ველოდითო. სანამ საბოლოოდ ამირჩევდნენ, რამდენჯერმე გადამიღეს. ნახეს, როგორ ვითამაშებდი როლს, რადგან ეს იგივეა – გახდე ამ სააგენტოს სახე. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ის იყო, რომ ამით სააგენტოში ჩემი იმიჯი კიდევ უფრო გამყარდა. მე არა მხოლოდ ფოტოკამერასთან შემიძლია მუშაობა, არამედ ვიდეოკამერასთანაც. შინაარსი წინა დღეს გამომიგზავნეს, დანარჩენი უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული. როგორც მითხრეს, ძალიან კმაყოფილები იყვნენ. თავდაჯერებული ვიყავი და ეს დამეხმარა.
– უკვე ტრიალებს სადმე ეს სარეკლამო რგოლი?
– კონტრაქტს აფორმებენ პარიზში სხვადასხვა ცენტრებთან, სადაც ეს ვიდეო გავა. როგორც გავიგე, გალერეა „ლაფაეტთან“ აპირებენ კონტრაქტის დადებას და იქ თუ ვნახე ჩემი ვიდეო, წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი ვიქნები.  ჯერჯერობით ვიდეო არ არის დასრულებული, დღე-დღეზე დამთავრდება. ნაწყვეტები ნახეს სააგენტოში და არ იცით, იქ რა ხდებოდა.
– რა ხდებოდა?
– ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სააგენტოში ყველას კიდევ უფრო მოვეწონე, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია შედეგი და ეს დაინახეს. ვიდეოს ნაწყვეტები რომ ნახეს, ყველაფერი დეტალურად გაშიფრეს – როდის გავიღიმე, რა გავაკეთე, არავის ჰქონია შენიშვნა, გადავირიე... ჩემი ბუქერი ძალიან კრიტიკულია, რადგან ჩემში დიდ ენერგიას, ყველაფერს დებს, ამიტომ უნდა, რომ უკანვე ამოიღოს. ხანდახან გამიბრაზდება, უნდა, იდეალური შედეგი მიიღოს, რადგან მისი აღმოჩენა ვარ და მისი ინტერესია კარგად „გავქაჩო“. მასაც არ ჰქონია არანაირი შენიშვნა. ვნახოთ, რას იტყვიან, როდესაც ბოლო ვარიანტს ნახავენ.
– ამ კომპანიასთან მომავალშიც ითანამშრომლებ?
– თუ პარიზში დასჭირდებათ ბილბორდების ან კიდევ სხვა რამის გადაღება, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ მათთან.
– როგორც ვიცი, საფრანგეთში ქართულ დიასპორასთან ახლო ურთიერთობა გაქვს და მათთან ერთად აქტიურად ხარ პარიზის „ქართულ ცხოვრებაში“ ჩართული.
– აქტიურად ვთანამშრომლობ საელჩოსთან და როგორც კი რაიმე „ივენთს“ მოაწყობენ, მეპატიჟებიან. მთხოვენ, ვიმღერო, ან ვიცეკვო. ახლახან საელჩოსა და საპატრიარქოს ორგანიზატორობით, ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება, სადაც შევასრულე ნომერი, რომელიც მალაიზიაში „ტალანტ-შოუზე“ მქონდა წაღებული, ძალიან კარგი გამოვიდა. ჩემი ძმაც იყო ჩამოსული, რომელიც ახლა იწყებს საოპერო კარიერას და „ღვინოვ კახურო“ იმღერა. მე და ერთმა ქართველმა ბიჭმა ცეკვით გავხსენით საღამო. ასეთი კონცერტი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა და ჩვენი ისეთი კარგი გამოვიდა (კონცერტის რეჟისორი იყო გოჩა თათრიშვილი), ფრანგები ხომ გაგიჟდნენ და პატრიარქს უთქვამს – პარიზის მრევლი მისაბაძი მრევლიაო.
– ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე“ დადე ფოტო, სადაც ალენ დელონთან ერთად ხარ გადაღებული. სად შეხვდი?
– ჩემს მეგობრებთან ერთად დავდივარ გასართობად, დროის გასატარებლად და ერთ-ერთი ასეთი დასვენების დროს, ავენიუ მონტენზე შევხვდი ალენ დელონს. ამ ქუჩაზე არის სასტუმრო „პლაზა ათენი“. იქ ბარია, სადაც კარგი გარემოა, მუსიკა. ამ სასტუმროში ცხოვრობენ მსოფლიოს ვარსკვლავები, ბევრი ცნობილი ადამიანი ჩერდება. ალენ დელონი დაცვასთან ერთად იყო, ჩვენც მოგვერიდა ახლოს მისვლა, მაგრამ მიხვდა, მასთან ფოტოს გადაღება რომ გვინდოდა. დაცვას უთხრა, გამოუშვითო, მივედი და ფოტო გადავიღე. ძალიან უშუალო ადამიანია, თავისუფალი, ერთი შეხედვითაც მის მიმართ პატივისცემით განეწყობი. NBA-ს პრეზიდენტიც გავიცანი, ვისაუბრეთ.
– ახლო მომავალში რა გეგმები გაქვს?
– ცოტა ხანში ვაპირებ დასვენებას და სექტემბრიდან პარიზში ისევ შევუდგები, კიდევ უფრო კარგ ფორმაში, ჩემს საქმიანობას.

скачать dle 11.3