კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავი იყო დაკრძალული უსახლკაროების სასაფლაოზე და რომელ ჰოლივუდელ მსახიობს მოაჭრა თავი ვერტმფრენის ლაპოტამ გადაღებების დროს



მსახიობებს ხშირად უხდებათ ფილმებში მოკლულების ან გარდაცვლილების განსახიერება და უნდა ითქვას, ეს გაცილებით მძიმე სანახავია, ვიდრე, რომელიმე ვარსკვლავი მანიაკის ან დაქირავებული მკვლელის როლში. ხშირად ეკრანული სიკვდილი იდუმალებასთან და ბურუსით მოცულ საქმეებთან არის დაკავშირებული და სამწუხაროდ, ყველაზე ცნობილი ვარსკვლავებიც კი, რეალურ ცხოვრებაში საიდუმლო ვითარებაში გარდაცვლილან. ზოგიერთი მათგანის გარდაცვალება კი, დღემდე მისტიკას უკავშირდება და გამოუძიებელია მათი საქმეები. გთავაზობთ, ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე ამოუცნობი, იდუმალი და მისტიკური „ვარსკვლავური” სიკვდილის ჩამონათვალს.
ბობ კრეინის კინოკარიერამ 1965-1971 წლებში ჩაიარა და მაშინ ის ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მსახიობად ითვლებოდა. მას შემდეგ კრეინის ცხოვრება შეიცვალა, 1978 წლამდე ის უფრო მეტ დროს წვეულებებზე ატარებდა და ალკოჰოლურ სასმელს ხელიდან არ უშვებდა. თავის მეგობარ ოპერატორთან, ჯონი კარპენტერთან ერთად, კრეინი ხშირად იღებდა ეროტიკულ ვიდეოებს და სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვიდეოს გადაღებისას, კრეინს კინოკამერის სადგომით გაუტეხეს თავი. სრულიად შიშველი მსახიობი, საწოლზე იყო დაბმული და თავი გაჩეჩქვილი ჰქონდა. პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა, კარპენტერი, რომელიც პირველი ბრალდებული აღმოჩნდა. თუმცა, 90-იან წლებში სასამართლომ ის გაამართლა. დღემდე უცნობია, ვინ და რა მოტივით გაიმეტა ბობ კრეინი.
მერლინ მონროს ცხედარი დილით, მის სახლში იპოვეს. მის ლოგინთან საძილე საშუალების ცარიელი კოლოფი და კიდევ თხუთმეტამდე დასახელების სხვა აბები ეყარა. მართალია, სიკვდილის წინ, მონროს არანაირი წერილი არ დაუტოვებია, პოლიციამ ეს მაინც თვითმკვლელობად ჩათვალა და საქმე დახურა. პათოლოგანატომა, თომას ნოგუჩიმ, რომელმაც გვამი გაკვეთა, განაცხადა, რომ მონროს სიკვდილი დამამშვიდებელი და საძილე საშუალებების დოზის გადამეტებამ გამოიწვია. თუმცა, მას გაუჭირდა პასუხი გაეცა კითხვაზე, იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა. დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, მოკლეს თუ არა მერლინ მონრო.
ბობო დრისკოლი ჰოლივუდის ოქროს თაობას მიეკუთვნებოდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა, კლასიკურმა „ვარსკვლავურმა ავადმყოფობამ” მას ცხოვრება დაუნგრია. 31 წლის ასაკში ის მიტოვებულ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. იმ პერიოდში მას აღარ იწვევდნენ კინოში და იგი ნარკოტიკის აქტიური მომხმარებელი იყო. თავდაპირველად, დრისკოლი უსახლკაროების სასაფლაოზე დაკრძალეს, რადგან ვერავინ იცნო ჰოლივუდის ვარსკვლავი. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხერხდა, მისი იდენტიფიცირება. და საფლავზეც სახელი და გვარი დაეწერა.
ჯეიმს დინი 50-იანი წლების ჰოლივუდის სექსსიმბოლო იყო. კარიერის განმავლობაში მან მხოლოდ სამ ვარსკვლავურ ფილმში მოასწრო გადაღება. 1955 წლის 30 სექტემბერს ჯეიმს დინი, მეგობართან ერთად, სპორტული „პორშეთი” გადაჭარბებული სიჩქარით მიჰქროდა. გზაზე იგი რამდენჯერმე გააფრთხილა პოლიციამ, რომ სიჩქარისთვის დაეკლო, თუმცა დინმა არ დაიჯერა და საბოლოოდ, შავი ფერის „პლიმუთს” შეასკდა. დინი ადგილზევე, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა, ხოლო შავი „პლიმუთი”, რომელსაც მსახიობი დაეჯახა, დღემდე არ არის ნაპოვნი.
დოროთი სტრეტენს, 20 წლის ნიჭიერ მსახიობს უკვე შესრულებული ჰქონდა როლი ფანტასტიკურ ბლოკბასტერში „გალაქსინა” და მის მიმართა ინტერესს ჰოლივუდის ყველაზე ბობოლა რეჟისორები იჩენდნენ. თუმცა. სტრეტენი საკუთარმა ქმარმა ჯერ გააუპატიურა და შემდეგ დანით აკუწა. მოგვიანებით, ბრალდებულს ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა.
ბრიუს ლი, მსოფლიო კინემატოგრაფის, სავარაუდოდ, ყველაზე იდუმალი პერსონაა, რომელიც ასევე იდუმალი სიკვდილით გარდაიცვალა. აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი, ფილოსოფოსი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, ბრიუს ლი ტვინში სისხლის გაჟონვისგან გარდაიცვალა. გაჟონვა კი თავის ტკივილის წამლით გამოწვეულმა რეაქციამ გამოიწვია. ბრიუს ლის სიკვდილი უდიდესი შოკი იყო მისი ფანებისთვის, რომელთაც დღემდე არ სჯერათ, რომ ლი თავისი სიკვდილით მოკვდა.
ბრენდონ ლის, მამის მსგავსად, ტრაგიკული ბედი ჰქონდა. ბრიუს ლის და ლინდა კედველის ვაჟი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავი გახლდათ და ფილმ „ყვავის” გადაღების დროს, მას მსახიობმა მაიკლ მესიემ საბრძოლო ტყვიებით დატენილი პისტოლეტიდან გაუხსნა ცეცხლი. როგორ აღმოჩნდა, საბრძოლო ტყვიები პისტოლეტში, რომელსაც ფუჭი ტყვიებით უნდა ესროლა?! ბრენდონი მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ფილმის დასრულება მხოლოდ დუბლიორის დახმარებით გახდა შესაძლებელი. დღემდე უცნობია, თუ ვინ შეცვალა ტყვიები პისტოლეტში.
ვიკ მოროუ, ალბათ, ჰოლივუდის არსებობის ისტორიაში ყველაზე საშინელი სიკვდილით გარდაიცვალა. მსახიობს, ფილმ „ბინდის ზონის” გადაღების დროს, ვერტმფრენის მოძრავმა ლაპოტამ მოაჭრა თავი.
პეგ ენთსვილი, მუნჯური კინოს ვარსკვლავი იყო, რომელმაც სამსახური მას შემდეგ დაკარგა, რაც ფილმების გახმოვანება დაიწყეს. მსახიობმა თავი საკმაოდ უცნაურად მოიკლა. იგი უზარამაზარი, 50-მეტრიანი ასო „H”-დან გადმოხტა, რომლითაც იწყება განთქმული წარწერა ჰოლივუდის ბორცვზე – HOLLYWOOD. სიკვდილის წინ დაწერილ ბარათში, პეგიმ მიუთითა, რომ მას, უბრალოდ, შეეშინდა კინოში ახალი ერის დაწყების და სთხოვა თავის გულშემატკივრებს, მისი სიკვდილი გულთან ახლოს არ მიეტანათ.
მსახიობი ელიზაბეტ შორტი, მეტსახელად „შავი გეორგინი” ჰოლივუდის არსებობს ისტორიაში ყველაზე საზარლად დაიღუპა. 1947 წელს მისი სხეული, ლოს-ანჯელესთან, ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე იპოვეს. გვამი ორ ნაწილად იყო დანაწევრებული და ამოჭრილი ჰქონდა სასქესო ორგანო. პირი კი ერთი ყურიდან მეორემდე გადაეჭრათ. ამ მკვლელობას „ეფბიაის” ელიტარული ნაწილი იძიებდა. სხვადასხვა დროს დაკავებულ იქნა 60-მდე ეჭვმიტანილი, თუმცა საბოლოოდ, მკვლელობა არც ერთ მათგანს არ დაუმტკიცდა. „შავი გეორგინის” საქმე დღემდე არ არის დახურული და მკვლელი არ უპოვიათ.
ავსტრალიელი მსახიობი ჰით ლეჯერი, 2008 წლის 22 იანვარს, მანჰეტენზე იპოვეს გარდაცვლილი საკუთარ ბინაში. გაკვეთამ ვერ დაადგინა სიკვდილის მიზეზი და საჭირო გახდა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება. საბოლოოდ, ოფიციალური ვერსიით, ლეჯერი მძიმე ინტოქსიქაციით გარდაიცვალა, რაც ტკივილგამაყუჩებლების, ძილის წამლების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ტრანკვილიზატორების ზედმეტი დოზით მიღებამ გამოიწვია. მსახიობი, ბოლო პერიოდი, მეუღლესთან, მიშელ უილიამსთან დაშორებას განიცდიდა და ტრანკვილიზატორებს იღებდა.
კვენტინ ტარანტინოს „მოკალი ბილისა” და სერიალ „კუნფუს” ვარსკვლავი – დევიდ კარადაინი 2009 წლის 4 ივნისს ბანგკოკის ერთ-ერთ სასტუმროს ოთახის კარადაში იპოვეს გარდაცვლილი. კარადაინს კისერზე თოკი ჰქონდა შემოხვეული, თუმცა პოლიციამ თავიდანვე გამორიცხა თვითმკვლელობა. საბოლოოდ, დადგინდა, რომ კარადაინი თოკის საშუალებით სექსუალურ დაკმაყოფილებას ცდილობდა. ყვითელი ფერის ნეილონის თოკი მას კისერზე ჰქონდა შემოხვეული, ხოლო შავი ფერის – სასქესო ორგანოზე. ექსპერტ-კრიმინალისტების თქმით, მსახიობი აუტოასფიქსიოფილიით გამოწვეული უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. აუტოასფიქსიოფილია სამედიცინო ტერმინია და ნიშნავს, ადამიანის მიერ განზრახ ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდების შეზღუდვას, რათა სექსუალური გრძნობა უფრო გამძაფრდეს.

скачать dle 11.3