კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფერების აფეთქება – „კოსტუმ ნეიშენალის” ახალი საზაფხულო კოლექცია



დახვეწილი ყოველდღიურობის ყველაზე თვალსაჩინო, ბრწყინვალე წარმომადგენელი „კოსტუმ ნეიშენალი” არც ერთ სეზონზე არ კარგავს აქტუალურობას. მას ყოველთვის აკვირდებიან და თუ წითელ ხალიჩაზე ან მაღალი დონის წვეულებაზე არ გამოგადგებათ, მოდის სახლის „პრეტ-ა-პორტე” ქეჟუალ სტილში იდეალურია.
გაზაფხული-ზაფხულის 2011 წლის კოლექცია ამ მხრივ განსაკუთრებით მარტივი და ამავდროულად, გენიალური იყო. როგორც მოდის კრიტიკოსებმა დაწერეს „კოსტუმ ნეიშენალის” მთავარმა დიზაინერმა ენიო კაპასამ კოლექცია მარტივ, მაგრამ გაყიდვად იდეაზე დააფუძნა: მინიმალური ტანსაცმელი და თვალისთვის იოლად დასამახსოვრებელი, როგორც მას უწოდეს „დარტყმის საწინააღმდეგო” ფერები. ეს არის ფერები, რომელზეც საოცარი მოთხოვნაა მოდის მიმდევრების მხრიდან და ვერც მოდის კრიტიკოსები უპოვიან რაიმე წუნს. საბოლოო ჯამში, „კოსტუმ ნეიშენალმა” მიიღო სწორი, კარგად გამართული ხაზებით შექმნილი საკურორტო შიკი. მასში ძალიან დიდი დოზით იყო გამოყენებული მამაკაცური შტრიხები და სილუეტი. კოლექციის გახსნა ნეიტრალური, უხმაურო და უპრეტენზიო იყო, რის მიზეზადაც, რა თქმა უნდა, ფერი იქცა. ბუნებრივი კრემისფერი, ოდნავ გარუჯულ კანის ფერს ისე ეხამებოდა, თითქოს ბუნებამ ქალი ამ კოსტიუმში გააჩინა და არა შიშველიო. ბიჭური სტილის ძალიან თხელი ტყავის ქურთუკი და უსახელო კაკაოსფერი კაბა, განსაკუთრებით სექსუალური გახლდათ, რომელსაც მიმზიდველობას მატებდა V-ს ფორმის დეკოლტე და თითქმის ღია ზურგი.
 როგორც კი მაყურებლისთვის რამდენიმე ყავანარევი რძისფერი კოსტიუმი უკვე მოსაბეზრებელი გახდა პოდიუმზე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ერთი და იგივე სტილის კოსტიუმები ერთმანეთს ახლა უკვე ფერებში „ეჯიბრებოდნენ“ – მკვეთრი „ელექტრიკი“ ლურჯი, ნარინჯისფერი, წითელი, ვარდისფერი, იასამნისფერი და ბოლოს შავი. კაპასამ ძირითადად „მქრქალი”, გაუმჭვირვალე ქსოვილებით იმუშავა. კოლექციაში გამოიყენა ტყავი, აბრეშუმი, ძალიან თხელი ქაშმირი და არც ერთი ნაკერი. ნაკერის არარსებობა ნუ დაგაბნევთ – ის, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ იმდენად დამალული, რომ დიზაინერმა მიიღო ფერების ძალიან სუფთა, ბუნებრივი აფეთქება. მაგრამ, კაპასამ ვერ შეძლო ამ სეზონზე საოცრად აქტუალურ ორგანზაზე სრულიად ეთქვა უარი. რამდენიმე კოსტიუმში, საქმიან, კლასიკურ ქვედაბოლოსა და სპორტული ტიპის ბიუსტჰალტერზე, ორგანზას პერანგი საოცრად მიმზიდევლად გამოიყურებოდა. ორგანზას უსახელო მოსაცმელ-პერანგებზე საოცარი მოთხოვნა გაჩნდა ჩვენების დასრულებისთანავე. ორგანზა იყო გამოყენებული ასევე კაბებში, დეკოლტეს ან ზურგის ნახევრად დახურვისთვის.
 ფერთა ისტორია დასრულდა კონტრასტული, გრაფიკული სანდლებითა და კლაჩებით. განსაკუთრებით საინტერესო იყო სამეფო ლურჯის აფეთქება – მკვეთრ ლურჯ შორტ-კომბინეზონს საოცრად უხდებოდა წითელი ღია, მაღალქუსლიანი სანდლები და ასეთივე ფერის ულამაზესი კლაჩი.
 ჩვენების ბოლოს საოცრად დახვეწილი მოდელები უზარმაზარ, ეგრეთ წოდებულ, „ბალახონებში” მოგვევლინენ. გრძელი კაბა-„ბალახონები” გვახსენებდა ზღვის სანაპიროს, დასვენებას. სამოსი, რომელსაც არც ნაკერი აქვს, არც სადმე გვიჭერს და არც მორგებას მოითხოვს, გვახსენებს იმას, რომ ნებისმიერ ასაკში კომფორტული სამოსი, განსაკუთრებით კი ზაფხულში, მაინც ყველაზე საჭიროა.

скачать dle 11.3