კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

ვეტერინარის რჩევები



კითხვა: ჩემს ძაღლს მანქანამ გაჰკრა და მას შემდეგ ძალიან შეშინებული და მოწყენილია. რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, ძაღლი ერთგვარ სტრესშია. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ნელ-ნელა, თამაშ-თამაშით მივიყვანოთ იმ ადგილებში ან იმ ნივთებთან, რომელთა შიშიც აქვს. დროთა განმავლობაში შიში გადაუვლის.

კითხვა: ჩემს ძაღლს არ უყვარს უცნაურად ჩაცმული ადამიანები (მათხოვრები) და, როცა ქუჩაში ხედავს, მათ მიმართ ძალიან აგრესიულია. როგორ უნდა გადავაჩვიოთ მათ მიმართ აგრესიის გამოხატვას?

პასუხი: უნდა ვეცადოთ, რომ უცნაურად ჩაცმულ ადამიანებთან კარგი კონტაქტი დავამყარებინოთ, ვთქვათ, სხვადასხვა ადამიანს რამდენჯერმე გამოვაკვებინოთ ძაღლი, გაშინაურების შემდგომ კი მასთან წავათამაშოთ.

კითხვა: მყავს 3 წლის შარპეი. ორჯერ შეჯვარების მიუხედავად, მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა – ვერც ერთ დართვაზე ვერ დაორსულდა. შეიძლება, რომ ის უშვილო იყოს?

პასუხი: თუ დართვა ერთსა და იმავე ხვადთან მოხდა, შესაძლოა, პრობლემა ხვადში იყოს, ხოლო, თუ სხვადასხვა ხვადებთან, მაშინ, პრობლემა თქვენს ძაღლშია.

კითხვა: აუცილებელია თუ არა ძაღლის დაჩიპვა? თუ ძაღლი დაჩიპვის შემდეგ პატრონს გამოიცვლის, ხელმეორედ უნდა შეიყვანონ ინფორმაცია, თუ როგორ ხდება ასეთ შემთხვევაში?

პასუხი: დიახ, ძაღლის ჩიპირება აუცილებელია! თუ ძაღლის მფლობელი შეიცვლება, ამ შემთხვევაში, ძაღლში შეყვანილი ინფორმაცია გადაიწერება ახალ მფლობელზე. ძაღლის ხელახალი ჩიპირება არ შეიძლება.

კითხვა: რა ღირს საქართველოში სუფთა ჯიშის გერმანული ძუ ნაგაზი?

პასუხი: მაღალი ხარისხის (შოუ) გერმანული ნაგაზის ლეკვის საორიენტაციიო ფასი 400 – 500 დოლარია.

კითხვა: ჩემი ძაღლი ბოლო დროს ძილში ყეფს. როგორ ფიქრობთ, ეს რისი ბრალი უნდა იყოს, სიზმარს ხედავს თუ რამე პრობლემა აქვს?

პასუხი: ეს, უბრალოდ, სიზმრის ბრალია. თუ ხშირად მეორდება სიზმარში ყეფვა და ღრენა, მაშინ მსუბუქი დამაწყნარებლები შეგიძლიათ მისცეთ ძაღლს (ბალახეულზე დამზადებული).

კითხვა: რა ღირს ამერიკული კოკერ-სპანიელისთვის ვარცხნილობის გაკეთება და რამდენ თვეში ერთხელ არის მისი გაკრეჭა საჭირო?

პასუხი: კოკერ-სპანიელის საორიენტაციო ღირებულება 30 – 50 ლარია. სასურველია, ვარცხნილობას გადაეხედოს სეზონში ერთხელ.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3