კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

შეხედე სხვასაც


როცა ქალს და მამაკაცს შორის ურთიერთობა ფუჭდება, მამაკაცი არასდროს იდანაშაულებს თავს. ეს „მაზოხისტური“ თვისება მხოლოდ ქალების პრეროგატივაა. ამიტომ, ის ორმაგად ზარალდება: ერთი, რომ თავს იდანაშაულებს  და მეორე – პარტნიორიც მას სდებს ბრალს. იქნებ, ჯობია, ასეთ დროს თვითგვემას მოეშვათ და უბრალოდ, გაერიდოთ ერთმანეთს. თუნდაც, ცოტა ხნით. აუცილებელია, ფიქრით არ გაწამდეთ და ნეგატიური ემოციებით არ დაიტვირთოთ. რელაქსაციისთვის, თუკი ცოტა ფინანსური საშუალება გაქვთ, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, თუნდაც ორი დღით და იზრუნეთ მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე. არავინ დაგსჯით, თუ ცოტა „თვალიც გაგექცევათ“ და სხვასაც შეხედავთ, მაგალითად, სიმპათიურ ახალგაზრდას, რომელიც გულისხმიერად და კეთილად გიღიმით. თუ არ გინდათ, ფლირტი და გამოლაპარაკება, აუცილებელი არ არის. ანუ, გააკეთეთ ის, რაც თქვენ მართლა გინდათ და გჭირდებათ. ნუ დაატანთ ძალას საკუთარ თავს. პირიქით, მოეშვით და შეეცადეთ, დაისვენოთ ყველასგან და ყველაფრისგან. თუ მზერის გასწორების გერიდებათ, მუქმინიანი, მზის სათვალე რისთვის გაქვთ? გამოიყენეთ და მიიღეთ სიამოვნება. ისე, თუ ფლირტის ნიჭი გაქვთ, არც ეს იქნება ურიგო. ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ვიღაც ამას ღალატში ჩაგითვლით. იმ „ვიღაცას“ საერთოდ ნუ გააგებინებთ, ეს ხომ თქვენი ცხოვრებაა და ნორმებს თქვენვე აწესებთ.
ხანმოკლე განშორება გრძნობას აძლიერებს, თუკი ის მართლა არსებობს. როცა ერთმანეთით ყოველდღიურად უკმაყოფილო ხართ, როცა ერთმანეთის მიმართ აგრესია აშკარაა და უნებლიეთ ამბობთ სიტყვებს, რომლებიც, იცით რომ, მას გულს ატკენს, შეეცადეთ ამის მერე, ცოტა ხნით მაინც, აღმოჩნდეთ სასიამოვნო ატმოსფეროში. პარტნიორი მხოლოდ ხელს შეგიშლით... თუ ფიქრობთ, რომ ამით სამწუხარო ფინალს მოიახლოვებთ და განშორებას დააჩქარებთ, ძალიან ცდებით. ის, რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდება. მოიშორეთ ნეგატიური ფიქრები და პოზიტიურად შეხედეთ ცხოვრებას.

скачать dle 11.3