კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

ზაფხულში მოთენთილობას და დეპრესიას ადვილად დაამარცხებთ


ძალიან აქტიური ადამიანებიც კი ზაფხულის პერიოდში მოთენთილები ხდებიან, მუდმივად ძილის შეგრძნება და აპათია აწუხებთ, სწრაფად იღლებიან. ეს ყოველივე ორგანიზმში ჰორმონ სეროტონინის ნაკლებობის გამო ხდება, რომლის გამოსამუშავებლად აუცილებელია, სწორი დღის რეჟიმი, მზის სინათლე და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ორგანიზმი ამ მდგომარეობის კომპენსაციას ცდილობს და დიდი რაოდენობით წვავს კალორიებს. ამის გამო კი, ხშირად გინდებათ ტკბილეული – შოკოლადი, ნამცხვარი, კანფეტი, ათასგვარი სასუსნავი. ეს კი თავის მხრივ, გასუქებას იწვევს.
ზაფხულის დეპრესიის დასაძლევად, პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა ძილის სწორი რეჟიმი. დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწექით და ძილის ხანგრძლივობა წელიწადის სხვა დროსთან შედარებით ერთი საათით შეამცირეთ. თუ გარკვეული მიზეზების გამო, უძილობა გაწუხებთ, ძილის წინ ეთერზეთებიანი თბილი აბაზანა მიიღეთ, საწოლ ოთახში კი ვარდის სურნელოვანი სანთელი აანთეთ.
მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე სეირნობაც. ფიზიკური ვარჯიში კი გამოფხიზლებასა და სხეულის წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამ მეთოდით მოთენთილობას ადვილად დაამარცხებთ.
ეცადეთ, რაც შეიძლება, დიდი რაოდენობით ხილ-ბოსტნეული ჭამოთ და ერიდოთ მძიმე და კალორიული კერძების მიღებას. ერთადერთი გამონაკლისი, ამ დროს შოკოლადია, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს და გუნება-განწყობასაც საგრძნობლად აუმჯობესებს. უმჯობესია, ჭამოთ შავი შოკოლადი, რადგან თეთრი შოკოლადი ამ თვისებას მოკლებულია. აგრეთვე, ეცადეთ ხშირად გამონახოთ დრო დასვენებისთვის და ისეთ ხალხთან ურთიერთობისთვის, ვისთანაც თავს კარგად გრძნობთ. ეს დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ.

скачать dle 11.3