კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

შაქრიანი დიაბეტისა და სიმსივნური წარმონაქმნების დროს უმი კარტოფილის წვენი უებარია



კარტოფილი შთანთქავს ორგანიზმში წყლის ჭარბ რაოდენობას, ქოლესტერინს, გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს. უმი კარტოფილის წვენი სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის, კუჭის წყლულოვანი ან ჰიპერტონიული დაავადებების დროს, ასევე, მათთვის, ვისაც თირკმელები და ღვიძლი აწუხებს. რაც მთავარია, კარტოფილი ებრძვის სიმსივნურ წარმონაქმნებს. მის წვენში ბევრია მატონიზებელი ნივთიერება, ასევე, ვიტამინი C, რაც დამღუპველად მოქმედებს კიბოს უჯრედებზე.
უმი კარტოფილის წვენი სასარგებლოა კანიდან ლაქების მოსაშორებლად. ეს აიხსნება მასში კალიუმის, გოგირდის, ფოსფორისა და ქლორის დიდი შემცველობით, უმი კარტოფილის წვენი შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს და განსაკუთრებით სასარგებლოა სტაფილოს წვენთან ერთად. ნიახურის წვენთან შერეული კარტოფილის წვენი კი აწესრიგებს საჭმლის მონელებას, შველის ჩიყვსა და იშიაზს.
ასევე, არ უნდა დავივიწყოთ კარტოფილის დიეტური ღირებულებებიც, კერძოდ, ის შეიცავს იოლად ასათვისებელ ნახშირწყლებს, კარგად ბალანსირებული მინერალური შემადგენლობის გამო კი ამ პროდუქტის მიღება კარდიოლოგიური ავადმყოფებისთვისაც შეიძლება. განსაკუთრებით კარგ ეფექტს იძლევა სამდღიანი დიეტა, რომელიც 1 ლიტრი რძის, 1 კილოგრამი მოხარშული კარტოფილისა და 100 გრამი შაქრის ნარევისგან შედგება. ეს დიეტა რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც გულის დაავადებასთან ერთად ჭარბი წონაც აწუხებთ და აქვთ, ასევე, შაქრიანი დიაბეტი ან რძის ალერგია.
კარტოფილის თხუთმეტდღიანი დიეტა ადამიანს საშუალებას აძლევს, ჭარბი წონისგან გათავისუფლდეს. ოღონდ, აუცილებელია, მას მიაყოლოთ ბოსტნეულის სალათა და დღეში 3 ლიტრი წყალი.
კარტოფილის წვენი კარგია ანგინის, ფარინჰიტის, ტონზილიტის დროს პირში გამოსავლებად. ცხელი მოხარშული კარტოფილი კი გამოიყენება ინჰალაციებისა და კომპრესების სახით, კანის დაავადებების დროს, ფურუნკულებისა და ჩირქგროვების შემთხვევაში. ამ დროს კარგია, ასევე, გახეხილი უმი კარტოფილი.
თუ გაწუხებთ გასტრიტი, დისპეფსია, გულძმარვა, მეტეორიზმი, კარგი იქნება, დილით უზმოზე მიირთვათ 1 ჭიქა კარტოფილის წვენი. ეს კურსი ათდღიანია. ერთი ულუფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ორი ცალი კარტოფილი, რომელიც კარგად უნდა გარეცხოთ, გახეხოთ და გაწუროთ. შედეგს მალევე იგრძნობთ, ოღონდ, იმ პირობით, თუ დიეტის დროს რაციონიდან გამორიცხავთ ხორცისა და თევზის პროდუქტებს.

скачать dle 11.3