კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იოდის ნაკლებობა ორგანიზმში უნაყოფობას იწვევს



მოზრდილი ადამიანის იოდის დღიური ნორმა ორასი მილიგრამია. ფარისებრ ჯირკვალში კი ორგანიზმში არსებული მთელი იოდის ერთი მესამედი იყრის თავს. ენდოკრინულ სისტემაში ფარისებრი ჯირკვალი უმთავრეს როლს ასრულებს. ის გამოიმუშავებს ჰორმონ თიროქსინს და ტრიიოდთირონინს. ეს უკანასკნელები სისხლში გამოიყოფა და ყველა უჯრედსა და ქსოვილზე მოქმედებს. ასევე, ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროცესს არეგულირებს. მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში, რომელიც ორგანიზმის ყველა ორგანოს და სისტემის მუშაობისთვისაა აუცილებელი და საჭირო. ამ ჰორმონების შეუფერხებლად გამომუშავებაში ფარისებრ ჯირკვალს საკმარისი რაოდენობით იოდი ესაჭიროება, რომელიც ადამიანის ორგანიზმის მიერ არ გამომუშავდება.
იოდს ადამიანის ორგანიზმი საკვებითა და წყლით იღებს. ის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ელემენტია. თუ იოდის მოხმარება მცირეა, ამ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი დიდდება, რათა ორგანიზმი ჰორმინების საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოს. ამ დროს, არ არის გამორიცხული, ჯირკვალი ძალიან გადიდდეს და მასში გაჩნდეს კვანძები, რაც შემდგომში, შესაძლოა, თირეოტოქსიკოზისა და ავთვისებიანი სიმსივნის მიზეზიც გახდეს. იოდდეფიციტი არა მარტო ჩიყვს აჩენს, არამედ აქვეითებს მეხსიერებას და იმუნიტეტს, იწვევს ქრონიკულ დაღლას, უნაყოფობას და დეპრესიას.
იოდის დეფიციტის შევსება მხოლოდ იოდიზებული მარილის მოხმარებით როდი ხდება. საჭიროა, ადამიანმა რეგულარულად მიიღოს ზღვის პროდუქტები, ხურმა, ნიგოზი, ფეიხოა და ასე შემდეგ.

скачать dle 11.3