კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ექიმის რჩევები



კითხვა: ჩემი მეგობარი ძალიან განიცდის, როგორ იმოქმედებს ბავშვზე ორსულობის 26-ე კვირაზე გადატანილი წითურა. საფუძვლიანია მისი შეშფოთება?
პასუხი: წითურა განსაკუთრებით საშიშია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ამ შემთხვევაში ურჩევენ ორსულობის შეწყვეტას. უნდა ითქვას, რომ ნაყოფის ანომალიების განვითარების საშიშროება მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო მეტია ორსულობის ვადა. მაგრამ რისკი მაინც რჩება (50 პროცენტი).
კითხვა: როგორ მოქმედებს იოდის ნაკლებობა ორსულობის დროს?
პასუხი: ჰიპოთირეოზი განსაკუთრებით საშიშია ორსულობის დროს, რადგან შეიძლება, ნაყოფის ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს.
კითხვა: პროსტატიტის მიზეზი აუცილებლად ინფექცია უნდა იყოს?
პასუხი: პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი დაავადებაა. შეიძლება იყოს ინფექციური (ბაქტერიული) და არაინფექციური (არაბაქტერიული, შეგუბებითი). პირველ შემთხვევაში, მიკროორგანიზმი წინამდებარე ჯირკვალში ჰემატოგენური, ლიმფოგენური ან ურეთროგენური გზით ხვდება. მეორე შემთხვევაში, პროსტატიტის მიზეზი მცირე მენჯის სისხლძარღვებში შეგუბებაა, რომელიც ნაკლებად მოძრავ პირებს ემართებათ.
კითხვა: უშლის თუ არა ხელს კბილის პასტა კბილებში ქვების წარმოქმნას?
პასუხი: თუ კბილის პასტა შეიცავს დანამატებს, რაც ხელს უშლის ქვების წარმოქმნას (პიროფოსფატები, თუთიის შენაერთები), ეს 50 პროცენტით ამცირებს ქვების წარმოქმნის საშიშროებას. მაგრამ, უკვე არსებულ ქვებს ვერ დაშლის.
კითხვა: თვალი  სულ გაწითლებული მაქვს,  მაგრამ შეშუპება ან გუგის გაფართოება არ აღმენიშნება, როგორ მოვიქცე?
პასუხი: უფრო ხშირად დაასვენეთ თვალები, ნაკლები დრო გაატარეთ კომპიუტერთან და ტელევიზორთან. გამოიკვლიეთ, ხომ არ გაქვთ მომატებული შიდა თვალის წნევა ან მიოპია.
კითხვა: მყავს კატა, რომელიც არასდროს გადის გარეთ. გამოვიკვლიო თუ არა თავი ტოქსოპლაზმოზზე, თუ ორსულობას ვგეგმავ?
პასუხი: რა თქმა უნდა, კატას, რომელიც ასევე სახლის კატის გაჩენილია და დაბადებიდან სხვა ცხოველებთან კონტაქტი არ ჰქონია, ინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალი აქვს. მაგრამ, თქვენი სიმშვიდისთვის, უმჯობესია, ეს ანალიზი გაიკეთოთ.

скачать dle 11.3