კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი



ნიკოლოზ სერბი: ადამიანის მიმართ სიძულვილით გამსჭვალული კაცი მკვლელობას ჩაიფიქრებს. რამდენადაც ღვთის მოკვლა შეუძლებელია, მისდამი სიძულვილით დაბრმავებული ადამიანი მკვლელობის მაგივრად იმასღა მოიფიქრებს, რომ თავს მის თანასწორად მიიჩნევს, უარყოფს ღმერთს, რაც ფაქტობრივად, თვითმკვლელობის ტოლფასია.
გაბრიელ ეპისკოპოსი: ღმრთის სიტყვის მქადაგებელმა დაფიქრებით უნდა გამოარჩიოს, თუ რომელი სიტყვა და საგანია უსაჭიროესი მსმენელთათვის. მან უფრო ხშირად და მტკიცედ უნდა ილაპარაკოს და დარიგება მისცეს იმ ცოდვის, ნაკლოვანებებისა და სულიერი სენის შესახებ, რომელიც მის სამწყსოს უფრო ეჩვევა და ვნებს.
სიბრძნე ზირაქისა: შვილო, გლახაკის ქონებას ნუ მიატოვებ და მთხოვნელს თვალს ნუ აარიდებ. მშიერის სულს ნუ დაამწუხრებ და ნუ განარისხებ კაცს მის გასაჭირში. განრისხებულ გულს ნუღარ შეაჭირვებ და მთხოვნელს მიცემას ნუ დაუგვიანებ. შეწევნის მთხოვნელს, დაჩაგრულს, უარს ნუ ეტყვი და პირს გლახაკისგან ნუ მიიბრუნებ. მთხოვნელს თვალს ნუ მოარიდებ, კაცს თავს ნუ დააწყევლინებ, რადგან იმ კაცის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი.
ბერი პორფირე: ბედნიერება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა, ერთი პირობა: ცოლ-ქმარმა უნდა შეიძინოს სულიერი სიმდიდრე – ქრისტეს სიყვარულითა და აღთქმის შესრულებით. მაშინ ერთმანეთიც უფრო ეყვარებათ და ბედნიერებიც იქნებიან. სხვანაირად, სულიერად გაღატაკდებიან, სიყვარულიც გაუქრებათ, დემონებიც შეაცდენენ და გააუბედურებენ.
ეფრემ ასური: ნუ გექნება ურთიერთობა იმათთან, ვისაც არ უპყრიეს შიში უფლისა. იმიტომ რომ, ისინი არც რამეს იტყვიან და არც აკეთებენ უფლისთვის სასარგებლოს; არას იტყვიან არც ღირსებაზე, არც პატიოსნებაზე, არც სასოებაზე, არც სიწმიდეზე. მათი სიტყვა მახეა სასიკვდინე, მათი რჩევა – ჯოჯოხეთის უფსკრულია, მათი ერთობა – სულიერად დაღუპვაა.
ზოსიმე პალესტინელი: როცა ადამიანი თავის ცხოვრებას მიანდობს უფალს, მისთვის ქვეყნიურ ცხოვრებას ერთი ღერი თივის ფასიც აღარ აქვს, თუნდაც ებოძოს ქვეყნის ხელმწიფება. რადგანაც ქონება კი არ ვნებს ადამიანს, არამედ სიყვარული ამ ქონების მიმართ, მასზე მიჯაჭვა. ვინ არ უწყის, რომ ყველა მონაგებზე უპირატესი ადამიანის სხეულია. მაგრამ, ღვთის მოყვარეთათვის ისიც არარაობად შეირაცხება, თუკი უფალი მოითხოვს ამას, რადგანაც ხორცის მოკვდინება უფრო ადვილია, ვიდრე სულის სამუდამო სატანჯველში მიცემა.
ნილოს სინელი: არა მხოლოდ ადამიანთა შორის უნდა ვეძიოთ მშვიდობის კავშირი, არამედ საკუთარ სხეულშიც, სულშიც და სამშვინველშიც.
***
ცეცხლი შეშის მოკლებით სუსტდება, საჭმლის სიმწირით კი უჯერო გულისთქმები მოუძლურდება.
მარკოზ განშორებული: თუ ვინმემ აშკარად სცოდა, არ შეინანა და სიცოცხლის ბოლომდე არანაირი ტანჯვა არ შემთხვევია, ჩათვალე, რომ ულმობელი სამსჯავრო ელოდება.
ბერი ამპილოქე: როცა ვინმე ძაღლს ქვას ესვრის, ძაღლი, იმის ნაცვლად, რომ ეცეს იმას, ვინც ქვა ესროლა, ქვას მივარდება და უღრენს. ჩვენც ასე ვიქცევით. მაცდური ვინმეს მოგვიგზავნის, რომ მან სიტყვით ან საქმით გვაცდუნოს და ჩვენც იმის მაგივრად, რომ იმას ვეცეთ, ვინც ქვა გვესროლა, ესე იგი ცდუნებას, ვუღრენთ ქვას – მოყვასს, რომელიც მტერმა იარაღად გამოიყენა.

скачать dle 11.3