კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გაჰყვა მუსიკას ბიძინა კვერნაძის ვაჟი და რატომ თქვა მან ჯორჯო არმანისთან კონვეირულ მუშაობაზე უარი



ბიძინა კვერნაძის ვაჟმა, გოგი კვერნაძემ მამისგან განსხვავებით, მუსიკალურ განათლებაზე უარი თქვა. თუმცა, თითქმის ყველა ინსტრუმენტზე პროფესიონალურ დონეზე უკრავს. ის მხატვარია და ბავშვობიდან ხატავს. მისი ცხოვრება ერთ დიდ ზღაპარს ჰგავს, უამრავი  მოულოდნელობით აღსავსე.
წლების წინ, გოგი კვერნაძის ნახატები, მოსკოვში, თანამედროვე მუზეუმში გამოიფინა და, როდესაც ის ზურაბ წერეთელმა ნახა, ასეთი რამ თქვა: „გოგი კვერნაძე ის მხატვარია, რომელიც თავისი აზროვნებით წინ უსწრებს დროს. მან განაზოგადა კლასიკა და გასაგები გახადა ფართო აუდიტორიისთვის. მის ნამუშევრებს დიდი მომავალი აქვს”. მას „ლირიკული მონუმენტალისტიც” კი შეარქვეს. გოგი თვით ჯორჯო არმანიმ შეამჩნია და თანამშრომლობაც შესთავაზა. ეს კი უკვე იმაზე მეტყველებს, რომ გოგი კვერნაძე მართლაც ის მხატვარია, რომლის სამყაროც ჩარჩოებს სცდება.
– ცოტა უცნაურია, რომ ბიძინა კვერნაძის ვაჟს მუსიკალური განათლება არ გაქვთ და აბსოლუტურად სხვა სფეროში მოღვაწეობთ. არ მეთანხმებით?
– ეს, ყველას უკვირს და ამას ბევრი მეკითხება. კომპოზიტორის ოჯახში გავიზარდე, ჩვენს სახლში დღედაღამ მუსიკის ჰანგები ისმოდა. ასე რომ, მუსიკალური განათლება, გამოდის, შინ მივიღე (იცინის). სხვათა შორის, ხატვისას ძალიან მეხმარება მუსიკალური სმენა. ნახატსაც აქვს თავისი პაუზა, პედალი, ჰარმონია და ჟღერადობა. მართალია, მუსიკალური განათლება არ მიმიღია, მაგრამ მაქვს კარგი სმენა და ყველა ინსტრუმენტზე ვუკრავ – დასარტყამი იქნება ეს, ჩასაბერი თუ კლავიში. ეს ყველაფერი კი ჩემით ვისწავლე და არსად მივლია. ესეც ხომ ნიჭია? თან მამას მე ვერ ვაჯობებდი მუსიკალური კუთხით და ასე რომ, ვამჯობინე ის სფერო ამერჩია, სადაც მასზე მაგარი ვიქნებოდი (იცინის). ბავშვობიდან ვხატავ, მაგრამ სერიოზულად ამას  დაახლოებით 12 წლიდან მოვკიდე ხელი.
– როდესაც მოსკოვში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა თქვენი ნახატები, ბევრ ცნობილ ადამიანთან ერთად, თქვენი შემოქმედებით, თვით ჯორჯო არმანი დაინტერესდა. თუმცა, როგორც ვიცი, ის იქ არ იმყოფებოდა. ვისგან შეიტყო თქვენი არსებობის შესახებ და მართლა მიგიწვიათ სათანამშრომლოდ?
– ამ გამოფენის ორგანიზება ზურაბ წერეთელს ეკუთვნოდა. ჩემი ნახატები რომ ნახა, მითხრა, შენ მოსკოვმა აუცილებლად უნდა გაგიცნოსო. დამპირდა და მოახერხა კიდეც. სხვათა შორის, გამოფენის გახსნა საკმაოდ მაღალ დონეზე შედგა. ჯორჯო არმანის წარმომადგენელმა ჩემი ნახატები რომ ნახა, დამირეკა და პირადად შეხვედრა მთხოვა. თავიანთ ოფისში შევხვდით და შემომთავაზა, იქ ჩემი ათი სურათი გამომეფინა. ჯერ მათ გაყიდდნენ, მერე კვლავ გამოფენდნენ ახალ კოლექციას და ასე შემდეგ. ანუ, კონვეირული სისტემით უნდა მემუშავა.
– თავად, როგორ ფიქრობთ, რატომ დაინტერესდნენ თქვენი შემოქმედებით?
– რა ვიცი, თქვეს, თანამედროვეა, რაღაც სხვა სტილიაო. მაგრამ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ რადგან ვიღაცას მოეწონე, მაღალი დონის ხელოვანი ხარ.
– თავმდაბალი ხართ.
– თავმდაბლობა არაფერ შუაშია. უბრალოდ, ხელოვანს დრო აფასებს და არა ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის.
– ჯორჯო არმანის კოლექციის გაფორმებაზეც ხომ არ იყო საუბარი?
– როგორც მივხვდი, მხოლოდ მხატვრობაზე არ იყო იქ საუბარი, მაგრამ პირველი ეტაპი ასეთი უნდა ყოფილიყო. მერე, სამომავლოდ, აეწყობოდა ჩვენი ურთიერთობა. ბევრი ვიყოყმანე ამ შემოთავაზებაზე. ხომ იცით, გვიანი არასდროსაა და  დღესაც ფიქრის პროცესში ვარ (იცინის).
– ცოტა უცნაურად მეჩვენება თქვენი პოზიცია. ნებისმიერი ადამიანი იოცნებებდა არმანის თანამშრომლობაზე.
– იცით რა? ჩემთვის სახელებს მნიშვნელობა არ აქვს. ბევრი მხატვარია, რომელიც ნახატებს ყიდის და დღეს რომ უთხრან, ლუვრიდან გაქვს მოწვევა, ნამუშევრები გაამზადე და გამოგზავნეო, რას გააგზავნიან? მესმის, თითო ნახატს 3 ათას დოლარადაც კი ყიდიან და ეს მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა, მაგრამ... არ დამიჯერებთ, ძალიან მენანება ნახატის გაყიდვა და ხშირად თავს ვიკავებ. ბევრი  ამას ვერ მიხვდება, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ნამდვილად ასეა. „პიენორდ რიკარდოს” ფირმის გენერალური დირექტორიც დამიკავშირდა წლების წინ. მას ქართული ღვინო გაჰქონდა უცხოეთში. მითხრა, ეტიკეტები და ბოთლის დიზაინი მოძველდა და გამოსაცვლელია, იქნებ გვეთანამშრომლაო. მისი წარმომადგენელი თბილისშიც კი ჩამოვიდა. ხელშეკრულებაც გამზადდა და საკმაოდ სოლიდურ თანხაზეც იყო საუბარი. მილიონერიც ვიქნებოდი და უცხოეთში ახალი ქართველიც, მაგრამ რატომღაც ეს მოლაპარაკება ჩაიშალა. მე უარი ვუთხარი. მივხვდი, იქ ჩემი ადგილი არ იყო. თან, ცოტა ცივად დამხვდნენ ოფისში და ეს შევამჩნიე. მერე „ჯი ვი ეს-მა” დააფინანსა ჩემი გამოფენა. კიევში უნდა წაეღოთ ჩემი ნამუშევრები და იმდენად დიდი ზომის იყო, თვითმფრინავში ვერ შეეტია.
– მახსოვს, ერთი პერიოდი, შემოქმედებითი პაუზა აიღეთ. ეს რატომ მოხდა თქვენს ცხოვრებაში?
– კარგად ვიცი და გარკვეული მაქვს, რისთვის ვარ მოვლენილი ამქვეყნად. ვიცი, საით მივდივარ და რა მინდა. მაგრამ, ისიც ნათქვამია – კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. თუ დამიჯერებთ, ყველაფერში მიმართლებს, მაგრამ  ბედნიერი ადამიანი არ არსებობს. ცხოვრებას თავისი კანონები აქვს და მასთან ჭიდილი ცოტა რთულია. როდესაც შემოქმედებითი პაუზა ავიღე, სულ სხვა რამით ვიყავი დაკავებული. ყველა ჩემი ნახატი გავყიდე. მიწვევები კი მქონდა, მაგრამ არც ერთი ნახატი აღარ გამაჩნდა სახლში. ახლა, სწორედ ამიტომ მენანება მათი გაყიდვა. მართალია, ცოტა ხნით მხატვრობას მოვწყდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ამ საქმეს ისევ დავუბრუნდებოდი და ისევ სერიოზულად მოვკიდებდი ხელს.
– ეს პაუზა რამდენ ხანს გაგრძელდა?
– დაახლოებით ათწლიანი პაუზა გამომივიდა. არადა, მერე მივხვდი, რომ ხატვის ნიჭი ღმერთისგან მომადლებული ვალივითაა, სანამ არ დაუბრუნებ, ვერ ისვენებ. ასეთ მოუსვენრობაში გავატარე მთელი ათი წელი. რომ ამბობენ, შემოქმედი ადამიანები თავისებური ხალხიაო, არ მიმაჩნია სწორად. ყველა ადამიანს თავისი სამყარო აქვს. ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს. რა უნდა ელაპარაკო პიროვნებას, რომელსაც აბსოლუტურად სხვა ინტერესები აქვს. შემოქმედის მსგავსად, ჩვეულებრივ ადამიანებსაც აქვთ თავიანთი სამყარო, ოღონდ ის სხვა, აბსოლუტურად განსხვავებულია. ყველა ადამიანი კი ღმერთის ხელშია. დავუშვათ, თუ ადამიანს ბედნიერად მიაჩნია თავი იმის გამო, რომ ბევრი ფული აქვს, სახლში ცოლ-შვილი კარგად ჰყავს და ამით მთავრდება მისი ბედნიერება, ეს დაბალი განვითარების ადამიანის მენტალიტეტია. ბედნიერება სულ სხვა რამაა.
– შემოქმედი და კერძოდ, მამაკაცი მხატვრების უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ბედნიერება ღვინოში, ქალებსა და დუდუკშია. ამაზე რას იტყვი?
– ღვინო, ქალები, დუდუკი და დანარჩენი უბედურება, მხატვრებს კი არა ყველა მამაკაცს უყვარს. ზღვარს არ უნდა გადასცდე, თორემ რაღაც ზღვრამდე ესეც კარგია. ისედაც დიდი ტვირთი გაწევს ხელოვანს და ზედ დამატებული, დიდი დოზით ქალი, სასმელი და დუდუკი, საერთოდ დამღუპველია.

скачать dle 11.3