კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

რაში უშლიდათ ხელს ფეხმძიმობა სალომე ღვინიაშვილსა და თიკა ალავიძეს და სად გაატარეს მათ კარგი დრო მეუღლეებთან ერთად


სალომე ღვინიაშვილთან შეხვედრა ჩემში ყოველთვის აღფრთოვანებას და სასიამოვნო ემოციებს იწვევს. ჩემი პირადი აზრია და ალბათ, სხვებიც დამეთანხმებიან, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი გარეგნობით, ხასიათით, სიმშვიდით, საუბრის მანერით, ადამიანებზე ყოველთვის დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს. სალომესა და ზურას ცხოვრებაში დიდი სიახლეა. ზურამ ახლახან გუნდი შეიცვალა, თურქეთის „ქაისერსპორთან“, რომლის მწვრთნელიც შოთი არველაძეა, კონტრაქტი დადო და შესაბამისად, მშვენიერი წყვილი უსაყვარლეს შვილებთან ერთად, სტამბულში გადადის საცხოვრებლად.
სალომე ღვინიაშვილი: ორი წელია თურქეთში გადასვლაზე ვსაუბრობთ. „გალათასარაიდანაც“ იყო შემოთავაზება, თითქმის გადაწყდა ყველაფერი, სახლიც ნანახი მქონდა, მაგრამ უცებ რაღაც შეიცვალა და ინგლისში დავრჩით. შარშანაც ასე იყო და მერე ისევ შეიცვალა გეგმები. მე ისე მიყვარს სტამბული, რომ ერთი სული მქონდა, როდის გადავიდოდით. თან, ჩემი ახლო მეგობარი, ზურას თანაგუნდელის ცოლი, რომელთან ერთადაც მანჩესტერში 5 წელი გავატარე, ერთი წელია, სტამბულში გადავიდა და მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად მინდოდა გადასვლა.  ზურამ რომ მითხრა, თურქეთში გადავდივართო, ძალიან გამიხარდა. არადა, ყველა მეკითხებოდა, ინგლისიდან თურქეთში როგორ გადადიხარო. ვერ ვიტყვი, რომ ინგლისიდან წამოსვლაზე გული მწყდება, მოქალაქე ვარ და როცა მომინდება, თავისუფლად წავალ იქ.
– ალბათ, მანჩესტერში გატარებული დრო თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
– მართლაც, ძალიან კარგი პერიოდი იყო. თუმცა, ფეხბურთელის ოჯახმა არასდროს არ იცის, როდის სად ამოჰყოფს თავს. ეს არ არის ადვილი, ბავშვებისთვისაც რთულია, სკოლა, გარემო უნდა შეიცვალონ და ჩემთვისაც. მანჩესტერს კარგად მოვერგე, მერე მოგვიწია სხვაგან გადასვლა. ამიტომ ძალიან გამიჭირდა ის ერთი წელი. გერმანიიდანაც იყო შემოთავაზება, ასევე, ინგლისში დარჩენის შანსიც, მაგრამ ორივემ მაინც თურქეთში გადასვლა გადავწყვიტეთ. ზურა 12 წელია, ინგლისში ცხოვრობს, უნდოდა ქვეყნის შეცვლა. თან, შოთი რომ არის მწვრთნელი, ამან კიდევ უფრო დიდი როლი ითამაშა.
– შეარჩიე ბინა?
– სტამბულში ორ დღეში 15 სახლი ვნახე, უკვე მეზიზღებოდა, ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ვნახე ძალიან კარგი სახლი. ახლა წავალ და მოვაწყობ ჩვენს გემოზე. სტამბულში არის ძალიან კარგი ბრიტანული სკოლა და ბავშვებს იქ შევიყვან.
– ცოტა ხნის წინ შენ და ზურა, ზაზა ფაჩულიასთან და მის მეუღლესთან იყავით სტუმრად მაიამიში. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ძალიან კარგი დრო გაატარეთ.
–  ძალიან მაგარი დრო ვატარეთ. ზურა და ზაზა მეგობრობენ, ასევე, მე და თიკაც. დიდი ხანია, გვინდოდა მათთან ჩასვლა, მაგრამ ხან თიკა იყო ფეხმძიმედ, ხან – მე. წელს გადავწყვიტეთ, წავსულიყავით და მართლაც დაუვიწყარი დრო გავატარეთ.  ამერიკაში პირველად ვიყავი, ძალიან მომეწონა, ხალხიც განსხვავდება ინგლისელებისგან. სიტუაციაც მომეწონა. ჩვენი სასტუმროც ისეთი კარგი იყო, მთელი დღე ვისვენებდით, საღამოს ოთხივე კარგად ვერთობოდით. მოგზაურობაში უფრო კარგად იცნობ ადამიანს. გაოცებული ვარ, იმდენად კარგები არიან ზაზა და თიკა. ამან ჩვენს მოგზაურობას კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნა. ზაზას იქ ყველა იცნობს. მანაც იცის კარგი ადგილები, სად უნდა წავსულიყავით და შესაბამისად, იქ დავყავდით. ორივე მთელი წელი ველოდებოდით, რომ ერთი კვირა ან ათი დღე ჩვენი თავისთვის უფლება მიგვეცა კარგად დაგვესვენა და, გავრთობილიყავით.
– თუმცა, დიდი ხანია, შენც და ზურაც შეეგუეთ ცხოვრების ასეთ რიტმს. ალბათ, თავიდან უფრო იყო სირთულეები.
– რაღაც სირთულეები ყოველთვის არის. ზურა ორი დღის წინ წავიდა, დაეწყო მოსამზადებელი პერიოდი. დღეში ორი ვარჯიში აქვს, ძალიან იღლება და თან, მარტოა. წარმოიდგინე, დილიდან საღამომდე კომპიუტერთან ვსხედვართ და სკაიპში ერთად ვჭამთ, ერთად ვსვამთ, სულ ერთად ვართ.
– განსაკუთრებულად ნერვიულობ, როდესაც ზურა მიდის...
– არ მიყვარს ზურას გარეშე ყოფნა. განსაკუთრებით ის დღე არ მიყვარს, როცა მიდის და ვაცილებ. სადმე რომ მივდივარ, თუნდაც დაბადების დღეზე, ზურას გარეშე, იქაც ვერ ვერთობი. ერთად უფრო თავისუფლად და კარგად ვგრძნობთ თავს.
– ექვსი წელია, ერთად ხართ. ამ ხნის განმავლობაში თქვენი სიყვარული კიდევ უფრო გაიზარდა, თქვენი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარი ხდება. არადა, ამას ძალიან ბევრი წყვილი ვერ ახერხებს.
–  ალბათ, ის გვეხმარება და ძალიან კარგია, საქართველოში რომ არ ვცხოვრობთ. ხელაღებით ურთიერთობას ვერავინ გაგიფუჭებს. საქართველოში ადამიანები ცდილობენ, ნერვები მოგიშალონ. იმდენი უაზრო ჭორი მესმის, ვითომ გავშორდით, ამ დროს გულში ვფიქრობ – რატომ? ნიშნის მოგებით რომ მეკითხებიან – უი, სალომე, ჩამოხვედი, რატომ ხარ მარტო?.. არ შეიძლება, მარტო ჩამოვიდე თბილისში? სამწუხაროდ, ასეთი ადამიანებიც არსებობენ, მაგრამ ისინი ისევ საკუთარი თავისთვის აკეთებენ ცუდს. ერთი დღე თუნდაც შორიდან რომ შემოგვხედონ როგორ ვცხოვრობთ, არ მგონია, ჭორაობის სურვილი გაუჩნდეთ. ჩვენს ურთიერთობას ისიც ეხმარება, რომ უცხოეთში ყველაფერში ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული.
– მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო წყვილი ხართ და თქვენ მიმართ ადამიანების კეთილგანწყობა საკმაოდ დიდია.
– ნამდვილად ასეა, თუმცა არ ვიცი, რატომ. ხშირად ვკითხულობ ინტერნეტში. ძალიან მსიამოვნებს, რომ კეთილგანწყობა საკმაოდ დიდია.
– ალბათ, ჭორებზე ადრე უფრო ღიზიანდებოდი.
– ახლა აღარ მაქვს რეაქცია. ახლობლები ამბობენ, სალომეს არ ვუთხრათ, ნერვები არ მოეშალოსო. რაზე უნდა მომეშალოს ნერვები. სიტყვაზე, რომ ამბობენ – ზურამ სალომე სცემაო, მართლა რომ ვეცემე, მომეშლებოდა ნერვები, ვაიმე, გაიგეს-მეთქი, მაგრამ როცა ტყუილია, რატომ უნდა მომეშალოს ნერვები? ეს გამორიცხულია.
– ყოველთვის გემოვნებიანად გაცვია. თუ გაქვს ადგილები, სადაც მიდიხარ და ყიდულობ სამოსს? ზურასთვის გარდერობის შერჩევაში, ალბათ, შენ უფრო ერევი, ვიდრე ის.
– მე ვერევი ზურას ჩაცმულობაში, ის – არა. ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად რომელიმე ბრენდების სამოსი უნდა ჩავიცვა, ან ჩემი ადგილები მაქვს. ხშირად ვყიდულობ ჩვეულებრივ მაღაზიებში ტანსაცმელს. ვერ ვიტყვი, რომ ჩაცმაზე ბევრს ვფიქრობ, რა თქმა უნდა, თუ ქორწილში ან სადმე ასეთ ადგილას არ მივდივარ.
– არ უკვირთ ინგლისში სამი შვილის დედა რომ ხარ და თან, ისე კარგად გამოიყურები?
– ჩემს ასაკს რომ იგებენ, იცი, როგორ უკვირთ, ამიტომ ვიტყუები, 35 წლის ვარ-მეთქი. მეზარება ახსნა, შეცხადებების მოსმენა. მათთვის 17 წლის ასაკში ბავშვის გაჩენა პათოლოგიაა. სკოლაში, ტასუნა სადაც დამყავდა, ყველა მშობელი 40 წლის ზევით იყო. რომ იცოდნენ, უფროსი შვილიც მყავდა, გიჟდებოდნენ.
– დათუნა ძალიან ნიჭიერი გყავს, თან როგორ უყვარს შენთვის სიურპრიზების გაკეთება.
– დათუნა ნიჭიერია და თან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჭკვიანი ბავშვიც არის, კარგად სწავლობს. თავის ასაკთან შედარებით ბევრი რამ იცის და ბევრი წიგნიც აქვს წაკითხული. ძალიან მიხარია. გოგონები პატარები არიან, ტასუნა პირველ კლასშია, ნიტა ბაღში დადის. გიჟდებიან ერთმანეთზე.
– შენი და, თათული, იდეებისა და შენთვის სიურპრიზების გენერატორია.
– უკვე ურეკავენ, თათული, იმის დაბადების დღეა და რა ვქნათო. ისიც უცებ უგეგმავს ყველაფერს. იმდენი ვიტირე, ჩემს დაბადების დღეზე ვიდეო რომ გამიკეთეს და ვნახე.
– ის, რომ ასეთი ადამიანები გყავს გვერდით, დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეში დაგეხმარებოდა.
– სულ ვფიქრობ, რომ არა ჩემი და, ჩემი სამეგობრო, არ ვიცი, რა იქნებოდა. როგორ კარგადაც არ უნდა იყო მატერიალურად, ფიზიკურად, თუ არ გყავს კარგი მეგობრები, ცოდო ხარ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები მყავს გვერდით.
– თუ აპირებ მუშაობის დაწყებას, შენი საქმის წამოწყებას?
– ჯერჯერობით არა. თურქეთში გადავდივართ, თან როცა შვილები გყავს, უნდა მიხედო მათ. ვერ ვიქნები მთელი დღე გარეთ. სამაგიეროდ, ეს პერიოდი კარგად გამოვიყენე, ლონდონში სენ-მარტინში დავამთავრე ფეშენ დიზაინერ მარკეტინგისა და ფეშენ სტაილინგის ფაკულტეტი. ცოტა თბილისშიც დაწყნარდეს ყველაფერი, გაერკვნენ რა უნდათ და მერე მეც  დავიწყებ თბილისიდან ჩემს საქმეს, დიზაინერობას.

скачать dle 11.3