კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის არ კარგავს ანი გიუნტერი ძვირფას დროს და რატომ ვერასდროს ვეღარ დაჯდება ის ცხენზე



„რუსთავი 2-ის” დილის გადაცემის ჟურნალისტს, ანი გიუნტერს საკმაოდ აქტიური ცხოვრება აქვს. როგორც თავად აღნიშნა, მისი ცხოვრების სტილი ისევე თავისუფალია, როგორც ქალაქი ბერლინი. მიუხედავად იმისა, რომ ანი წარმოშობით გერმანელია, გერმანული ენა რამდენიმე წლის წინ ისწავლა. ბავშვობიდან უკრავს ვიოლინოზე, იყო კვარტეტის წევრი და 14 წლიდან საკუთარი შემოსავალიც ჰქონდა.
– როგორია შენი ცხოვრების სტილი?
– ჩემი ცხოვრების სტილი ისეთივე თავისუფალია, როგორც ქალაქი ბერლინი. ძალიან მინდა, იქ გამგზავრება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი მიემგზავრება და ვკვდები, ისე მშურს. თუმცა, ზოგადად შური არ არის ჩემი ცხოვრების სტილი. ჩემთვის მთავარია, რაც შეიძლება, მეტი პოზიტიური ენერგია, რომელსაც ვცდილობ,  სხვადასხვა გზით შევისრუტო – იქნება ეს კარგი მუსიკა, კარგი ხალხი თუ კარგი ამინდი.
– ანუ, ცხოვრობ აქტიური ცხოვრების წესით?
– იმდენად აქტიური სტილი მაქვს, პასიური დასვენების დროსაც კი ვიღლები. სახლში ყოფნა, დასვენება და დიდხანს წამოწოლა, ჩემი აზრით, უკვე დეპრესიის ნიშნებია. თუმცა, როგორც კი დეპრესია შემოგიტევს, შენც იქით უნდა შეუტიო. დეპრესიის გამო დროის დაკარგვა არ მინდა. როცა 16-17 წლის ვიყავი, ვფიქრობ, მქონდა იმის საშუალება, თუნდაც, რაღაცაზე მენერვიულა, განმეცადა და დრო მეგობართან საათობით ჭორაობაში დამეკარგა. გავიდა ხანი და შემდეგ ცხოვრების სტილი, რა თქმა უნდა, შეიცვალა. შეიცვალა პრიორიტეტები, რაც იმას ნიშნავს, რომ დროის განაწილება უფრო სწორად ხდება. ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება.
– ბავშვი რა ხნის გყავს?
– მაშიკო წლის და 3 თვისაა. ბავშვთან ერთად მეც ძალიან ბევრ ისეთ რამეს ვსწავლობ, რაზეც ადრე არც მიფიქრია. ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, რასაც 100 პროცენტით ვეთანხმები, „უყურეთ ბავშვებს და ისწავლეთ მათგან ცხოვრების სტილი.” ბავშვები არიან ადამიანები, რომლებიც გასცემენ ისე, სანაცვლოდ არაფერს ითხოვენო.
– სამსახურიდან გამომდინარე, ალბათ, გაქვს იმის უკმარისობაც, რომ ბავშვთან ბევრ დროს ვერ ხარჯავ.
– 24 საათი მხოლოდ ბავშვთან რომ ვიყო, კარგი იქნება, მაგრამ ამას თავის პლუს-მინუსიც აქვს. ამ ასაკში არა, მაგრამ ცოტა მოზრდილ ასაკში, ბავშვმა უნდა იგრძნოს ის დამოუკიდებლობა, რომელიც თუნდაც მე მაგრძნობინეს ჩემმა მშობლებმა. ადამიანმა თვითონ უნდა გაიკვლიოს გზა. მაგალითად, მე ისე ჩავაბარე უმაღლესში, რომ დედაჩემს პასპორტიც არ მიუტანია. არც მომზადების ფული გადაუხდია ვინმეს. კონკურსში გამარჯვებით მოვიპოვე ის ფული, რითიც მოვემზადე ორ კვირაში და ჩავაბარე. ჩავაბარე კონსერვატორიაში. მევიოლინე ვარ. საკუთარი შემოსავალი 14 წლის ასაკიდან მქონდა, რადგან კვარტეტში ვუკრავდი და სხვადასხვა კონცერტს ვმართავდით. ძალიან ბედნიერი ვიყავი თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი შემოსავლით შემეძლო, სასურველი კაბის ან სხვა რაიმე ნივთის შეძენა. სხვათა შორის, საკუთარი ფულით შეძენილი კაბა მეცვა, როცა სერიალის ქასთინგზე მივედი. ალბათ, ამიტომაც აღმოჩნდა ის ცისფერი კაბა ფეხბედნიერი და იღბლიანი. ზუსტად მახსოვს 35 ლარი ღირდა, რაც არცთუ ისეთი იაფი იყო იმ დროისთვის, სხვათა შორის.
– თუ რაღაც არ გამოგდის, კიდევ იბრძვი მიზნის მისაღწევად თუ თავს ანებებ?
– არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ ასეთი თვისება მაქვს: როცა შენ რაღაცას ებრძვი, ისიც გებრძვის. როგორც კი, რაღაც არ გამოდის და იფიქრებ, იქნებ, რამეს სწორად არ ვაკეთებო, ცოტა ხნით გადადებ და სხვა კუთხით შეხედავ, მერე გამოსავალი თითქოს თავისით მოდის. უნდა გქონდეს ჯანსაღი ამბიცია, მაგრამ ხანდახან ისიც უნდა დაუშვა, რომ შეიძლება, ცდებოდე.
– მთელმა საქართველომ ნახა, როცა პირდაპირ ეთერში ცხენიდან გადმოვარდი. ამ ინციდენტის მერე კიდევ დაჯდები ცხენზე?
– ცხენზე ვეღარასდროს დავჯდები. თავიდან ასეთი სერიოზული ტრავმა არ ჩანდა, მაგრამ რეალურად სამი მალა მაქვს გაბზარული და თითის მყესი გაწყვეტილი. საბედნიეროდ, ინგა ნიჟარაძის მალამოს წყალობით, მართლა საოცარ შედეგს მივაღწიე. დღეს არ მაქვს წელის პრობლემა და თითიც აღმიდგა ნელ-ნელა. ძნელი დასანახი არ იყო ის, რომ ორი მეტრის სიმაღლიდან მიწას თავით დავენარცხე. ვფიქრობ, გამიმართლა, რადგან ნორმები რომ არ იყო დაცული, მგონი, ამას თქმაც არ სჭირდება. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ის, რაც იყო, პირდაპირ ეთერში გამოჩნდა. არ მაქვს უფლება ამას რამე დავამატო ან ვინმე დავადანაშაულო. ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა და სწორედ ამაშია ყველაფრის ხიბლიც და ნაკლიც. ყველაფერი ჩანს ისე, როგორც ხდება. ამიტომ, მე ვერც საკუთარ თავს დავადანაშაულებ და ვერც სხვას. ალბათ, ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალია დაადანაშაულო ცხენი, რომელსაც არ აქვს ლაპარაკის უფლება. მეც ცხენს მივბაძავ და გავჩუმდები. ღმერთს მადლობა, რომ მართლა ძალიან დიდ ტრავმას გადამარჩინა.
– ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რაზე არ იტყვი უარს არასდროს?
– შეძენილი არ არის ისეთი მყარი. ცხოვრების წესი გიყალიბდება მაშინ, როცა უყურებ მშობლებს. ცხოვრების წესი რა არის? მარტივად რომ ვთქვა, ბავშვობიდან არასდროს ვჭამდი ქუჩაში ნაყიდ, გამომცვარ ხაჭაპურს. ვარ ადამიანი, რომელსაც ვერ ვიტყვი, რომ არ გაუსინჯავს, მაგრამ არ მიყვარს ფერადი კანფეტები. არასდროს მიყიდია ფერადი გაზიანი სასმელი. რა უნდა თქვა იმ ადამიანზე, რომლის საყვარელი კერძი ყვავილოვანი კომბოსტოა. ეს იმიტომ, რომ კანისთვის კარგია. სიგარეტს არ ვეწევი და არასდროს მოვწევ. ყავასაც არ ვსვამ. ამ ყველაფრით კანს ვუფრთხილდები. ბავშვობიდან დედაჩემი დილით იმას მიმზადებდა, რაც სხვებისთვის მიუღებელია. პირობითად, იმ კერძს სილამაზის სალათა ჰქვია.
– და რისგან შედგება შენი სილამაზის სალათა?
– მაწონში არეული შვრია, ვაშლიც უხდება ძალიან და თხილიც ახალისებს.
– ყოველთვის ხვდები, როდის არის ადამიანი შენ მიმართ გულწრფელი?
– არა და არც ვცდილობ, ჩავუღრმავდე. ადრე ძალიან ბევრ დროს ვკარგავდი ამ ყველაფერში. ახლა კი ძალიან ჯანსაღად ვუყურებ იმას, რომ ვიღაც ბოროტია და ვიღაც კეთილი. ბოროტი ადამიანი საცოდავია, რადგან თავის თავს ჭამს შინაგანად. ამიტომ, ჩემი კეთილი რჩევაა, ნუ შეგშურდებათ იმ ადამიანების, რომლებსაც თქვენი შურთ, უპასუხეთ მათ ღიმილით. ერთი რამ ვისწავლე, არავინ მოუშვა იმდენად ახლოს, რომ ცუდი ენერგეტიკა მოგახვიოს. ძალიან ბევრი ადამიანი ტკბება იმით, რომ ცუდს გახვევს თავს და სანამ არ გაიზიარებ და შენც არ აგეტირება, არ შეგეშვება. ჟურნალში რომ დამბეჭდეს ერთმა გოგომ მოისროლა, აქაც ეს არისო! ხალხი გამარჯობას აღარ მეუბნებოდა. მაშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა შეწყვიტა ჩემთან კონტაქტი. მახსოვს, როცა ტირილით მივედი ჩემს უფროს მეგობართან და მოვუყევი, არ მეხმარებიან საქმე რომ ამეწყოს და ასე შემდეგ-მეთქი. მიპასუხა, რატომ გგონია, რომ უნდა დაგეხმარონო. მეც ჯანსაღად მივიღე ეს ყველაფერი და შევეგუე იმას, რომ ყველას არ უხარია შენი წარმატება. ჭირის დროს ხომ უნდა გამოსცადო ადამიანი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პირიქით არის. როცა კარგად ხარ, მაშინ უნდა დაინახო, ვინ გიდგას გვერდით და ვის უხარია შენი კარგი. საბედნიეროდ, მე ისეთი მეგობრები მყავს, ყველა შემთხვევაში გვერდით მიდგანან. არიან ადამიანები, რომლებსაც ჭირის დროს უფრო სიამოვნებთ შენთან კონტაქტი.
– ვიოლინოზე უკრავ, ალბათ, ბავშვობაში ძალიან ბევრს მეცადინეობდი.
– კი, მაგრამ უფრო ბევრი რომ მემეცადინა, გაცილებით მეტს მივაღწევდი.
– ვიოლინოზე ბევრი არ უკრავს და ალბათ, ამითაც გამოირჩევი. დღეს ვიოლინო თითქოს მოდურიც გახდა, რადგან ბევრი არ არის მევიოლინე.
– სხვათა შორის, ყოველთვის გამოვირჩეოდი ამ მხრივ. ხშირად გამიგია, უთქვამთ, ეს გოგო ვიოლინოზე უკრავსო. ვიოლინოს გარდა, მინდოდა, სხვა პროფესიაც მქონოდა და ეთქვათ, მარტო ვიოლინოზე კი არ უკრავს, სხვა რამეც შეუძლიაო. ამიტომ, ჩემით შევისწავლე გერმანული ენა და მერე ვთარგმნიდი კიდეც. რაც შეეხება ვიოლინოს, ესეც ცხოვრების სტილი იყო. ვერ ვიცვამდი მოკლე კაბას, რადგან როცა ვიოლინოზე უკრავ, ტანსაცმელიც უნდა გიწყობდეს ხელს. გაპრანჭვის ნაკლებობას მაშინ სერიალში ვივსებდი.
– ვიოლინოზე, ალბათ, ბევრს უკრავდი. წარმომიდგენია, შენი მეზობლები რა დღეში იყვნენ.
– საკუთარ სახლში ვცხოვრობ და ამიტომ ვიოლინოზე დაკვრით ხელს არავის ვუშლიდი. თუმცა, მეზობლებმა ყველაზე კარგად იცოდნენ მაშინ ჩემი რეპერტუარი.
– რაზე ოცნებობს დღეს ანი გიუნტერი?
– ანი ოცნებობდა, მაგრამ დღეს მიზნები აქვს, რომლის განსახორციელებლად გეგმები დააწყო. ხშირად უნდა იოცნებო იმისთვის, რომ დაისახო მიზნად ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია. ისეთ ოცნებებშიც შეიძლება, გადავარდე, რომელიც არარეალურია. ამიტომ არის ოცნება, რომ რეალობას ცოტა მოსწყდე, თუმცა ოცნებებიც ხდება. ნატვრას წინ რა უდგას?

скачать dle 11.3