კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბაქტერიოლოგიური იარაღის გავრცელების რა მეთოდებს იყენებენ სპეცსამსახურები და ტერორისტული ორგანიზაციები და რით ჰგავს ბაქტერიოლოგიური იარაღის მოქმედებას ეკოლის ინფექცია



მართალია, ჯერჯერობით ამის შესახებ ხმამაღლა არავის უთქვამს, თუმცა ევროპაში ნაწლავური ინფექციის გავრცელება (იმის გათვალისწინებით, რომ დაზუსტებით ვერც გავრცელების წყარო აღმოაჩინეს და ვერც მკურნალობის მეთოდს მიაკვლიეს), ასოციაციურად ბაქტერიოლოგიურ იარაღს გაგახსენებს. ბუნებრივია, ჩვენი კომპეტენცია არასაკმარისია ამ საკითხის გამოსაკვლევად (არასრულად ინფორმირებულობის გამო), თუმცა ბაქტერიოლოგიური იარაღის თავისებურებებზე ინფორმაციის მოპოვება რთული არ არის. რას წარმოადგენს ბაქტერიოლოგიური იარაღი და რატომ არის ის განსაკუთრებით საშიში? – ამ საკითხებს  ბესო ალადაშვილი განგვიმარტავს.
–  ბიოლოგიური, იგივე ბაქტერიოლოგიური იარაღი, ესაა სპეციალურად „გაწვრთნილი” ბაქტერიების, ვირუსების, სოკოებისა და მათი გავრცელების ტექნოლოგიების ერთობლიობა. ის გაცილებით საშიშია, ვიდრე დღემდე არსებული სხვა მასობრივი განადგურების საშუალება, იქნება ეს ბირთვული თუ ქიმიური იარაღი.
–  როგორ ავრცელებენ?
–  ის, ფაქტობრივად, შეიძლება, გავრცელდეს ნებისმიერი გზით: სასუნთქი ორგანოებიდან, კანიდან, მწერებისა და მღრღნელების ნაკბენიდან და ასე შემდეგ. ამ უხილავ, უსუნო და ყოველმხრივ ფარულ იარაღს შეუძლია ეპიდემიის გამოწვევა და მილიონობით ადამიანის დაავადება. სასიკვდილო ბაქტერიებისა და ვირუსების ფარულად გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ: გადმოასხურებენ თვითმფრინავებიდან, ან გადმოაგდებენ კონტეინერს, რომელშიც ვირუსებით დაავადებული მღრღნელებია მოთავსებული. დედამიწაზე დაცემის შედეგად კონტეინერი იმსხვრევა, თაგვები და ვირთხები გარბიან და სასიკვდილო ვირუსებს ირგვლივ ავრცელებენ. ამავე დროს არსებობს ბიოიარაღის გავრცელების უფრო თანამედროვე საბრძოლო ტექნოლოგიებიც, კერძოდ, ბაქტერიოლოგიური რაკეტები, საავიაციო და საარტილერიო ჭურვები და სხვა. სპეცსამსახურებისა და ტერორისტების საყვარელი სამიზნე ხალხმრავალი ადგილებია: მეტრო, ბაზარი... სადაც იოლია სასიკვდილო ვირუსის ფარულად გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს მიიღო ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის განადგურებისა და წარმოების აკრძალვის კონვენცია, დღესაც ბევრი ქვეყანა არა მარტო აგრძელებს სამეცნიერო კვლევებს ამ მიმართულებით, არამედ საიმედოდ ინახვს ძველს და ფარულად ქმნის ახალ ბიოიარაღს. მათი მიზანია, მოწინააღმდეგის არა მარტო ცოცხალი ძალის მწყობრიდან გამოყვანა, არამედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, პირუტყვისა და ნათესების განადგურებაც.
– როდის დაიწყო ამ იარაღის გამოყენება, ანუ როდის შექმნეს ის?
– ბიოლოგიურ იარაღს ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში იყენებდნენ და მაშინდელი მეთოდებიც იმ  დროის შესაფერი იყო. ალყაშემორტყმულ ციხე-ქალაქებში ტიფით ან ციმბირის წყლულით გარდაცვლილი ადამიანის ან ცხოველის გვამს გადაისროდნენ. ამგვარი ბიოლოგიური შეტევა ციხის დამცველებში, პანიკასთან ერთად, სასიკვდილო ვირუსის გავრცელებასაც იწვევდა.
 მომდევნო საუკუნეებში ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელების მეთოდები და ტექნოლოგია უფრო დაიხვეწა. დღეისთვის ცნობილია ბიოლოგიური იარაღის გამოყენების რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა, რომლებიც ქრონოლოგიურად შემდეგნაირად ლაგდება: 1916 წელს, როდესაც პირველმა მსოფლიო ომმა აპოგეას მიაღწია, კაიზერის  გერმანიის სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს, მტრის წინააღმდეგ ბიოიარაღი გამოეყენებინათ. ამ ოპერაციაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც იღებდნენ მონაწილეობას.  ერთ დღეს ესპანეთში გერმანიის ელჩმა მაქსიმილიან ფონ რატიბორმა ბერლინიდან ძალზე საინტერესო ამანათი მიიღო. ეს იყო ლამაზად შეფუთული საპონი. მხოლოდ ელჩმა და რამდენიმე პიროვნებამ იცოდნენ, რომ ამ საპნების შიგნით მინიატურულ მინის სინჯარებში გერმანიის სამხედრო-ვეტერინარულ აკადემიაში გამოყვანილი ციმბირული წყლულის ბაქტერიები იყო მოთავსებული. გეგმის თანახმად, არგენტინასა და ამერიკაში მოქმედ გერმანიის აგენტებს ამ სასიკვდილო ბაქტერიებით უნდა დაეავადებინათ ის ცხენები და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც ინგლისსა და საფრანგეთში უნდა გაეგზავნათ. მაგრამ დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის პოლიციის ყურადღების წყალობით, ეს ოპერაცია ჩაიშალა. თუმცა გერმანიის სპეცსამსახურები მაინც არ ისვენებდნენ. ერთი წლის შემდეგ, 1917 წლის იანვარში, ფინეთისა და შვედეთის საზღვართან, დააკავეს „ტურისტების” ჯგუფი, რომლებსაც გერმანელი ბარონი ოტო კარლ ფონ როზენი ხელმძღვანელობდა. მალევე გაირკვა, რომ მათ სურდათ, ციმბირული წყლულის ვირუსი გაევრცელებინათ ირმებში. „ბიოლოგიურ დივერსანტებს“ თან აღმოაჩნდათ ამ სასიკვდილო ვირუსით მოწამლული შაქრის ნატეხები, რომლებიც თავის მხრივ, ხორცის კონსერვის ქილებში იყო მოთავსებული. სპეცოპერაციის მიხედვით, შაქრის ნატეხები იმ შინაური ირმებისთვის უნდა დაეყარათ, რომლებსაც მარხილებით რუსეთში გადაჰქონდათ ინგლისური იარაღი. ზამთრის პერიოდში ეს იყო ერთადერთი მარშრუტი, რომლითაც დიდი ბრიტანეთი რუსეთს საბრძოლო მასალებსა და იარაღს აწვდიდა.
1930-იან წლების დასაწყისში ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებით თავი იაპონიამ გამოიჩინა. ამ ქვეყნის ავიაციამ ჩინეთის ქალაქებსა და სოფლებში რამდენჯერმე ჩამოყარა შავი ჭირის მატარებელი რწყილებით დაავადებული ხორბალი და ბრინჯი. სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, იაპონელები ბაქტერიოლოგიურ ექსპერიმენტებს ადამიანებზეც ატარებდნენ. კერძოდ, მანჯურიის ტერიტორიაზე მოქმედებდა ორი საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ცდებს ჩინელ ტყვეებზე ატარებდნენ.
– თუკი სახელმწიფოები იყენებდნენ და, ალბათ, იყენებენ ამ სასტიკ იარაღს, წარმომიდგენია, როგორ გამოიყენებენ მას ტერორისტული და რადიკალური დაჯგუფებები. მათ მიუწვდებათ ხელი ბაქტერიოლოგიურ იარაღზე?
– მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში საერთაშორისო ორგანიზაციები, უპირველესად კი გაერო, ცდილობდნენ, აეკრძალათ მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება, შენახვა და გამოყენება. ამიტომაც, თითქმის ყველა დიდი ქვეყანა ბიოლოგიური იარაღის შექმნის გეგმებსა და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს მაქსიმალურად ასაიდუმლოებდა. თუმცა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება ისე შორს წავიდა, რომ ცალკეულ ადამიანებს ან რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს უკვე მიუწვდებათ ხელი ბიოლოგიური იარაღის წარმოებაზე ან შეძენაზე.  ერთ-ერთმა პირველმა საგანგაშო ზარმა 1972 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოჰკრა. მემარცხენე რადიკალურმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, „საზიზღარი” ამერიკელი კაპიტალისტების ერთიანად გაწყვეტა. ამ „დიადი” მიზნის მისაღწევად, მათ დაამუშავეს სასმელი წყლის რეზერვუარებისა და სახნავ-სათესი ფართობების ტიფის, ციმბირის წყლულის, დიზენტერიისა და სხვა მიკრობებით მოწამვლის დეტალური გეგმები. ფართომასშტაბიანი ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით. ტერორისტების ნაწილი დააკავეს, ნაწილმა კი კუბელ დიქტატორ ფიდელ კასტროსთან მოასწრო გაქცევა.
 – თუ არის ცნობილი დაზუსტებით, რომელ რადიკალურ დაჯგუფებებს მიუწვდებათ ხელი ბაქტერიოლოგიურ იარაღზე?
–  2006 წლის ზაფხულში ისრაელს ლიბანის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ჯერ დაწყებული არც ჰქონდა, როდესაც ღაზას სექტორში დაბანაკებულმა პალესტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ალ-აქსას მოწამეთა ბრიგადებმა” ათასობით პროკლამაცია გაავრცელა. ეს ფაქტი შეიძლება, ისრაელის მიმართ მორიგ შანტაჟად და შეშინების მცდელობად ჩაგვეთვალა, რომ არა ამ პროკლამაციებში გამოთქმული მუქარა. ეს ექსტრემისტები ირწმუნებიან, რომ მათ, სამწლიანი შეუპოვარი შრომის შედეგად, ხელთ აქვთ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ოცზე მეტი სახეობა. ტერორისტები იმუქებიან რომ, თუ ისრაელი გაბედავს და ღაზას სექტორში ჯარს შეიყვანს, მაშინ ისინი ირანულ რაკეტებს: „კასამებს” ამ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღით აღჭურვავენ და დაბომბავენ ისრაელის ტერიტორიას. ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საყოველთაოდ ცნობილი სახიფათო თვისებაა ის, რომ მათი მოქმედებების მასშტაბები გამოყენების რადიუსზე გაცილებით ფართოა. ამიტომ ამ სახის იარაღით ისრაელის შესაძლო დაბომბვა უმძიმეს შედეგებს მოიტანს, როგორც მის მეზობელ ქვეყნებში, ასევე, მთლიანად ახლო აღმოსავლეთში. მსხვერპლი უმთავრესად მშვიდობიანი მოსახლეობა იქნება.
– ბაქტერიოლოგიური იარაღი ჰქონდა საბჭოთა კავშირსაც და ახლა ექნება რუსეთს. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
– ყველაფერი 1926 წელს დაიწყო, როდესაც წითელი არმიის სამხედრო-ქიმიური სამსახურის სტრუქტურაში გასაიდუმლოებული სპეცლაბორატორია შეიქმნა. სტალინის პირადი დავალებით, საიდუმლო სამუშაოები განსაკუთრებით 1928 წლიდან გააქტიურდა. რამდენიმე წელიწადში პირველი საბჭოთა ბიოლოგიური იარაღიც შეიქმნა. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს კვლევები საწყისშივე შემტევ და არა, თავდაცვით ხასიათს ატარებდა. ცნობილი რუსი მეცნიერის, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლევ ფიოდოროვის მტკიცებით სტალინმა ბიოლოგიური იარაღი 1942 წელს პაულიუსის არმიის წინააღმდეგ გამოიყენა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა ბიოლოგიური იარაღის წარმოება და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ძალზე გაფართოვდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც საბჭოთა დიქტატორი „ცივ ომში” გამარჯვებას ყველანაირი ხერხით გეგმავდა. ქალაქი სვერდლოვსკი ბიოიარაღის კვლევებისა და წარმოების ცენტრად იქცა. მიწისქვეშა ბუნკერებში განთავსებული იყო საიდუმლო ლაბორატორიები და საწარმოო საამქროები. შეიქმნა ერთიანი კომპლექსი, რომელიც ოფიციალურ მიმოწერაში მე-19 სამხედრო ქალაქად მოიხსენიებოდა. ვირუსოლოგიისა და ტოქსინების მიმართულებით მუშაობდა ქალაქ ზაგორსკში მდებარე საიდუმლო ინსტიტუტი –  „ზაგორსკი-6“. 1960-იანი წლების დასწყისში საბჭოთა სამხედრო-ბიოლოგიური პოტენციალი  ძირითადად სამ ქალაქში იყო თავმოყრილი. სვერდლოვსკში ბაქტერიების „მოთვინიერებასა” და მის საბრძოლო ბიომასად ფორმირების დანადგარებზე  მუშაობდნენ. კიროვში შავი ჭირის შტამები გამოჰყავდათ, ხოლო ზაგორსკში „შავი ყვავილის” ბაქტერიებს ზრდიდნენ. ასე რომ: საბჭოთა კავშირს ბიოლოგიური იარაღის რაოდენობითა და მრავალფეროვნებით ვერავინ წაართმევდა ლიდერობას. 1987 წლისთვის საბჭოთა კავშირში ბიოლოგიური იარაღის წარმოების საიდუმლო პროგრამებზე მუშაობდა ათამდე ინსტიტუტი და ლაბორატორია, სადაც 15 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა ბიოიარაღის სამრეწველო ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შექმნაზე. მაგალითად, „ზაგორსკ-6-ში“ 1980-იანი წლების ბოლოს „ყვავილის” მიკრობების 20-ტონიანი მარაგი ჰქონდათ. სვერდლოვსკის საიდუმლო ლაბორატორიებში კი ყოველწლიურად 200 კილოგრამამდე „სუპერ შავი ჭირის” ბაქტერიები შეეძლოთ, ეწარმოებინათ, რაც საკმარისი იყო 5 მილიონი ადამიანის გასანადგურებლად. 1989 წელს ლონდონში გაიქცა საფრანგეთში სამეცნიერო მივლინებაში მყოფი ლენინგრადის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვლადიმერ პასეჩნიკი, რომელმაც საბჭოთა ბიოიარაღის მთელი საიდუმლო ბრიტანელებსა და ამერიკელებს გადასცა.
– ამერიკაში როგორ ვითარდებოდა ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნა?
– ამერიკის შეერთებულ შტატებშიც სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი-საწარმოო სამუშაოები განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გააქტიურდა. ამის მიზეზად ამერიკის ხელისუფლებაც, საბჭოთა პოლიტბიუროსი არ იყოს, „ცივ ომს” ასახელებდა. 1975 წელს პრეზიდენტმა ფორდმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობის შემსწავლელი კომისიები შექმნა. ერთ-ერთ კომისიას სენატორი ჩერჩი ხელმძღვანელობდა. საიდუმლო დოკუმენტების შესწავლის შემდეგ სენატორების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ერთი, განსაკუთრებით საიდუმლო ოპერაცია, ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნას ეხებოდა. გაირკვა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გეგმავდა კონგოს (ამჟამად ზაირის) ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელის, პატრის ლუმუმბას ლიკვიდაციას ბაქტერიების გამოყენებით. მომწამვლელი საშუალებები ლუმუმბას საჭმელში უნდა ჩაეყარათ ან მის კბილის პასტაში მოეთავსებინათ, თუმცა ეს პოლიტიკური მკვლელობა ვერ შედგა. ეჭვგარეშეა, რომ ამერიკელები ამის შემდეგაც აგრძელებდნენ ამ მიმართულებით სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო საქმიანობას. თუმცა ერთმა შემთხვევამ, როგორც ოფიციალური ინფორმაციით გავრცელდა, წერტილი დაუსვა ამერიკაში ბიოიარაღის შექმნის სამუშაოებს.
 1969 წელს აშშ-ის ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიიდან შემთხვევით გამოტანილმა ბაქტერიებმა, ახლო მცხოვრები ფერმერის ცხვრის ფარა დაასნეულა და ერთიანად ამოწყვიტა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, ამერიკის კონგრესმა ოფიციალურად აკრძალა ბიოლოგიური იარაღის წარმოებაზე მუშაობა. თუმცა რუსეთის ოფიციალური მასმედია დღესაც თავგამოდებით იმეორებს „კაგებეში“ თითქმის ოცდაათი წლის წინ შექმნილ ერთ დეზინფორმაციას, რომ, თითქოს 1980 წელს ამერიკამ კუბის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა, რასაც დიდი მატერიალური ზარალი მოჰყვა. ამ ვერსიის თანახმად, ამერიკის დაზვერვას შეუსწავლია რა, კუბის ეკონომიკა, დაუდგენია, რომ ძირითად საექსპორტო შემოსავლებს ფიდელ კასტროს რეჟიმი შაქრის ლერწმისა და ღორის ხორცის ექსპორტით იღებდა. ამიტომაც აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს კუბაზე ფარულად გაუვრცელებია ღორისა და შაქრის ლერწმის ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიები. „კაგებესა“ და კუბის სპეცსამსახურის მტკიცებით, ამერიკელებმა მომაკვდინებელი ბაქტერიებით დაავადებული კოღოები ჰავანის აეროპორტში გაუშვეს. ამის შედეგად, როგორც ამ ვერსიის აქტიური მხარდამჭერები აცხადებენ, კუბაში ღორები სულ გაწყვეტილა, ხოლო შაქრის ლერწმის მოსავლის 80 პროცენტი განადგურებულა. მეორე მხრივ, მაგალითად, ალიბეკოვი, რომელიც ამერიკაში გაიქცა და მათ გაუმხილა ყველა ის საიდუმლო პროგრამა, რომელზეც თავად მუშაობდა ან ინფორმაცია ჰქონდა, ამტკიცებდა, რომ საბჭოთა სამხედროებმა ავღანეთის ომის დროს ბაქტერიოლოგიური იარაღი გამოიყენეს.
 – ამჟამად თუ მოქმედებს ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები რუსეთში?
– პროფესორ ლევ ფიოდოროვის ინფორმაციით, რუსეთში ვლადიმირის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში, დღესაც მოქმედებს საიდუმლო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მოწინააღმდეგის პირუტყვის, ძირითადად, ძროხებისა და ღორების, დაავადების გამომწვევი ბიოიარაღის შექმნაზე მუშაობს. რუსი მეცნიერები ცდილობენ, ისე „გამოზარდონ” ბაქტერიები, რომ, აცრის მიუხედავად, ნებისმიერ ორგანიზმში შეიჭრნენ და იმუნური სისტემა დაარღვიონ. 
 ამასთან, ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების სპექტრი ძალზე გაფართოვდა. მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ნათესებისა და პირუტყვის განადგურების „პროზაული” მიზნების მიღწევის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა მეცნიერებს უფრო რთული ამოცანები დაუსახეს. ამჟამად რუსეთში განსაკუთრებით გასაიდუმლოებულია კვლევები, რომლებიც მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის ან საწვავის „შემჭმელი” ბაქტერიებისა და ვირუსების გამოყვანას ისახავს მიზნად.  წარმოიდგინეთ, უხილავი, „დამშეული” ბაქტერიები მადიანად ნთქავენ  ტანკის ელექტროიზოლაციას და მოკლე ჩართვას მომენტალურად გამოჰყავს მწყობრიდან საბრძოლო მანქანის მთელი ელექტრობა და ჩნდება ხანძარი. ან კიდევ ავზი, რომელშიც საწვავი იყო, უცბად წყლით აღმოჩნდება სავსე. ნუ გაგიკვირდებათ, ესეც ბაქტერიების დამსახურება შეიძლება აღმოჩნდეს. ეს სიუჟეტები არ არის ნასესხები რომელიმე ფანტასტიკური ჟანრის ნოველიდან –  სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული საიდუმლო სამეცნიერო კვლევები დღესაც მიმდინარეობს.
– თუ არის შესაძლებელი ბაქტერიოლოგიური იარაღით ამ ტიპის ინფექციის გამოწვევა, რაც ევროპაშია, ბუნებრივია, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს?
– ინფორმაცია მართლაც მწირი გვაქვს სერიოზული დასკვნებისთვის. მაგრამ წინასწარგანზრახული ბაქტერიოლოგიური დივერსია ნაკლებად სავარაუდოა.
– იმიტომ რომ მსხვერპლი მეტი იქნებოდა?
– უბრალოდ ამ შემთხვევაში ის ქვეყანაც არ არის დაზღვეული, რომელიც ამას გააკეთებს.
– თუ ის ქვეყანა ძალიან შორსაა?
– ეს ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ გლობალურ ეკონომიკაში მაინც ყველა დაზარალდება. ფანტაზიის დონეზე თუ განვიხილავთ, შესაძლოა, კვალს მივყავდეთ „ალ-ქაიდასკენ“ ან თალიბებისკენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ არის არავინ დაზღვეული. ჩემი აზრით, ეს უფრო ლაბორატორიული ცდების შედეგად შემთხვევით გამოჟონილი ან გამობნეული ნივთიერებების შედეგია. ერთ პატარა ისტორიას გავიხსენებ: გასული საუკუნის  80-იან წლებში, როდესაც შიდსის სიმპტომები გაჩნდა, „კაგებემ“ დეზინფორმაცია დაგეგმა და ინდოეთის მცირეტირაჟიან გაზეთში დაბეჭდა, რომ ეს ვირუსი ამერიკელებმა გაავრცელეს აფრიკაში. შემდეგ ეს გადაბეჭდა „ლიტერატურნაია გაზეტამ“, ამერიკას აბრალებდნენ და მისკენ მიჰყავდათ კვალი. ახლაც, არ არის გამორიცხული, ვიღაცამ ეს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ჩვენ კი გვგონია, რომ წინ მივდივართ, მაგრამ...
– არც ვირუსები ჩამოგვრჩებიან?
– თუ გადავხედავთ შეიარაღებისა და ჯანდაცვის ხარჯებს, ვნახავთ, რომ მათ შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. არადა შეიარაღებაში დახარჯული თანხა დაკარგული თანხაა.
–  თუ გაჟონა ვირუსმა, ხომ შეუძლიათ, მიაწოდონ ანტიდოტი?
–  მინდა, გავიხსენო რამდენიმე წლის წინანდელი ისტორია ქათმისა და ღორის გრიპებთან დაკავშირებით. თითქმის გაირკვა, რომ ამ ეპიდემიების მიზანი „ტამიფლუს“ გასაღება იყო. ასე რომ, არც ახლაა გამორიცხული, მსგავსი რამ ხდებოდეს. ეს ყველაფერი მაგონებს კომპიუტერული ვირუსების შექმნის ტექნოლოგიას: თვითონ შექმნეს, რომ შემდეგ ანტივირუსი შეექმნათ და მომხმარებელიც იძულებული გახდა, შეეძინა. არ არის გამორიცხული, ასეთი სუფთა მერკანტილური მოტივიც, რადგან, ალბათ, ერთ-ერთი დიდი მაფია მსოფლიოში ფარმაცევტული მაფიაა.

скачать dle 11.3