კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სარჩეულო პროტესტი



გაფეხსუსტებული კონსტიტუცია
რაკი ეს ჩვენი კონსტიტუცია ისეთი ელასტიკური და მოქნილია, რომ ყველანაირ უხერხულობას ერგება, საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანის გადაწყვეტილებაც დედის რძესავით შეარგეს. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება ხალხის რჩეულებმა მესამე მოსმენითაც დაამტკიცეს, იმის მიუხედავადაც, რომ დარბაზში ქვორუმი არც ყოფილა. ჩემი კოლეგები შენიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცედურისას პარლამენტის სხდომათა დარბაზში მხოლოდ 87 დეპუტატი იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც ქვორუმისთვის 100-ის ყოფნა მაინც იყო აუცილებელი. მეტიც, გადაწყვეტილება 103 ხმით მიიღეს ერთის წინააღმდეგ (თუ გული გულობს, ხმა ორი ხელითაც მიეცემაო).
ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში, რომელიც უკანასკნელ დღეებს ითვლის, მოჩვენებებმა დაისადგურეს, მიზეზი გაცილებით მარტივია: დარბაზში მყოფები არმყოფთა ბარათებით მანიპულირებენ (შესაძლოა, იმიტომ რომ კონსტიტუციაზე არანაკლებ ელასტიკურები არიან). მართალია, რეგლამენტის მიხედვით, მხოლოდ სხდომათა დარბაზში მყოფ დეპუტატს აქვს ხმის მიცემის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ დეპუტატს ეკრძალება მეორის საიდენტიფიკაციო ბარათის გამოყენება (მაგრამ, როგორც ჩანს, კოლეგებს ერთმანეთისთვის სულიც არ ენანებათ!). უფრო მეტიც, იმავე რეგლამენტით, საიდენტიფიკაციო ბარათის ამ წესის დარღვევისთვის, ბარათის სხვისთვის მიმცემ დეპუტატს პირველ ჯერზე ერთი თვის ხელფასი უნდა დაუკავდეს, მეორედ – სამი თვის, ხოლო ყოველი მომდევნო დარღვევისთვის კი – ექვს-ექვსი თვის. თუმცა, რაკი საიდენტიფიკაციო ბარათებით მანიპულირება ბევრი გვინახავს, ამის გამო ხელფასდაკავებული დეპუტატი კი – არც ერთი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხალხის რჩეულები რეგლამენტს არად დაგიდევენ. ამის მიუხედავადაც, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველო“ შეაგონებს პარლამენტის წევრებს: „მოიქცნენ კეთილსინდისიერად და პატივი სცენ როგორც კონსტიტუციას, ისე თავიანთ ამომრჩეველს“. ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ჩვენი კონსტიტუცია ერთობ მოქნილი და ელასტიკურია, შესაძლოა, საიდენტიფიკაციო ბარათებით თამაშით ეს ჩვენი ხალხის რჩეულები ამ ჩვენი იავარქმნილი კანონთა კანონის ეგზომ ფეხსუსტობას აპროტესტებენ?!
გვერდები მოამზადა

скачать dle 11.3