კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

დაბინავებულები



და უადგილოდ დარჩენილები
საქართველოს პარლამენტმა აწ უკვე დიპლომატი კოკო გამსახურდია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში მუდმივ წარმომადგენლად დაამტკიცა. მართალია, ერმა, ვერც ბერმა, ვერ გაიგო, როდის გაიღვიძა მეტეოროლოგმა ბ-ნ გამსახურდიაში (სულ უმცროსში), მაგრამ, სამაგიეროდ, თავად ბ-ნი კოკო დარწმუნებულია, რომ „არ შეიძლება, სახელმწიფომ და ერმა, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არ იცოდეს, როგორ დაიღუპა მისი პირველი პრეზიდენტი“. ამიტომაც იმედოვნებს, რომ პროკურატურა მის მიერ შედგენილი დასკვნის საფუძველზე ჭეშმარიტებას დაადგენს, ბუნებრივია, იმ დროს, როდესაც თავად მსოფლიოში მეტეოროლოგიურ პროცესებს ფხიზლად დააკვირდება. რაც მთავარია, შეგვაგულიანა, რომ „მხოლოდ დროებით გვტოვებს“ (ამიტომაც, არ გემშვიდობებითო). უფრო მეტიც, დაგვპირდა, რომ ფიზიკურად მიტოვების მიუხედავად, თითოეული ჩვენგანის სამსახურში რჩება (ოღონდ მე არ მკითხოთ, ეგ როგორო). არანაკლებ ია-ვარდფენილია მეორე ცალუღელა დეპუტატის ბედი (თუმცა რაღა დეპუტატის, თვით ერთ-ერთი, მაგრამ მაინც ვიცე-სპიკერის): გავრცელებული ინფორმაციით, ბ-ნი პაატა დავითაია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ინიშნება (სავარაუდოდ, ბ-ნი ხეცურიანის ნაცვლად, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გასდის). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამაგი ბ-ნ დავითაიასაც დაუფასდა. შესაბამისად, დასაქმების ადგილიც გაინაღდა (თან როგორი?!) და სიბერეც (საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს თვით ხალხის რჩეულზე უღრუბლო დაისი აქვს). ჯერჯერობით ჰაერშია (უფრო ზუსტად, მთის წვერზეა) გამოკიდებული ბ-ნი თორთლაძის ბედ-იღბალი, თუმცა თითქმის უიმედო – ბ-ნი ბაღათურიასი. შესაძლოა, ამიტომაც  „ქართულმა დასმა“, ერთადერთმა პარლამენტში მყოფთაგან, მხარი დაუჭირა „ლეიბორისტების“ მოთხოვნას პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ (სხვათა შორის, იყო დრო, როდესაც ბ-ნი ბაღათურია „ლეიბორისტთა“ საარჩევნო სიასაც ამშვენებდა). ერთი სიტყვით, წინასაარჩევნო ვნებათაღელვა მოთელვის პროცესშია და აქტივობას აისშივე ეტყობა, რომ ფრიად რთული საპროგნოზოა, ვისი გასაღები (ანუ პარტია თუ ცალუღელა დეპუტატი) ვის როიალში (ანუ პოლიტიკურ პლატფორმაში) აღმოჩნდება.

скачать dle 11.3