კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

თვალშისინათლეჩამქრალები



„მეზობელო კარისაო“
გაეროს გენასამბლეის სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღეს. ზემოხსენებული დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა და მათი შთამომავლების უსაფრთხო დაბრუნებას ითვალისწინებს. ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ დოკუმენტის მიზანი დიადი და კეთილშობილურია, იმის მიუხედავადაც, რომ გაეროს რეზოლუციები (ყოველ შემთხვევაში, ჩვენდამი მომართული და მას შემდეგ, რაც ჩვენ იქ ვართ) არასდროს შესრულებულა. შესაბამისად, ვერც ეს დოკუმენტი მოგვგვრიდა დიდ შვებას, თუმცა იმის საშუალებას კი ნამდვილად გვაძლევს, მტერ-მოყვარე ერთმანეთისგან გავარჩიოთ (სურვილის შემთხვევაში). გადავხედოთ სტატისტიკას: დევნილთა დაბრუნებას, საერთო ჯამში, მხარს გაეროს წევრი 57 სახელმწიფო უჭერს, წინააღმდეგი 13-ია, 73 თავშეკავებული, 48 კი საერთოდაც არ დასწრებია კენჭისყრას (სავარაუდოდ, ემანდ, რამე არ გამომტყუონო). სხვათა შორის, ასეთთა შორის ბრძანდებიან ჩვენთან აწ უკვე უვიზოდ დაკავშირებული  ირანი და კვლავაც მეგობრად წოდებული უკრაინა. თუმცა ციფრებს მიღმა სურათი უფრო გულისმომკვლელია: 13 მოწინააღმდეგეთაგან ერთ-ერთი სომხეთია (გასული წლის მიღწევა გააუმჯობესა), თავშეკავებულთა რიგები კი შემდეგნაირად გამოიყურება: თურქეთი, ისრაელი, ტაჯიკეთი, შვეიცარია, ეგვიპტე, ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სინგაპური (ჩვენ არ ვიცით, რას ერჩიან ზემოჩამოთვლილები ჩვენს დევნილებს, თუმცა ვგრძნობთ, რომ თურქეთს საქართველოს ტერიტორიების ათვისებისკენ უფრო მიუწევს გული, ინდოეთს და ჩინეთს მიწის შესყიდვისკენ, ყაზახეთს და ეგვიპტეს მხოლოდ რეფორმების გადასაღებად). ოღონდ ისიცაა, რომ თავისი ხმა ვანუატუმ შეგვაწია (და მერე რა, რომ ჯერაც ვერ გაურკვევია, აღიარა თუ არა აფხაზეთი). მეორე მხრივ, სტატისტიკა დამაიმედებელ ცნობებსაც გვაწვდის: წლიდან წლამდე მხარდამჭერთა რიცხვი მძიმედ, მაგრამ მაინც გვეზრდება, მოწინააღმდეგეთა კი იკლებს (ოთხით).
თითქმის იმის პარალელურად, როდესაც სომხეთი გაეროში საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ (მეტიც, ბ-ნმა ვაშაძემ შენიშნა, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები მსგავსად ნათელი და თბილი დღიდან ჰაოს-ქართლოსის გაჩენიდან არ ყოფილაო). ჩვენ არ ვიცით, რა ეთბილა საგარეო საქმეთა მინისტრს მეზობლისგან, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ოთხთაგან მხარი მხოლოდ აზერბაიჯანმა დაგვიჭირა, აშკარაა, რომ კარის მეზობლებიდან თვალის სინათლედ ის ერთიღა დაგვრჩენია.

скачать dle 11.3