კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უცნაური სალათა



საჭირო ინგრედიენტები: 1 მოზრდილი კონა ჭინჭარი, 200-250 გრამი უცხიმო ლორი, ან შებოლილი ქათმის მკერდის ნაჭერი. 100-150 ნიყვი (ნიყვით განსაკუთრებული გემრიელი გამოდის, მაგრამ, თუ ვერ იშოვით, სულ ქამა სოკო გამოიყენეთ), 100-150 გრამი ქამა სოკო, 1 მომცრო კონა სალათის ფოთოლი, 1 ცალი სტაფილო, მარილი, შავი პილპილი, ზეთი.
მომზადების წესი: ნიყვი დაჭერით წვრილ ჩხირებად, ქამა სოკო კი თხელ ფირფიტებად. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ მასში ორივე სოკო. მერე დაყარეთ საწურზე, ზედმეტი ცხიმი რომ მოშორდეს. სტაფილო ძალიან წვრილ ჩხირებად უნდა დაჭრათ. ასევე, წვრილ ჩხირებად იჭრება ქათმის ხორცი და ჭინჭარი.
ჭინჭარს გადაავლეთ მდუღარე და კარგად დაწურეთ. ყველა ინგრედიენტი ერთად მოათავსეთ თასში, მოასხით ცოტა ზეთი, უყავით მარილი, შავი პილპილი და ფრთხილად აურიეთ. სასალათეზე დააფინეთ სალათის ფოთლები და თქვენი სალათა მასზე მოათავსეთ. სუფრაზე გატანის წინ, შეგიძლიათ, მორთოთ მწვანილის ფოთლებით.
სამარხვო დღეებში შეგიძლიათ, ხორცის გარეშეც მოამზადოთ. ძალიან გემრიელი გამოდის.

скачать dle 11.3