კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლოგიკის საწინააღმდეგო



ქალისთვის სრულიად საკმარისია ერთი მამაკაცი, მით უმეტეს, ისეთი, რომელიც ჭეშმარიტად მამაკაცია თავისი არსითა და ფიზიკური მონაცემებით. ქალი ერთი კაცის მაგალითით ყველა მამაკაცს არაჩვეულებრივად სწავლობს, მაშინ, როცა მამაკაცს მაშინაც კი არ ესმის ქალების, როცა უამრავ ქალთან ყოფნის სიტკბოებას გამოსცდის.

ვინ თქვა, რომ ჭეშმარიტი მამაკაცი ყოველთვის მზად არის სასიყვარულო ურთიერთობისთვის? სულაც არა. თუ მამაკაცს შია, მას სიყვარულზე ფიქრიც კი არ შეუძლია. არ გჯერათ? გამოკითხული მამაკაცების უმრავლესობამ აღიარა, რომ განსაკუთრებულ სიამოვნებას სწორედ გემრიელი საჭმლისგან იღებენ. ამიტომ, თუკი გინდათ, რომ თქვენი რჩეული ყოველთვის სასიყვარულო განწყობაზე იყოს, ნუ მოაშიებთ და გაანებივრეთ დელიკატესებით.

ახლა ქალების ამბავიც ვიკითხოთ. მართალია, ქალებს გონიერებაზე და წინდახედულობაზე გვაქვს პრეტენზია, მაგრამ, ცნობილია, რომ სუსტი სქესის 12 პროცენტი ორკვირიანი ნაცნობობის შემდეგ თხოვდება; 27 პროცენტი დარწმუნებულია, რომ მამაკაცის კარგად გასაცნობად სრულიად საკმარისია ნახევარი წელი; ქალბატონების 38 პროცენტი მამაკაცთან ერთწლიანი ნაცნობობის შემდეგ თხოვდება და ქალების მხოლოდ 3 პროცენტი მიიჩნევს, რომ ცხოვრების მომავალ თანამგზავრს, სულ ცოტა, სამი წელი მაინც უნდა დააკვირდე.


скачать dle 11.3