კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზებს სთავაზობს თავის ხელქვეითებს მილიარდერი ჩარლზ დანსთოუნი და ვისი ინვესტიციების დახმარებით აამუშავა „ფეისბუქი“ მარკ ცუკერბერგმა



ყველასათვის ცნობილია, რომ ყოველწლიურად გავლენიანი ჟურნალი „ფორბსი” პლანეტის მილიარდერთა რეიტინგებს ადგენს, რომლის მთავარი მიზანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების გამოვლენაა. ამასთან ერთად, სხვადასხვა გამოცემები მილიარდერების რეიტინგზე დაყრდნობით, პარალელურად, საკუთარ რეიტინგებს ადგენენ, სადაც ყველაზე გავლენიან, გემოვნებიან, სექსუალურ მილიარდერებისგან შემდგარ ტოპ-ათეულებს სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს. ამჯერად უცოლო მილიარდერებისგან შემდგარ ტოპ-ათეულს შემოგთავაზებთ.
მიხაილ პროხოროვი –
რუსეთი – 44 წლის
პროხოროვს 18 მილიარდი დოლარით პლანეტის მილიარდერთა რეიტინგში 32-ე ადგილი უკავია. გარდა იმისა, რომ პროხოროვი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძოა, იგი, ყველაზე მაღალი მილიარდერიცაა პლანეტაზე, რომლის სიმაღლე თითქმის 2 მეტრს აღწევს. მიხაილს გატაცება აქვს, რომელთაგან აღსანიშნავია: სამთო-სათხილამურო კურორტებზე დასვენება რამდენიმე ლამაზმანის თანხლებით, კალათბურთის თამაში მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავებთან ერთად. ბოლო დროს კი პროხოროვი პოლიტიკამ გაიტაცა და უკვე გაამჟღავნა კიდეც თავისი ამბიციები – შესაძლოა, 2012 წელს დანიშნულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მანამდე კი პროხოროვმა ოპოზიციური მოძრაობა ჩამოაყალიბა, რომელსაც „ედინაია რასიას” ალტერნატიულ ძალად მიიჩნევს.
რომან აბრამოვიჩი –
რუსეთი – 44 წლის
პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული მილიარდერი, რომლის მთავარი გასართობი ლონდონური საფეხბურთო კლუბი „ჩელსია” „ფორბსის” სიაში 13,4 მილიარდი დოლარით, 53-ეა. საფეხბურთო კლუბთან ერთად, აბრამოვიჩი ძვირად ღირებული იახტების კოლექციონერობით არის ცნობილი. ჩუკოტკის ექსგუბერნატორი დიდი ხანია, დიზაინერ დარია ჟუკოვასთან ერთად ცხოვრობს. თუმცა, ოფიციალურად მათ ხელი არ აქვთ მოწერილი და სწორედ ამიტომ მოხვდა იგი უცოლოების რეიტინგში.
მარკ ცუკერბერგი – ამერიკის შეერთებული შტატები – 26 წლის
13,5 მილიარდი კაპიტალის მფლობელი მარკ ცუკერბერგი პლანეტის „ფეისბუქომანიით” შეშლის მთავარი ინიციატორია. გენიოსი ინფორმატიკოსი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ახალგაზრდა მილიარდერად ითვლება, რომელიც ფუფუნებისა და ზოგადად, ძვირად ღირებული საგნების წინააღმდეგ გამოდის. ცუკერბერგის ჰობი პროგრამირებაა და მისი მეგობრები ხუმრობენ კიდეც, იგი თავის სოციალურ ქსელზეა დაქორწინებულიო.
ლარი ელისონი – ამერიკის შეერთებული შტატები – 66 წლის
კომპანია „ორაკლის” მფლობელი ლარი ელისონი 39,5 მილიარდი დოლარით, ყველაზე მდიდრების რეიტინგში მეხუთე ადგილზეა. წლებია, იგი ცდილობს, თავის უშუალო კონკურენტს „მაიკროსოფტიდან” – ბილ გეითსს გადაასწროს, თუმცა ჯერ არ გამოსდის. ელისონი ამერიკაში ავტომობილებისა და თვითმფრინავების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კოლექციონერად ითვლება. ცნობისთვის, მას ოთხი ცოლიც კი ჰყავდა, თუმცა ამჟამად მილიარდერი თავისუფლებით ტკბება და უცოლო მილიარდერთა რეიტინგში ყოფნით იწონებს თავს.
რონალდ ბერკლი – ამერიკის შეერთებული შტატები – 55 წლის
რონალდ ბერკლი ფლობს უზარმაზარ იმპერიას, რომელშიც გაერთიანებულია საცალო და საბითუმო ვაჭრობის კომპანიები, ინტერნეტ-რესურსები და სანავთობო კომპანიები. ბერკლის სამეგობრო წრე სხვადასხვა ფენის ადამიანებს აერთიანებს – დაწყებული ბილ კლინტონიდან ჰოლივუდელი ვარსკვლავით, ქეით ჰადსონით დამთავრებული. 3,5 მილიარდი დოლარის მფლობელი ბერკლი ორჯერ არის განქორწინებული და ამჟამად უცოლო მილიარდერის სტატუსს ატარებს.
ფაჰდი ჰარირი – ლიბანი – 27 წლის
ლიბანის მოკლული პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის ვაჟი – ფაჰდი სატელეკომუნიკაციო კომპანია „ფიუჩერ თელევიზიონ ნეთვოქრს” ფლობს და მისი კაპიტალი 2,3 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ფაჰდი პარიზში ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთ-ერთ ყველაზე სასურველი სასიძოა ევროპაში, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, ნაკლებად ვრცელდება.
ჩარლზ დანსთოუნი –
დიდი ბრიტანეთი – 44 წლის
ბრიტანული კომპანია „ქარფოუნ უერჰაუსის” მფლობელი ჩარლზ დანსთოუნი 1,8 მილიარდი ამერიკულ დოლარის კაპიტალს ფლობს და სამშობლოში იგი ერთ-ერთ ყველაზე დიდსულოვან ადამიანადაა მიჩნეული. ის თავის კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს მუდამ სიურპრიზებს უწყობს. მაგალითად, თუკი რომელიმე თანამშრომელს სამუშაო დღეს დაბადების დღე უწევს, იგი სამსახურიდან ერთი დღით თავისუფლდება, ხოლო კომპანიის სახელით მასთან სახლში უზარმაზარ ტორტს აგზავნიან. დანსთოუნი ჯერაც დაუქორწინებელია.
დევიდ როსი – დიდი
ბრიტანეთი – 42 წლის
დევიდ როსი ჩარლზ დანსთოუნის ბიზნესპარტნიორია და მათ ერთად ჩამოაყალიბეს კომპანია „ქარფოუნ უერჰაუსი”, რომელიც თავდაპირველად მობილური ტელეფონების გაყიდვებზე იყო სპეციალიზებული. დღესდღეობით, ეს კომპანია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია დიდ ბრიტანეთში და მისი მფლობელები მილიარდერები არიან. როსის კაპიტალი 1,4 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და თავისი პარტნიორის მსგავსად, ისიც დაუქორწინებელია.
პიტერ ტილი – ამერიკის შეერთებული შტატები – 40 წლის
პიტერ ტილი კომპანია „ფეიფალის” მფლობელი და დამაარსებელი გახლდათ, სანამ „იბეის” არ მიჰყიდა თავისი აქტივები. მისი ინვესტიციების დახმარებით, მარკ ცუკერბერგმა „ფეისბუქის” ამუშავება მოახერხა. ტილის კაპიტალი 1,2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ყველაზე მეტად მას აქტიური დასვენება და მეგობრებთან ჭადრაკის თამაში უყვარს.
პრინცი ალბერტი ფონ ტურნ უნდ ტაქსისი – გერმანია – 28 წლის
ნამდვილი ევროპელი პრინცი ძველებურ სასახლეში მშობლებთან ერთად ცხოვრობს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძოა. ექსტრემალური სპორტის მოყვარული პრინცის კაპიტალი 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და იგი ევროპაში ყველაზე დიდი ტყის მასივების მფლობელია.

скачать dle 11.3