კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა წარმატებული მოდელი თათია ტუღუში ევროპის ჩემპიონი კარატეში



ძნელია, წარმოიდგინო გოგონა, რომელიც წარმატებული მოდელიცაა და კარატისტიც – ორჯერ გახდა კარატეში ევროპის ჩემპიონი. შიდა ჩემპიონატებზე კი ვაჟკაცებთან პირველობაც არავისთვის დაუთმია.
თათია ტუღუში: თავიდან ჩემს ძმას დავყვებოდი კარატეს წრეზე. სახლში მარტო რომ არ დავრჩენილიყავი, მას დავყავდი, ბოლოს კი ისე დავინტერესდი, მეც მივედი წრეზე. დავიწყეთ სერიოზულად ვარჯიში 8 წლის ასაკში. შემდეგ რამდენიმეჯერ ვიყავი საქართველოს ჩემპიონი  და ევროპის ჩემპიონი ორჯერ.
– ევროპის ჩემპიონი როდის გახდი, მაგ ბრძოლებს თუ გაიხსენებ?
– ევროპის ჩემპიონატზე რომ გავსულიყავი, აუცილებლად უნდა მქონოდა შავი ქამარი. იმ პერიოდში საქართველოშიც იღებდნენ შავ ქამარს, მაგრამ მე მინდოდა, იაპონელს შევემოწმებინე. აქ რომ მიმიყვანეს სპეციალისტთან და შემომხედა, თქვა: მე ამას ვერ მოვამზადებ, ვერ მოასწრებსო. ორ კვირაში ჩამოდიოდა ის იაპონელი. ის სიტყვები გახდა ჩემთვის სტიმული და დაუსვენებლად ვვარჯიშობდით. ბოლოს მე და ჩემი მასწავლებელი ერთად შეგვამოწმა იაპონელმა სპეციალისტმა და მან უფრო მეტი შენიშვნა მიიღო. ეს იყო, ენით აუწერელი სიხარული ჩემთვის. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ჩემი კონკურენტი გახლდათ ერევნელი გოგო, რომელიც ისე იყო შემართული, რომ შეჯიბრების დაწყებამდე ყველა გოგოს ჩამოუარა და, ირონიული ტონით ეუბნებოდა: თქვენ ტყუილად გამოდიხართ, მაინც მე ვარ ჩემპიონიო. ბოლოს, სამეულშიც  რომ ვერ მოხვდა, ძალიან განერვიულდა, მაგრამ არავინ აჰყვა. მეორედ კი, სამეულში გავედით ქართველი გოგონები და მათთან მომიწია შებრძოლება. იმ ტურნირში უკვე შემართებით ვიყავი, რადგან გამოცდილება უკვე მქონდა და დარწმუნებული ვიყავი, გავიმარჯვებდი.
– შიდა ჩემპიონატებზეც გამოდიოდი?
– სანამ სერიოზულად ვვარჯიშობდი, ყველა შიდა ჩემპიონატზე გამოვდიოდი. თუ გოგონები არ მონაწილეობდნენ, ბიჭებთან მიწევდა შებრძოლება. 2-3 გოგო ვიყავით, რატომღაც ბევრს არ ჰყოფნიდა ნებისყოფა, გაეგრძელებინა ვარჯიში. თავიდან უშუქობის პერიოდში გაყინულ დარბაზში გვიწევდა ვარჯიში. სიცივეში ფეხშიშველი ვვარჯიშობდი, ბევრჯერ მიტირია, ძალიან მიჭირდა, მაგრამ სირთულე ყოველთვის სტიმულს მაძლევდა და დღევანდელი გადასახედიდან, ეს ყველაფერი ამად ღირდა.
– მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გიფიქრია გასვლა?
– როგორ არა, იყო საუბარი, ფიზიკურადაც მზად ვიყავი, მაგრამ რატომღაც მოვეშვი, აღარ მომინდა წასვლა. თვითონვე ვთქვი უარი. თან, მაგ დროს, დაემთხვა გამოცდების პერიოდი, პარალელურად, ვმუშაობდი ტელეკომპანია „მზეში“ და ნამდვილად არ მინდოდა, სულ კარატეთი მეცხოვრა.
– ამჟამად რას საქმიანობ, რითი ხარ დაკავებული?
– დროებით ვმუშაობდი ქალაქის საკრებულოში. თან, ვსწავლობდი უნივერსიტეტში. პარალელურად, ვიყავი მოდელი, გამოვდიოდი ჩვენებებზე, ვმუშაობდი ასევე ტელევიზიაში და სავარჯიშო დრო, ფაქტობრივად, აღარ მქონდა. კარატეში, ასე თუ ისე, რაღაცას მივაღწიე და ამიტომ, ვარჩიე, ისევ ვარჯიშისთვის დამენებებინა თავი. ამ რეჟიმს ბავშვობიდან მიმაჩვია ჩემმა ოჯახმა. დავდიოდი მუსიკაზე, 10 წელი – ცეკვაზე.
– თათია, ვიზუალურად სულ არ გეტყობა, ამდენ ხანს თუ ვარჯიშობდი. როგორ მოახერხე ასეთი ფორმის შენარჩუნება?
– სწორად თუ მიუდგები სპორტის ამ სახეობას, არის ისეთი ვარჯიშები, ტანს რომ უფრო ხვეწს. თან თუ თვითონაც ისეთი ხარ, რომ ფორმის შენარჩუნება არ გიჭირს, ეს ვარჯიშები უფრო გაკაჟებს.  თუმცა, ზოგი მართლად ისეთია, კაცისგან ვერ გაარჩევ. პირადად მე, ვურჩევ ყველა გოგონას, გარეთ იყვნენ ქალურები და დარბაზში, მხოლოდ ვარჯიშის დროს, აჩვენონ ძალა. ბევრს შეიძლება, გაეცინოს, მაგრამ ცეკვის პლასტიკა კარატეშიც მეხმარებოდა. დიდი სიამოვნებით დავდიოდი ორივეგან. კარგი რეჟიმი მქონდა. მართალია სკოლის გაცდენა ხშირად მიწევდა, მაგრამ სწავლასაც ვახერხებდი.
– ამხელა წარმატებები გქონია და რატომ დაანებე თავი?
– შავი ქამარი რომ მოვიპოვე, მაშინ მომიწია უფრო მეტი ვარჯიში და აქედან გამომდინარე, სტილი შევიცვალე. ჩემი გუნდიდან იმ ნაკრებში არავინ გადმოვიდა. ძალიან მარტო ვგრძნობდი თავს, ვერ შევეჩვიე ახალ გუნდს. ჩემი სტილი იყო „შიტორიო”, რომელიც არის არისტოკრატიული. ამ დროს კონტაქტი და შეხება არ შეიძლება, მეორე სტილი „შიტოკა” კი უფრო უხეში და კონტაქტურია.
– თათია, გაქვს აქტიური ცხოვრება, მოღვაწეობ რამდენიმე სფეროში და არ გიჭირს?
– სამოდელო კარიერას ჩემს ასაკში უფრო ამთავრებენ, ვიდრე იწყებენ. ისე, არც მიზიდავდა მოდელობა, უფრო ჰობის დონეზეა. სხვათა შორის, ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მათ შორის უცხოეთიდანაც, მაგრამ, არ დავინტერესდი. ახლა მინდა, ტელევიზიაში ვიმუშაო – ამ კუთხით უნდა ვცადო ბედი.

скачать dle 11.3