კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღიმილით, მაგრამ მკაცრად



არავინ მოგატყუოთ, პრინციპული ქალები ძალიან მოსწონთ მამაკაცებს. მთავარია, თქვენ არ შეგეშალოთ და პრინციპულობა სიჯიუტეში არ აგერიოთ. იდეალური ვარიანტია სერიოზული და მკაცრი ტონი, თავაზიანი ღიმილის თანხლებით. წუწუნი, ჭირვეული ტონი, ახირებული გამეორება ერთი და იმავე ფრაზებისა, სასურველ შედეგს ვერ იძლევა. შეიძლება, ზოგიერთი მამრი დააფრთხოს სიმკაცრემ, მაგრამ ესეც თქვენს წისქვილზე ასხამს წყალს. ჭეშმარიტი ქალი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. თუ გრძნობთ, რომ საკუთარი თავის რწმენა გაკლიათ, პატარა ტრენინგი ნამდვილად არ გაწყენთ. სცადეთ სხვადასხვა ვარიანტი: აუცილებელია შესაბამისი გამომეტყველება – წარბის შეკვრა, ტუჩის აბზუება და, მით უმეტეს, გაკაპასებული გამოხედვა ყოველთვის წამგებიანია. ქალი, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული პრიორიტეტები, ანუ იცის, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, საჭირო სიტყვებსაც ყოველთვის პოულობს, რომ აღარაფერი ვთქვათ, გამომეტყველებასა და ინტონაციაზე.

არასოდეს გაიმართლოთ თავი, მაშინაც კი, როდესაც დამნაშავე ხართ და ამ დამნაშავეობის ნივთმტკიცებაც სახეზეა. უბრალოდ, გაიღიმეთ და არაფერი თქვათ. ღიმილი მშვენიერი იარაღია, ის ყველაფერზე უკეთ და ეფექტურად ჭრის. თუ კაცს თქვენი კეთილგანწყობის მოპოვება უნდა, უარით ნამდვილად ვერ მოიშორებთ. ღიმილით კი ნებისმიერ ყინულს გაალღობთ.


скачать dle 11.3