კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანრი ჯოხაძე ისევ სკანდალში გაეხვია


 მუდმივად სკანდალებსა და ჭორებში გახვეული ანრი ჯოხაძე თავისი სტატუსის კვარცხლბეკს არ ტოვებს. ამჯერად, მისი შემჩნევ-გამოჭერა, თუ რაც გინდათ დაარქვით, ჟურნალმა „თბილისელებმა” შეძლო. საქმე ისაა, რომ ჩვენს ერთ-ერთ ჟურნალისტს ხელში ჩაუვარდა ანრის საკმაოდ ინტიმური ფოტო. ინტიმური და პირადია ისიც, როცა ადამიანი სახლში ჩუსტებით, ჭამის მერე კბილების გასუფთავების დროს და სხვა ყოველდღიურ მომენტებშია დაფიქსირებული, ამიტომ ამ ფოტოს ინტიმური კი არა, უფრო ეროტიკული უნდა დავარქვათ. შიშველი, მძინარე პოპვარსკვლავი ქერათმიან ასევე შიშველ ქალბატონთან ერთად! ფოტოში ნათლად ჩანს, რომ ქალბატონი ასაკით გაცილებით უფროსია მომღერალზე (იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონის ვინაობა არ ვიცით და ფოტოს დაბეჭდვაზე მისგან ნებართვა ვერ ავიღეთ, მისი სახე დაბინდულია). სხვადასხვა დროს მიცემულ ინტერვიუებში ანრის ხშირად უთქვამს, რომ ასაკით უფროსი ქალები მოსწონს. გულისხმობდა თუ არა ამ ქალბატონს, ეს ჩვენთვის კვლავ უცნობია, რადგან ამ კითხვით მასთან მიმართვის დროს, პასუხად მივიღეთ, რომ ყველა ასაკის ქალთან გადასარევად გრძნობს თავს. თუმცა, ფოტოს არსებობა უარყო.
– ანრი, ხელში ჩაგვივარდა ფოტო, რომლითაც შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ასაკით უფროს ქალთან გაქვს რომანი და ამას საგულდაგულოდ მალავ. ასეა?
– უი, საიდან მოიტანე მსგავსი სისულელე?! რომანი არავისთან მაქვს და თუ მექნება ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ. არ ჩავკეტავდი იმ ასაკოვან ქალს სახლში, დავანახვებდი მზის სინათლეს, არ ვარ ასეთი სადისტი (იცინის). გააჩნია რომანში რას გულისხმობ. ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, არავისთან მაქვს.
– ხელში ჩაგვივარდა შენი ფოტო, სადაც შიშველ, ასაკში შესულ, ქერათმიან ქალბატონთან ერთად წევხარ და ძალიან მშვიდად გრძნობ თავს. ამაზე რას იტყვი?
– (იცინის) ასეთ იაფფასიან ხრიკებს იცი, როდის ვიყენებდი?! გინდა, რომ ვითომ რაღაცაში გამომტეხო არა? არა, ჩემო კარგო, არანაირ ქერა ქალთან არ მაქვს საქმე. ასე რომ, არ გინდათ, არარსებული ამბის შეთხზვა და სკანდალის აგორება. სკანდალურ სათაურს ეძებ?!
 „იაფფასიანი ხრიკი” – ფოტოდოკუმენტის სახით შეგიძლიათ იხილოთ აქვე. 

скачать dle 11.3