კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

ვინ ეძებს ერთადერთ შვილიშვილს თბილისიდან კრასნოიარსკის მხარეში და დღემდე რატომ არ უნახავს ბებიას 10 წლის შვილიშვილი



76 წლის ნიურა ადიკაშვილი ეძებს დაახლოებით 10-11 წლის იური ზურაბის ძე ადიკაშვილს.
ისტორია: ვეძებ შვილიშვილს, 2000 ან 2001 წელს, კრასნოიარსკის მხარის აჩინსკის რაიონში დაბადებულ იური ზურაბის ძე ადიკაშვილს (გვარი სავარაუდოა). მე ჩემი შვილიშვილი არასდროს მინახავს, მხოლოდ მისი ერთი ფოტო მაქვს, რომელზეც დაახლოებით ერთი წლისაა. ჩემი შვილი, ზურაბი ავადმყოფობის გამო ახალგაზრდა გარდაიცვალა თბილისში. მანამდე კი, კრასნოიარსკის მხარეში ცხოვრობდა თავის ცოლ-შვილთან ერთად. ამჟამად მეც და ჩემი მეუღლეც უკვე ხანდაზმულები ვართ. ერთადერთი, რაც მასულდგმულებს,  შვილიშვილის პოვნის იმედია. სამწუხაროდ, არ ვიცი ბავშვის (იურის) დედის სახელი და გვარი. მე ის არასდროს მინახავს. ჩემს შვილს ისინი ჩვენთან არასდროს ჩამოუყვანია. ამიტომაც, შვილიშვილის მოძებნა ჩემთვის ძალიან რთულია.
– როგორ მოხდა, რომ თქვენი შვილიშვილი დღემდე არ გინახავთ, გვიამბეთ თქვენი ისტორია...
– ჩემი შვილი, ზურა დაიბადა და გაიზარდა თბილისში.  ოდესაში ჯარში მსახურობდა, სადაც განაწილებით მოხვდა. სწორედ ოდესაში გაიცნო ზურამ თავისი მეუღლე და ჯარში სამსახურის დამთავრების შემდეგ მასთან ერთად კრასნოიარსკის მხარეში წავიდა. სამწუხაროდ, მე დღემდე არ ვიცი იმ ქალის სახელი და გვარი. ისე მოხდა, რომ მე ის არასდროს მინახავს. ზურა ძირითადად სულ იქ იყო და თბილისში ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა, ისიც სულ რამდენიმე დღით. სულ ვეხვეწებოდი, ბავშვი გამაცანი, ჩამოიყვანე, შენი მეუღლეც ჩამოვიდეს-მეთქი, მაგრამ უშედეგოდ. (ტირის). მერე ზურა ძალიან დაავადმყოფდა და ჩვენთან ჩამოვიდა. ბოლოს რომ ჩამოვიდა, მაშინ ჩამოიტანა ბავშვის სურათი (ტირის). სურათზე იურა ერთი წლისაა. მას შემდეგ ზურასაც აღარ უნახავს თავისი შვილი, რადგან მისი გამოჯანმრთელება ვეღარ მოხერხდა.
– გამოდის, ჯარში სამსახურის დროიდან არც თქვენი შვილი ჩამოსულა დიდი ხნით საქართველოში.
– მხოლოდ ორი კვირით თუ ჩამოვიდოდა... სულ გვენატრებოდა და მართლა გვინდოდა მისი შვილისა და ცოლის გაცნობა, მაგრამ თვითონ იყო წინააღმდეგი. ამბობდა, ის ქალი აქ, ჩვენთან ვერ იცხოვრებსო. მერე მახსოვს, დიდი ხნის განმავლობაში არც გვირეკავდა და არც ჩამოდიოდა. უკვე დაკარგული გვეგონა. იმ პერიოდში, თუ გახსოვთ, 90-იან წლებში საქართველოში დიდი მიწისძვრა მოხდა. ჩვენი სახლიც ძალიან დაზიანდა და მთელი ჭურჭელი დამემტვრა. ზურას მიწისძვრის ამბავი ტელევიზიით შეუტყვია და დაგვირეკა. ძალიან გამიხარდა და ვთხოვე – შვილო, ოღონდ ისე არ მომკლა, რომ არ დამენახო და შვილიშვილიც არ მანახო-მეთქი. ზურამ მაშინ გვითხრა, რომ აბსოლუტურად ყველა საბუთი დაკარგა და იმიტომ ვერ ჩამოდის. ძალიან ბევრი ვირბინე მაშინ, საკონსულოშიც კი ვიყავი, ძლივს გავუკეთე რაღაც საბუთები. კრასნოიარსკის მხრიდან მატარებელს გამოჰყვა, დაღესტნამდე მოსულა, მაგრამ იქ ისეთი თოვლი იყოო, ისევ უკან გაბრუნებულა, თურმე. არადა, ძალიან ახლოს იყო. (ტირის). მოკლედ, როგორც ხვდებით, სულ გვენატრებოდა და მის ლოდინში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. ბოლოს, როცა ჩამოვიდა, ჩემი ზურა, სახეზე ძალიან ცუდი ფერი ჰქონდა. ექიმთანაც არ მიდიოდა, ეშინოდა, ცუდი არაფერი ეთქვათ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მივიდა და თირკმელების პრობლემა აღმოაჩნდა. დიდხანს „დიალიზზე“ იყო (ტირის). მაშინაც კი, როდესაც ჩემი ზურა ცუდად იყო, ვთხოვდი, ის ქალი ჩამოეყვანა ბავშვთან ერთად. ჩვენთან რომც ვერ გაჩერდეს, შვილიშვილს ხომ მაინც ვნახავ-მეთქი. მაგრამ მაინც არ ჩამოიყვანა.
– ზურას გარდა სხვა შვილი თუ გყავთ?
– მე მყავს კიდევ ერთი ბიჭი, მაგრამ ის ჩვენთან არ მოდის. ცოლიანია. მისი მეუღლე ეროვნებით სომეხია, მასთან შვილები არ ჰყავს. ჩემს რძალს ჰყავს პირველი ქორწინებიდან შვილები. სულ მარტონი ვართ მე და ჩემი მეუღლე. იურა ჩემი ერთადერთი შვილიშვილია. არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ ზურა ამბობდა, რომ გვარი შვილისთვის არ მიუცია და ის ქალიც მისი კანონიერი მეუღლე არ იყო. მაგრამ, ამას ხომ მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ იურას ძარღვებში ჩვენი სისხლი ჩქეფს.
– აქამდე თუ გიცდიათ, შვილიშვილის მოძებნა და რა ხერხს მიმართეთ?
– გვყავს ერთი ნათესავი, რომელიც კრასნოიარსკში ცხოვრობს. მას დავუკავშირდით და ვთხოვეთ, გაეგო, თუკი რამეს შეძლებდა, მაგრამ ვერც მან იპოვა იურა და დედამისი. ის ფოტო, რომელიც მე მაქვს, ერთადერთი ძალიან მწირი ინფორმაციაა, მაგრამ სასწაულის მჯერა და იურას მოძებნას რომ არ ვეცადო, ამას ვერ გადავიტან. ამიტომ გადავწყვიტე, დაგკავშირებოდით და დახმარება მეთხოვა.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3