კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იაპონური ხორცი – ფეკალიებისგან



იაპონელმა სწავლულებმა დედამიწის მზრადი მოსახლეობის სასურსათო პრობლემების მოგვარების ახალი გადაწყვეტა შემოგვთავაზეს – მათ გამოიგონეს ადამიანის ფეკალიებისგან ხორცის სინთეზირების მეთოდი.
ადამიანის ჩაკეტილ ციკლზე გადართვის პროგრესული მეთოდის გამომგონებელია ოკაიამას ლაბორატორიის მკვლევარი, მიცუიუკი იკედა. წარმოებამ, რომელიც ტოკიოს კანალიზაციას ემსახურება, მას მიმართა თხოვნით, გაერკვიათ, ხომ არაა შესაძლებელი, იაპონიის დედაქალაქის საკანალიზაციო მილებში დალექილ გიგანტურ მასებს რაიმე გამოყენება მოეძებნოს.
იკედამ კანალიზაციაში დაგროვილი მასის გამოკვლევისას, ბაქტერიების დიდი რაოდენობა აღმოაჩინა, როლებიც სიბინძურეს პროტეინად გარდაქმნიან. მან გამოყო ცილები და დაუმატა რეაქციის გამაძლიერებელი. ასე მიიღო სწავლულმა საძიებელი შედეგი.
ახალი „ხორცი“ შეიცავს 63 პროცენტ ცილას, 25 პროცენტ ნახშირწყლებს, 3 პროცენტ ცხიმს და 9 პროცენტ მინერალებს. ნამდვილ ხორცს რომ უკეთ დაემსგავსოს, პროდუქტს წითელ საღებავს და გემოს გამაძლიერებელ სოიის პროდუქტს უმატებენ. პირველი მოხალისეები, რომლებმაც გარისკეს და გასინჯეს პროდუქტი, ამტკიცებენ, რომ გემოთი ის ნამდვილად წააგავს ხორცს.
სასურსათო პრობლემის გადაწყვეტის იაპონურ მათოდს გარკვეული უპირატესობაც აქვს: სათბური ეფექტის შემქმნელი გამონაბოლქვის 18 პროცენტი ხორცის წარმოებაზე მოდის. ამას გარდა, მესაქონლეობა ძალიან ბევრ ძვირფას რესურსს შთანთქავს, ასევე მიზეზს აძლევს საზოგადოებას ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაზე იფიქროს. ამასთან, შიტბურგერი, როგორც მას პირობითად დაარქვეს, შეიცავს უფრო ნაკლებ კალორიას, ვიდრე ჩვეულებრივი ჰამბურგერი.
ჯერჯერობით, შეუძლებელია, ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა: ხელოვნური ხორცი ხომ ფეკალიებისგანაა სინთეზირებული.

скачать dle 11.3