კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ირანმა გაუშვა კოსმოსური თანამგზავრი – „დაკვირვება“



ირანმა წარმატებით განახორციელა კოსმოსში თანამგზავრ „რასადის“ („დაკვირვება“) გაშვება. თანამგზავრის შექმნის ყველა ეტაპს მალეკ აშტარის უნივერსიტეტის ირანელი სპეციალისტები აკონტროლებდნენ. აღსანიშნავია, რომ მასში ნაციონალური ტექნოლოგიებია გამოყენებული.
თანამგზავრის გაშვებას თვალს ადევნებდნენ ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი აჰმად ვაჰიდი. თანამგზავრი 260 კილომეტრის სიმაღლის ორბიტაზე წამტანმა რაკეტამ „საფირონმა“ გაიყვანა, რომლის სიგრძეა 22 მეტრი, ხოლო წონა – 26 ტონა. „რასადი“ ყოველ საათში დედამიწის ირგვლივ 15 ბრუნს შეასრულებს და ორბიტაზე ორი თვე დარჩება. მისი მთავარი დანიშნულებაა დედამიწის ზედაპირის ფოტოსურათების გადმოცემა. პირველი ირანული თანამგზავრი „ომიდი“ ორბიტაზე 2009 წლის თებერვალში გაიყვანეს. უახლოეს პერსპექტივაში კიდევ რამდენიმე თანამგზავრის – „ფაჯირის“, „ამირ-კაბიდ 1-ის“ და „ზაფარის“ გაშვება იგეგმება. 2020 წლისთვის კი კოსმოსში პირველი ირანელი კოსმონავტი გაიგზავნება.
გასულ წელს პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმად ნეჯადმა ირანის კოსმოსური სააგენტოს წინაშე დააყენა ამოცანა: უახლოესი ათწლეულების განმავლობაში დედამიწის ორბიტაზე გააგზავნოს ადამიანი. გასულ კვირას კი ირანის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჰამიდ ფაზელიმ თეირანში მიმდინარე მოლაპარაკებაზე რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობის მინისტრ იგორ შეგოლევთან გამოთქვა სურვილი, გაააქტიუროს რუსეთთან თანამშრომლობა კოსმოსური კვლევების მიმართულებით.

скачать dle 11.3