კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ბექა გოჩიაშვილისა და ბაჩა მძინარაშვილის მუსიკალური მამა და როგორ გააოცეს მათ ჯაზის ლეგენდა კეიტ ჯარეტი


ბექა გოჩიაშვილსა და ბაჩა მძინარაშვილს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ორივე ნიჭიერი პიანისტია, ორივეს უყვარს ჯაზი, ცხოვრობენ ამერიკაში და სწავლობენ: ბაჩა – „ბერკლიში“, ხოლო ბექა – „ჯულიარდში“, იქ, სადაც ნებისმიერი მუსიკოსი ნატრობს მოხვედრას, სწავლას. თავის დროზე ბექას გამო ჯულიარდში გამონაკლისიც დაუშვეს, პრე-კოლეჯში მის გამო ჯაზის ფაკულტეტი გახსნეს. რაც შეეხება ბაჩას, ის პირველი ქართველია, რომელიც „მუსიკის მექად“ წოდებულ ბერკლიში პირველად მოხვდა. ახლო მომავალში ორივე თბილისში აპირებს ჩამოსვლას, რომ ბათუმის „ბლექ სი ჯაზ ფესტივალში“  მიიღონ მონაწილეობა.
ბექა გოჩიაშვილი: მეც და ბაჩასაც საქართველოში გვყავდა პედაგოგი – ზურა რამიშვილი და იქ გავიცანით ერთმანეთი. მაგრამ, ამერიკაში უფრო დავახლოვდით და ახლა ძმებივით ვართ. თავიდანვე კარგად შევხვდით ერთმანეთს, თანაც ჯაზი უყვარდა. დისკებსაც შემპირდა და მაჩუქა კიდეც. მოკლედ, როგორც ტიპი, მომწონდა. ზურას ჰყავდა რამდენიმე მოწაფე, რომლებთანაც ურთიერთობა არ შემეძლო, მაგრამ ბაჩა მარტო მე კი არა მამაჩემსაც დაუმეგობრდა, მასთან ისეთივე ურთიერთობა შეეძლო, როგორც ჩემთან.
ბაჩა მძინარაშვილი: ბექა რომ გავიცანი, ძალიან პატარა იყო, ჯერ მას ჰქონდა გაკვეთილი, მერე – მე. ხშირად ვერ ვნახულობდი, რადგან ზოგჯერ ვაცდენდი. თავიდან ასე პროფესიონალურად არ ვუდგებოდი საქმეს, მაგრამ რამდენჯერაც მოვუსმინე, მივხვდი, რომ რაღაც სულ სხვა რამესთან გვქონდა საქმე. ეს არ იყო მხოლოდ პატარა, ნიჭიერი ბავშვი. ის უფრო მეტი იყო. ძალიან კარგად უკრავდა პიანინოზე. მერე ამერიკაში დავმეგობრდით, ერთმანეთი კარგად შევავსეთ და ვართ ახლა ასე შევსებულები.
– ბევრი საერთო ინტერესი გაქვთ?
– რაც ერთმანეთთან გვაერთიანებს და რის დახმარებითაც ერთმანეთი გავიცანით – ეს ჯაზია. თუმცა, სხვა ბევრ რამეშიც ემთხვევა ჩვენი გემოვნება.
ბექა: თუნდაც გოგონებში.
ბაჩა: კი, დაახლოებით ერთნაირი გოგონები მოგვწონს. არა, ბექა?
ბექა: კი, ოღონდ ერთი და იგივე გოგონა არა.
– აუცილებლად უნდა იყოს მუსიკოსი თუ ეს არ არის საჭირო?
– მუსიკოსი არ უნდა იყოს.
ბაჩა: არა, შეიძლება იყოს.
ბექა: შეიძლება, მაგრამ არ არის აუცილებელი, ჩემი ცოლი მუსიკოსი იყოს.
ბაჩა: მაგრამ მუსიკა რომ არ ესმოდეს, ეს არ მინდა.
ბექა: თუ არ ესმის, არც ეგ არის პრობლემა, გავაგებინებთ. მთავარია, ის ესმოდეს, რაც მე მჭირდება. გოგოებთან დაკავშირებით ჩემი და ბაჩას გემოვნება ძირითადად გარეგნობასთან დაკავშირებით ემთხვევა.
ბაჩა: ადამიანი, რა თქმა უნდა, გარეგნობითაც ფასდება და ხასიათითაც.
ბექა: მუსიკალური გემოვნებითაც.
– საშინელ სიმღერებს რომ უსმენდეს?
– მაშინ, ალბათ მასთან საერთოდ არ მექნებოდა ურთიერთობა.
ბაჩა: განათლებული, ჭკვიანი ადამიანი ავტომატურად მუსიკასაც კარგს უსმენს და ფილმსაც ნორმალურს უყურებს.
– და პლუს ამ ყველაფერს, გემრიელ კერძებსაც უნდა ამზადებდეს.
– მე ვაკეთებ ძალიან კარგ კერძებს. მარტო ვცხოვრობ და იძულებული ვარ, რაღაცეები ვისწავლო. ხაჭაპურს ვაცხობ, ხინკალიც გავაკეთე. ყველაფერი ვიცი მოკლედ.
– სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობთ. თუ ახერხებთ ერთმანეთთან შეხვედრას და სადმე ერთად წასვლას?
ბექა: როგორ არა, როცა დრო გვაქვს, ვხვდებით ერთმანეთს და კარგად ვერთობით. კონცერტებზე, „ჯემსეიშენებზე“ დავდივართ, მუსიკოსებს ვხვდებით, ერთად ვმეცადინეობთ.
ბაჩა: ჩვენი ცხოვრება მთლიანად მუსიკასთანაა დაკავშირებული, ყველაფერს მუსიკასთან ერთად ვაკეთებთ.
ბექა: თუნდაც გოგონების ფოტოებს რომ ვათვალიერებთ, ესეც მუსიკის ფონზე ხდება. მუსიკა გვეხმარება.
– რომელიმე ცნობილ მუსიკოსს თუ შეხვედრიხართ?
– ერთად ვიყავით ჩვენი კერპის, ჯარეტის კონცერტზე, რომელზეც ორივე ვგიჟდებით და რომელიც ჩვენი მუსიკალური მამაა. შოკი მივიღეთ, გია შენგელაიამ ბევრი „იჩალიჩა“ და შეგვიშვა ჯარეტის სანახავად.
ბაჩა: ახალი ჩამოსულები ვიყავით ამერიკაში და ინგლისურთან დაკავშირებით ორივეს პრობლემები გვქონდა. ჯარეტმა რომ დაგვინახა, ორი არასტანდარტული ფერის ადამიანი, გაოცებულმა შემოგვხედა. ამ დროს ბექა ეუბნება, მე ოსკარ პიტერსონი მაგრად არ „მევასებაო“.
ბექა: იცი, რის თქმა მინდოდა: სამი თუ ოთხი წლის რომ ვიყავი, პირველად მოვისმინე ოსკარ პიტერსონი, ვგიჟდებოდი. მერე მამაჩემმა მომიტანა ჯარეტის 1986 წლის „მხეცი“ კონცერტი და მაგაზე სულ გავგიჟდი.
ბაჩა: ანუ, უნდოდა ეთქვა, პიტერსონს ხომ ვუსმენდი, მაგრამ თქვენ მოგისმინეთ და იმის მერე პიტერსონისთვის აღარ მომისმენიაო. ისე რთული წინადადება იყო, რომ ეგრევე უთხრა პიტერსონის დედა ვატირეო. ჯარეტს გაეცინა, მიხვდა, ისეთი რამის თქმა გვინდოდა, მისთვის რომ გვესიამოვნებინა.
ბექა: მერე ვუთხარი ჯარეტს, ჩემი კერპი ხარ, 4 წლისამ მოგისმინე პირველად, მოკლედ, ძალიან მიყვარხარ-მეთქი. მერე ბაჩა ეუბნება ჩემზე, ეს მონტროს კონკურსის გამარჯვებულიაო (ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი ქალაქ მონტროში, სადაც ბექამ 13 წლის ასაკში გაიმარჯვა – ავტორი). ჯარეტმაც გაიღიმა, – „ო, ქეიო“, და მერე უცებ ბაჩასკენ შეტრიალდა. ეს გასაგებია, ვინ არის და შენ ვინ ხარო. ბაჩამ უთხრა, ჩვენ ძმები ვართო და ძალიან „გაუსწორდა“.
ბაჩა: იცი, როგორ იკითხა? – ბექაზე კი გავიგე, ვინ არის და შენ მითხარი, შენ შესახებო. მეც ვუთხარი, პიანისტი ვარ, თან მუსიკას ვწერ-მეთქი.
ბექა: მერე ვთხოვეთ, შენთან ერთად ფოტოს გადავიღებთ-მეთქი.
ბაჩა: კი გადავიღეთ, მაგრამ ფოკუსში არ არის.
ბექა: ის დღე ისეთი მაგარი იყო, არასდროს დაგვავიწყდება. ამის მერე კიდევ ვიყავით მის კონცერტზე. საოცარი ემოციებია, როცა წინა რიგში ზიხარ და გამოდის – უყურებ ჯარეტს და ეს სულ სხვანაირი გრძნობაა.
– შენ და ჩიკ კორეაც მეგობრობთ?
– მე და ჩიკ კორეა უკვე ვძმაკაცობთ.
– დაახლოებით ერთი წლის წინ ორივესთან ჩავწერე ინტერვიუ. მას შემდეგ რა მოხდა საინტერესო თქვენს ცხოვრებაში?
ბაჩა: ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი ინფორმაცია შევიძინე, ბერკლიში რამდენიმე პროექტზე ვიმუშავე. ყველაზე დიდი, რაც ახლა ხდება, ის არის, რომ ბათუმის „ბლექ სი ჯაზ ფესტივალზე“ ჩამოვდივარ და ჩამომყავს ჩემი მასწავლებლები. ბერკლიში ბევრს არ აქვს იმის შანსი, მატერიალურ საშუალებას არ ვგულისხმობ, რომ თავის პედაგოგებთან ერთად წავიდეს სხვა ქვეყანაში და დაუკრას. შესაბამისად, ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, სერიოზულად ვემზადები. დარენ ბარეტს, რომელთანაც კლასები მქონდა აღებული და რომელიც დიდი მუსიკოსი, და ბერკლში ერთ-ერთი ყველაზე კარგი პედაგოგია, ეს ამბავი მოვუყევი. მოკლედ, გადავწყვიტეთ, რომ ისიც წამოსულიყო და მეც მასთან ერთად დავუკრავ. ისე გამოდის, რომ ჩემი კვინტეტია, მაგრამ მე ვუკრავ მათთან ერთად.
ბექა: ამ ერთი წლის განმავლობაში მეც ბევრი რამ ვისწავლე ნიუ-იორკში. თუმცა, კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. რაც მთავარია, შევეჭიდე ძალიან დიდ პროექტს, „ბლექ სი ჯაზ ფესტივალზე“ უნდა დავუკრა ფანკი-ელექტრიკი – თანამედროვე მუსიკა, ასევე, სტანდარტები და ჩემი თემები, სტივ უანდერი და სოულის ტიპის მუსიკა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პროექტია. აქამდე ასეთი რამ არ გამიკეთებია. ადრე მეგონა, რომ ჯარეტის მუსიკის გარდა სხვა მუსიკა არ არსებობდა. მაგრამ, ნიუ-იორკმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ბაჩა მძინარაშვილმა, მიმახვედრეს, რომ ასე არ არის. ბაჩამ ძალიან ბევრი ელექტრონული მუსიკა მომასმენინა, ბევრი რამ გამაცნო, მუსიკა სხვა კუთხით მაჩვენა.
ბაჩა: მე კი ჯარეტის გიჟი გამხადა ბექამ. რაც მე მაკლდა ამ მხრივ, ბექამ იცოდა და მასწავლა. რაც მე ვიცოდი, მას ვასწავლე და სულ ასე ვაცნობთ ერთმანეთს საინტერესო მუსიკას.
ბექა: კულტურის სამინისტროს დახმარებით მივდივართ ამ ფესტივალზე. ბატონი ნიკა რურუა და „ისთენპრომოუშენი“ დაგვეხმარა. ვერ გეტყვი, რომ ამერიკაში ადვილია კონცერტების გაკეთება და თან, მუშაობა. ამას დიდი პრომოუთი სჭირდება, რაზეც ლაპარაკი მიდის. „ბლექ სი ჯაზ ფესტივალის“ დახმარებით კი, ჩემი ბენდის პრემიერა შედგება. რაც მთავარია, მალე მოხდება ყველაზე დიდი რამ, სექტემბერში გავდივარ თელონიუს მონკის კონკურსზე. უკვე კვარტეტთან ერთად ჩავწერე სიდი. იმედია, მიმიღებენ.
– ამერიკაში, ალბათ, გენატრებათ ქართული გარემო.
– ძალიან მენატრება ქართული გარემო, საჭმელებიც. თუმცა, ნონა შენგელაია (ბექა ნონა და გია შენგელაიების ოჯახში ცხოვრობს – ავტორი) ამ საქმეში „ჯარეტია“. უფრო სიტუაციები და ჩემი ოჯახი მენატრება, ასევე, რამდენიმე ადამიანი.

скачать dle 11.3