კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე



კითხვა: რა პირობებს ეგუება ჰოვეა ბინაში და როგორ მოვუაროთ მცენარეს ზრდის პერიოდში?
პასუხი: ეს მცენარე ძალიან გამძლეა. მოსწონს კარგი სინათლე, თუმცა ნაკლებად ნათელ გარემოსაც იტანს. სასურველია, თუ სასტუმრო ოთახში ფანჯარასთან დადგამთ. მისთვის კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურაა 13-14 გრადუსი. ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრობით კი იმდენი წყალი დაასხით, ნიადაგი ძალიან არ გამოუშრეს. ზრდის პერიოდში სასურველია, თუ მიწას ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყავთ. თუ ჰოვეას სინათლეს და წყალს არ მოაკლებთ, ის თქვენს ბინაში ყველაზე ლამაზი მცენარე იქნება.
კითხვა: როგორ მოვუაროთ აზალიას?
პასუხი: ამ მცენარეს ძალიან მაღალი ტემპერატურა არ უყვარს. სიგრილეში მეტხანს ყვავილობს. ამ დროს კარგია მისთვის 10-16 გრადუსი. კაშკაშა სინათლეში ამყოფეთ, მაგრამ მზის გულს მოარიდეთ. აზალია მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგის მოყვარული მცენარეა. ეს ნიშნავს, რომ ნიადაგში ტორფის შერევა სჭირდება. მორწყეთ მხოლოდ რბილი, ნადგამი წყლით. მცენარის მიწას რეგულარულად სჭირდება წყლის მიწოდება და თხევადი სასუქით გამდიდრება. ზაფხულში შეგიძლიათ, გარეთ დადგათ, ზამთარში კი ბინაში შეიტანეთ და აღმოსავლეთის ფანჯარაზე დადგით.
კითხვა: ხშირად უნდა მოვრწყათ რაპისი?
პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში რეგულარულად მორწყეთ, ხოლო ზამთრის თვეებში, როცა ტემპერატურა დაბალია, მორწყვა შეუმცირეთ. გაითვალისწინეთ, რომ სითბოში რაპისს მაღალი ტენიანობა სჭირდება. ზაფხულში მიწა ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. 
კითხვა: პრეტენზიულია თუ არა ასპიდისტრა ბინაში და რა მიზეზით შეიძლება გაუყავისფრდეს მას ფოთლები?
პასუხი: ეს მცენარე ჭირვეული არ არის და ცოტაოდენი ყურადღება სჭირდება. ჩრდილს ეგუება, მაგრამ მისთვის უმჯობესია, სინათლეში ყოფნა. ის ნულს ზემოთ ყველანაირ ტემპერატურას იტანს. ზაფხულში, ასპიდისტრას აქტიური ზრდის პერიოდი აქვს და ამიტომ ამ დროს მისი მიწა  ტენიანი უნდა იყოს. შეიძლება ზედმეტი მორწყვისგან ფოთლებს ლაქები გაუჩნდეს. ამიტომ, ყოველთვის მორწყეთ რეგულარულად. ზაფხულის სეზონზე სასურველია, თუ სამ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყავთ ნიადაგს.
კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე გავზარდო ქამედორეა?
პასუხი: ეს მცენარე მწველ მზეს ვერ იტანს, თუმცა, ძალიან უყვარს კაშკაშა სინათლეში ყოფნა. თუ ასეთ ადგილას დადგამთ, მას სიჯანსაღეს შეუნარჩუნებთ. ქამედორეას მოსწონს, როცა ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსია, ზამთარში კი, გირჩევთ, 16 გრადუსი შეუნარჩუნოთ.

скачать dle 11.3