კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქმნის წვიმაში საცობებს და რატომ არ სჭირდება ამ დროს ავტომობილს განსაკუთრებული მართვა


ერთი შეხედვით ავტომობილის მართვა ძალიან მარტივია, მაგრამ რაც მეტს სწავლობ მის შესახებ და იზრდება პრაქტიკა, მით მეტად ხვდები, რომ მისი ინსტინქტების დონეზე მართვამდე ბევრი გვიკლია. ეს კი იმას გულისხმობს, რომ საავარიო სიტუაციის ანალიზი  და მისი თავიდან აცილება ავარიამდე შევძლოთ.
 მევლუდ მელაძე: მსუბუქი ავტომობილის მართვა შეუძლია ყველას, მაგრამ დროსთან ერთად ნათელი ხდება, თუ რამდენი წვრილმანი თუ მსხვილმანი არ ვიცით მის შესახებ და პრაქტიკაში კი ამას ან ვსწავლობთ ან ვერა. მაგალითად, გავდივართ ოთხმოცდაათგრადუსიან მოსახვევს. ამ ერთი მანევრის დაშლაც კი მილიონ ქვეპუნქტად შეიძლება – რა დროს უნდა დავიწყოთ საჭის მოტრიალება და რამდენად, რა მდგომარეობაში უნდა იყოს საბურავი და ასე შემდეგ. ეს კიდევ შეიძლება დაიშალოს პუნქტებად – როგორ განვსაზღვროთ ამისთვის ნორმა და სხვა. რაც უფრო მეტი ვიცით ავტომობილის შესახებ, ვხვდებით, რომ აღმოსაჩენი კიდევ ბევრია და შესასწავლი მართლა ამოუწურავია. სპორტსმენებიც კი, ყოველ შეჯიბრებაზე სხეულივით რომ ფლობენ სპორტულ ავტომობილებს, სულ ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებენ. ისეთი ნიუანსები იჩენს, თავს რომ თვითონვე გაკვირვებულები რჩებიან. მსგავს სირთულეებს რომ თავი დავანებოთ, ავიღოთ რამდენიმე მარტივი ხერხი, რითაც შეიძლება, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიხელმძღვანელოთ. მაგალითად, ავტომობილი გამოგვყავს ავტოფარეხიდან, რაც განსაკუთრებით რთულია ქალებისთვის. ვერ ხვდებიან როდის უნდა დაიწყონ მოხვევა, რომ უპრობლემოდ გამოვიდნენ. იგივე შეიძლება, ითქვას პარკირებული ავტომობილის გამოყვანაზეც, როცა წინ და უკანაც მანქანები ძალიან ახლოს დგას. თუ წინსვლით გამოხვალთ, ამ დროს, მინიმუმ ფარეხის უკიდურესი კიდე, ავტომობილის ცენტრს უნდა გაცდეს. თუ ოთხკარიანი ავტომობილი გყავთ, წინა და უკანა კარების გამყოფ ძელს უნდა გამოსცდეთ და მხოლოდ ამის მერე დაიწყოთ მოხვევა. რომც ჩანდეს, თითქოს ისე ახლოს ხართ, გაედებით – თუ უკან სწორად, მოხვევის გარეშე დაიხევთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაატრიალებთ საჭეს, არ არსებობს, რამეს დაეჯახოთ. თუ უკუსვლით გამოდიხართ, მხოლოდ მაშინ იწყებთ მანევრიებას, როცა მთლიანად, მთელი კორპუსით გამოცდებით ფარეხს. პარკინგის დროს კი, როცა ვიწროა გამოსასვლელი, ოდნავი მოხვევით – წინ და უკან სვლით, ეცადეთ, გამოსვლა. ამ დროს საჭე მხოლოდ ნახევრად ატრიალეთ.
– ამ გაუთავებელ წვიმებში, განსაკუთრებით იგრძნობა რომ საკუთარი ავტომობილის არაფერი გაგვეგება, ისე ნელა დადიან და იმდენი საცობი იქმნება, გამოდის არავინ იცის, რა სიტუაციაში როგორ მოიქცევა მისი მანქანა.
– განსაკუთრებით აღმართზე. ვთქვათ, მიადექით ქვაფენილიან, სველ აღმართს, წინასწარვე უნდა იცოდეთ, ასეთ აღმართზე გაჩერება თუ მოგიწიათ მერე დაძვრა იქნება ძალიან რთული. იმის საფრთხეც არის, რომ ავტომობილი დაბუქსავდეს და აქეთ-იქით სრიალი დაიწყოს. თუ ხედავთ, რომ წინ რაღაც ხდება და გაჩერება მოგიწევთ, უმჯობესია, ქვაფენილამდე გააჩეროთ, დაელოდოთ სიტუაციის განმუხტვას და შემდეგ ინერციით აიაროთ. ამ დროს ეცადეთ, სიჩქარე არც გაზარდოთ და არც შეანელოთ. სიჩქარის დაკარგვა და გაზის მიცემა, ნიშნავს, რომ ავტომობილი ბუქსაობას დაიწყებს და მართვას დაკარგავთ. რაც შეეხება დაღმართს. სველ, ქვაფენილიან დაღმართზე, უმჯობესია მართვის ავტომატური კოლოფი გადმოიტანოთ დაბალ სიჩქარეში, თუ სხარტად ჩასვლის საშუალება არ გვაქვს – „ელ”-ში, თუ მექანიკური მართვის სისტემაა, მაშინ დაღმართამდე შეარჩიეთ ისეთი სიჩქარე, რომელიც იმ დაღმართის ჩავლას ისე, უზრუნველყოფს არ დაგვჭირდება არც მუხრუჭის და არც გაზის პედალზე ფეხის დაჭერა.
– თუ ტალახიან მონაკვეთში მოვხვდით?
– თუ ავტომობილის ძირი არ ეხება ტალახს, პატარა ორმოა და მხოლოდ საბურავები ბუქსაობს, შეგიძლიათ, მისცეთ ძალიან მაღალი ბრუნები და შეცვალოთ კიდეც სიჩქარე. თუ ავტომობილს ეყოფა სიმძლავრე მეორე სიჩქარითაც შეგიძლიათ, გააგრძელებინოთ ბუქსაობა და დაახლოებით ათი-თხუთმეტი წამის შემდეგ საბურავები გახურდება. ეს კი გააცხელებს იმ ადგილს, სადაც მანქანა დგას. 95 პროცენტით ავტომობილი მოახერხებს ამ ორმოდან ამოსვლას და გზის გაგრძელებას. ერთადერთი, ეს მეთოდი არ გამოიყენება მაშინ, როცა მანქანა უკვე ძირით ეხება ტალახს.

скачать dle 11.3