კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები



კითხვა: თუ შეიძლება ამიხსნათ, რა არის იმის მიზეზი, თუ ძაღლს პირიდან არასასიამოვნო სუნი ამოსდის? ეს ჰიგიენის ნორმების არასათანადო დაცვასთან არის დაკავშირებული, თუ ორგანული პრობლემაა?
პასუხი: პირის ღრუდან სუნთქვის დროს მომჟავო, არასასიამოვნო სუნი  შეიძლება, მიუთითებდეს გასტრიტსა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებით პროცესებზე. უფრო ხშირად აწუხებთ იმ ჯიშის ძაღლებს, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი პროცესების მიმართ. ზეპირად დიაგნოზის დასმა ძნელია, უმჯობესია, მიმართოთ ვეტერინარს. ის დაათვალიერებს თქვენს ძაღლს და დასვამს ზუსტ დიაგნოზს, რის შემდეგაც სათანადო მკურნალობას დაუნიშნავს.
კითხვა: რა ორგანო აქვს ყველაზე მეტად ძაღლს განვითარებული?
პასუხი: ძაღლს ბევრი ორგანო აქვს კარგად განვითარებული, რომლის შესახებაც რამდენიმე ფრაზით ნამდვილად ვერ შემოვიფარგლები. ზოგადად კი, გეტყვით, რომ ძაღლს აქვს ძალიან კარგი ყნოსვითი ორგანო, ასევე მახსოვრობა. აქვს რთული ფსიქოემოციური სისტემა და განიცდის დარდს, სიხარულს, წყენას, შიშს, მოწყენილობას და სიყვარულსაც კი.
კითხვა: როგორც გავიგე, არსებობს ძაღლების სპორტის რამდენიმე სახეობა. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პირველად არც კი დავიჯერე. როგორ ფიქრობთ, საინტერესოა სპორტი ძაღლისთვის?
პასუხი: თქვენ წარმოიდგინეთ, სპორტი ძაღლისთვის ძალიან საინტერესოა. როცა გყავთ ცხოველი, რომელიც თქვენი კომპანიონია, ის რაღაცით უნდა დააკავოთ. დღევანდელობა იმის საშუალებას ნამდვილად იძლევა, რომ ცხოველი ისეთი რამით დააკავოთ, თვითონაც მიიღოთ სიამოვნება. აჯილითი კი ძალიან აზარტული და საინტერესო სანახაობაა. თუ გყავთ ძაღლი და ზრუნავთ მისი ცხოვრების სტილის გაჯანსაღებაზე, დააკავეთ ის სპორტით და თავადვე გასცემთ კითხვაზე პასუხს, საინტერესოა თუ არა სპორტი ძაღლისთვის.

скачать dle 11.3