კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევაფასოთ ლეკვის შეძენისას მისი ხარისხიანობა



რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ კინოლოგისგან თუ ძაღლის აყვანა გსურთ, მაგრამ არ ხართ ამ სფეროში კომპეტენტური. როგორ უნდა მიხვდეთ ლეკვი ხარისხიანია თუ არა, სად შეიძინოთ ის და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ამის შესახებ ძაღლსაშენ „ბოდიგარდ ლენდის” ხელმძღვანელი, ბექა მეტრეველი გვესაუბრება.
ბექა მეტრეველი: უპირველესად, ადამიანმა თავად უნდა გაიაზროს, რისთვის უნდა ძაღლი და შემდეგ შეარჩიოს შესაბამისი ჯიში. თუ ბინის პირობებში გჭირდებათ საყვარელი არსება, არჩევანი მომცრო ზომის ძაღლზე გააკეთეთ. თუ ტერიტორიის მცველი გჭირდებათ, მაშინ სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლი შეარჩიეთ, თუ ლამაზ „დეკორაციას ეძებთ” ამისთვის სპეციალური ჯიშები არსებობს, მაგალითად, „ში-ცუ,” „პეკინესი” და ასე შემდეგ. ისინი ვიზუალურად ძალიან ლამაზები არიან. ამ ყველაფრის შემდეგ ისიც უნდა გაიაზროთ, თუ რა მოთხოვნილება გაქვთ ამა თუ იმ ჯიშის ძაღლისადმი და რა დონის ძაღლის შეძენა გსურთ – გნებავთ, რომ ის იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშის წარმომადგენელი, ელიტარული წარმომავლობის, მიიღოს მონაწილეობა გამოფენებზე, თუ უბრალოდ, ოთხფეხა მეგობარს ეძებთ. როცა ამ ყველაფერს გადაწყვეტთ, უნდა მიმართოთ ძაღლსაშენს და არავითარ შემთხვევაში, რაიმე სხვა ორგანიზაციას. რატომღაც, საქართველოში მიღებულია კლუბებში ლეკვის შეძენა. დაიმახსოვრეთ, ძაღლი არასდროს იყიდოთ ბაზრობაზე, ან თბილისის გასასვლელში, სადაც ხშირად დგანან ვიღაცეები, ხელში ლეკვებით და კავკასიურიაო, გაიძახიან. ეცადეთ, ძაღლი ძაღლსაშენში შეიძინოთ, სადაც ყველანაირი პირობაა იმისთვის, მოტყუებული არ დარჩეთ. თუ მაღალი დონის ძაღლი გსურთ, შემოგთავაზებენ სწორედ ასეთს. გსურთ, შედარებით დაბალი დონის? მიიღებთ მასაც. შესაბამისად, ფასიც სხვადასხვაა. თუ ტოპ-ლეკვი გნებავთ, ის 1 000-1 500 ევრომდე ღირს, თუ ჯიშიანი ძაღლი გსურთ უბრალოდ ოჯახისთვის – შეიძლება 300-500 დოლარი ღირდეს. არის უამრავი ჯიში, ძალიან დიდი პრობლემები რომ აქვთ დისპლაზიასთან, ანუ სახსრებთან დაკავშირებით.
 არის ჯიშები, თვალებზე აქვთ პრობლემები. როცა ძაღლსაშენში იძენთ ცხოველს იმის გარანტიაც არსებობს, რომ ძაღლს ეს პრობლემები არ ექნება. თუ მაინც დაემართა ეს დაავადებები, მომშენებელი დაგეხმარებათ მის განკურნებაში, ან ფულს დაგიბრუნებთ და სხვა ლეკვს შემოგთავაზებთ და ასე  შემდეგ.
– რამდენი ძაღლსაშენია საქართველოში?
– დღესდღეობით საქართველოში 5 ძაღლსაშენია, რომელთაც შეუძლიათ საზოგადოებას მართლაც ნორმალური ძაღლები შესთავაზონ. რეკლამა რომ არ გამომივიდეს, მხოლოდ ჯიშებს დავასახელებ. საქართველოში არის ბოქსიორების ძალიან მაღალი დონის ძაღლსაშენი, სადაც რამდენიმე ძაღლი ქვეყნის ჩემპიონია. არის ასევე ძალიან კარგი ძაღლსაშენი, სადაც მღვდელმსახურები კავკასიურ ნაგაზს ამრავლებენ. ნორმალური ძაღლსაშენია ასევე, სადაც გერმანული და აზიური ჯიშის ნაგაზს ამრავლებენ. კარგი ძაღლსაშენია როტვეილერებისაც და კანე კორსოებისაც. კავკასიურების გარდა, ყველა ძაღლსაშენი თბილისშია.
 ძაღლსაშენი რომ არსებობდეს, ის ყველა ვარიანტში უნდა იყოს ლეგიტიმური საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის მიერ. მომშენებელმა ძალიან კარგად იცის ამა თუ იმ ჯიშის სტანდარტი, მისი წარმომავლობა და იცის, როგორი უნდა იყოს ის. მან იცის, როგორ შეარჩიოს სასურველი წყვილი ჯიშის სტანდარტისა და მოთხოვნისამებრ და სწორად დართოს ისინი. შეიძლება, ნამატში ორი მსოფლიოს ჩემპიონისგან დაიბადოს მახინჯიც, სიმპათიურიც და ძალიან ლამაზი ლეკვიც. მომშენებელი იმისთვის არსებობს, სათანადო განათლებისა და  კომპეტენციის წყალობით სწორად შეარჩიოს ლეკვი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ვისაც ლეკვის შეძენა სურს, სპეციალისტმა უნდა შესთავაზოს და აუხსნას, რომ ლეკვი პოტენციური ჩემპიონია, ან საგამოფენო კლასისაა ან შეიძლება, გყავდეთ როგორც კომპანიონი, მცველი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ყველა ლეკვს ფასიც სხვადასხვა აქვს. ამიტომ, როცა ძაღლსაშენში ვიძენთ ლეკვს, თავიდანვე  ვიღებთ ინფორმაციას და ვიაზრებთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. მომშენებელი შემდგომშიც გაუწევს ძაღლის პატრონს რეკომენდაციებს. ეს ყველაფერი მომშენებლის კომპეტენციაა. სამწუხაროდ, საქართველოში მომშენებელთა ნაკლებობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უწოდებს თავს მომშენებელს, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ საქართველოში მაქსიმუმ, 4-5 ადამიანია ასეთი. ისინი მართლაც მომშენებლები არიან, დანარჩენები კი, უბრალოდ, ლეკვებით ვაჭრობენ. ეს კი სხვადასხვა რამაა.
– მაშინ გვითხარით, როგორ მივხვდეთ, თუ ვინ არის პროფესიონალი მომშენებელი?
– თუ განცხადება ნახეთ ინტერნეტში, ჟურნალში ამოიკითხეთ ამის შესახებ, ან მეგობარმა მოგცათ ინფორმაცია, მიდით მისამართზე და ნახეთ ძაღლები. შეამოწმეთ სერტიფიკატები და მიაქციეთ ყურადღება წარმატებები თუ აქვთ. ძაღლსაშენში უნდა იყოს მოვლილი, სუფთა ძაღლები. მომშენებელი კი განათლებული, ინტელექტუალურად მოსაუბრე უნდა გახლდეთ. მაღალი დონის ძაღლსაშენი, ეს არ არის უბრალო და, ფულის საკეთებელი მახე, რომელიც ლეკვებს  შტამპავს და ყიდის. მერწმუნეთ, ნებისმიერი მაღალი დონის ძაღლსაშენს ხარჯი მეტი აქვს ვიდრე მოგება. ეს უბრალოდ, ჰობია ოღონდ უკვე დაავადებად ქცეული. ეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მომშენებელს. 
– ბაზრობაზე ლეკვის ყიდვა ფაქტია, დიდი რისკია.
– ერთ შემთხვევას მოგიყვებით. ერთხელ ორთვიანი ხვეწნის შემდეგ, მეგობარს, რომელსაც კოკერსპანიელის ლეკვის შეძენა სურდა, დიღმის ბაზარზე გავყევი ლეკვის სანახავად – დამიყოლია და წავყევი. თუმცა, რა უნდა ამერჩია იქ, არ ვიცი. როცა არც დედა ვარგა, არც მამა  ვარგა და წინაპრები, თავისთავად, ლეკვი ლამაზი არ იქნება და რა გაიზრდება მისგან, არავინ იცის. აქედან გამომდინარე, უნდა ამერჩია ისეთი, რომ არ ყოფილიყო კოჭლი, ავადმყოფი და ასე შემდეგ. გამყიდველს ელემენტარული კითხვა დავუსვი, მან კი მიპასუხა რომ ლეკვის მამა მსოფლიოს ჩემპიონია. რომ ვკითხე, რაში-მეთქი, მიპასუხა – სიჭკვიანეშიო. რა მსოფლიოს ჩემპიონზეა საუბარი დიღმის ბაზარში, ეს აბსურდია. არ შეიძლება, მსოფლიოს ჩემპიონი იყოს ძაღლი და მას ყელზე 2-ლარიანი ქამარი ეკეთოს. მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამგზავრება და მასში მონაწილეობის მიღება, უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული, ძაღლს რომ თავი დავანებოთ. აქედან გამომდინარე, როცა ძაღლს 2-ლარიანი საყელური აქვს, რადგან პატრონს მეტის საშუალება არ აქვს, თავისთავად, ის ძაღლის ჩემპიონატზე წამყვანიც არ არის. ამ ლოგიკურ დასკვნამდე მისვლას, დიდი კინოლოგობა არ სჭირდება.
– ალბათ, მაინც სასურველია, ძაღლი კინოლოგის გარეშე არ შევიძინოთ.
– საქართველოში თუ მომშენებლების დეფიციტია, შესაბამისად კინოლოგიის დეფიციტიცაა. აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია პროფესიონალის ნახვა. ჩემი რჩევაა, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი მაღალი ხარისხისა და ჯიშის ძაღლის შეძენა სურს, საქართვეელოში ლეკვი არ იყიდოს.

скачать dle 11.3