კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიახლეებს ჰპირდება თბილისის ზოოპარკი დამთვალიერებელს და როდის გადაიტანენ მას სხვა ტერიტორიაზე


თბილისის ზოოპარკი ყოველთვის განახლების პროცესშია და ახალი სეზონისთვისაც ბევრი ისეთი პროექტი აქვთ, რაც ადრე არ იყო. მნიშვნელოვანია, რომ პატარებისთვის ყოველ შაბათ-კვირას იმართება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, სადაც მთლიანად არიან ჩართული ბავშვები. როგორ მიმდინარეობს განახლების პროცესი თბილისის ზოოპარკში და რა ახალ პროექტებზე მუშაობენ ამჟამად, გვესაუბრა ზოოპარკის დირექტორი ზურა გურიელიძე: თბილისის ზოოპარკში ახალ სეზონზე ძალიან ბევრი სიახლეა. უპირველესად ის, რომ ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას უცხო ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოგვყავს თეთრი ლომები, ძუც და ხვადიც. აქამდეც უნდა ჩამოგვეყვანა, მაგრამ, მოლაპარაკებები ცოტა გაიწელა, რადგან თეთრი ლომი ძალიან რთული ცხოველია და, აქედან გამომდინარე, ბევრი დეტალია დასაზუსტებელი. ვოლიერები უკვე მზად გვაქვს, ახლა ოფიციალურ მხარეს მოვაგვარებთ და სექტემბრისთვის, ალბათ, უკვე ჩამოვიყვანთ. ასევე, ვაპირებთ სხვა ცხოველების ჩამოყვანას; ზოგი ძუ გვყავს და ხვადი გვინდა დასაწყვილებლად, ან – პირიქით. მალე ჩამოვიყვანთ მაიმუნ კიბონს – მდედრი გვყავს. უკვე ორი წელია, რაც საერთაშორისო წოდება მოვიპოვეთ და, აუცილებელია, ყველა საერთაშორისო პირობა დავაკმაყოფილოთ. ეს საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ახლად ჩამოყვანილ ცხოველებს განსაკუთრებული პირობების შექმნა სჭირდება, რომ ახალ გარემოს შეეგუონ.
– ყოფილა შემთხვევა, რომ ცხოველი ვერ შეგუებია აქაურ პირობებს?
– დიახ, ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. მართალია, ცოტა, მაგრამ, მაინც. იყო შემთხვევა, რომ ჩამოყვანილი მაიმუნი ვერ შეეგუა აქაურ პირობებს და მოკვდა; ასევე, იყო დათვი – მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩვენ მისთვის ყველა პირობა შევქმენით, მაინც ვერ შეეგუა ამ პირობებს. ყველა ცხოველისთვის წინასწარ არის რაციონი შედგენილი, რომლის მიხედვითაც ხდება მათი გამოკვება. ჩვენ ხელი იმითაც გვეწყობა, რომ აქ მოდის ბევრი ისეთი პროდუქტი, რომელიც ტროპიკულ ქვეყნებში არ არის. თანამშრომლებს ევალებათ ცხოველებისთვის ვოლიერების დასუფთავება, რაც საკმაოდ რთული პროცესია. ვოლიერის დასუფთავების დროს ცხოველი აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ცალკე და უნდა შევიდეს ორი ადამიანი. ასევე, გვყავს პროფესიონალი ვეტერინარები, რომლებიც ზრუნავენ ცხოველების ჯანმრთელობაზე. დროდადრო ხდება ჩვენი თანამშრომლების გადამზადება. ზოგ შემთხვევაში უცხოელი სპეციალისტები ჩამოგვყავს და ისინი ატარებენ ტრენინგებს ადგილზე. სხვადასხვა ჯგუფები მუშაობენ საშიშ ცხოველებთან, ნაკლებად საშიშებთან, ფრინველებთან და ასე შემდეგ. ცალკე ტრენინგები ტარდება იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ შხამიან ცხოველებთან. მათ უნდა გაითვალისწინონ ყველა დეტალი, რომ უბედური შემთხვევა არ მოხდეს.
– ბატონო ზურა, აქ სისტემატურად მიმდინარეობს განახლების პროცესი, მაგრამ არის საუბარი ზოოპარკის აქედან გადატანაზე?
– არ დაგიმალავთ, ამ თემაზე მართლაც არის საუბარი, მაგრამ, ეს მალე არ მოხდება, რადგან  გასაკეთებელია პროექტი, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დეტალი: ვოლიერების განლაგება, მათი მოწყობა, რათა შესაძლებელი იყოს მათთვის საუკეთესო პირობების შექმნა. თავიდანვე უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა წვრილმანი, რომ შემდეგ რაიმე გაუგებრობა არ მოხდეს. სანამ ეს მოხდება, ჩვენი ვალია, აქ მოვახდინოთ განახლება, რომ შევძლოთ, დავაკმაყოფილოთ საერთაშორისო სტანდარტები. ჯერჯერობით სივიწროვეა მარტო ეგზოტარიუმში, რომელიც გადაჭედილია და ახალი ცხოველების ჩამოყვანას ვერ ვახერხებთ.
– ბოლო პერიოდში გაქვთ სიახლე პატარებისთვის. ამაზე რას გვეტყვით?
– ყოველ შაბათ-კვირას, დღის 2 საათზე, ზოოპარკში იმართება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობენ ჯამბაზები, სხვადასხვა ზღაპრის გმირები და, მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტმა გაამართლა. ის, რომ ეს ყველაფერი შემეცნებით ხასიათს ატარებს, მნიშვნელოვანია ბავშვის ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად. მათ ყველაფრიდან რაღაც აზრი გამოაქვთ, რაღაც ახალს იგებენ, სწავლობენ ურთიერთობას. უნდა განახათ, იმ დროს აქ რა ხდება. ბავშვები მთლიანად არიან ჩართულები ამ პროცესში: ყვებიან ზღაპრებს, ერთობიან ჯამბაზებთან ერთად და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენთან, ზოოპარკის ტერიტორიაზე, ფუნქციონირებს ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია ბავშვის მოყვანა. ეს ცენტრი ადრე აბსოლუტურად უფასო იყო, მაგრამ ახლა დავაწესეთ მიზერული გადასახადი, იმიტომ რომ, როდესაც უფასო იყო, მშობლები ხშირად არ ატარებდნენ ბავშვებს. ახლა კი, ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, რაშიც ფულს იხდიან, იმას უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებიან და იშვიათად აცდენენ აქ გამართულ ლექციებს. ამ ცენტრში გაერთიანებული ბავშვები დაგვყავს ექსკურსიებზე ნაკრძალებში, იმართება კონფერენციები, ვასწავლით ბუნების სიყვარულს, ცხოველებთან ურთიერთობას და ასე შემდეგ.
სისტემატურად ხდება ზოოპარკის განახლება. გვაქვს ბევრი ახალი პროექტი და, ვნახოთ, რა იქნება. ჩვენ ძალას არ ვიშურებთ, რომ აქ მოსულმა ადამიანმა ერთი საუკეთესო დღე გაატაროს. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

скачать dle 11.3