კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

შეშლილი მარშრუტი, ნაქურდალის ამოღება და 70 გრამი ოპიუმით დაკავებული ნარკომოვაჭრე



ნაქურდალის ამოღება

მე და ჩემი სამი თანამშრომელი ზუგდიდში ვიმყოფებოდით მეგობრებთან და სუფრა გაგვიშალეს. ნასვამები ვიყავით და უკან რომ წამოვედით, გზაში ჩაგვთვლიმა. ჩრდილო ოსეთის ნომრიანი „ჟიგულით“ ვმოძრაობდით, რადგან პატრონს მანქანა ახალი ჩამოყვანილი ჰყავდა. დაახლოებით, თხუთმეტი წუთია გასული და ჩვენი მასპინძლის შეშფოთებული ხმა გვესმის, რომელიც ჩვენთან ერთად ბრუნდებოდა თბილისში:

– გალში ვართ, გზა შეგეშალაო...

როგორც ეტყობა, ჩრდილო ოსეთის ნომრები რომ გვქონდა, ქართველებმაც და აფხაზებმაც იმიტომ გაგვატარეს თავ-თავიანთ პოსტებზე, მაგრამ უკან დაბრუნება არ გინდა? თანაც, ყველას იარაღი გვაქვს და რომ გაგვაჩერონ და გაგვჩხრიკონ, დიდი შარი არ აგვცდება. ამიტომ, მანქანა გავაჩერეთ და გალიდან მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსს, მერაბ ბაღათურიას დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი, ანუ ყოველი შემთხვევისთვის, გავაფრთხილე. იმას კი ხუმრობა ეგონა და მითხრა, ბარემ გალში ხართ, მისამართს მოგცემთ და ნაქურდალი მუსიკალური ცენტრი ამოიღეთ ერთი ბინიდანო. ვიღაც გალელი ბიჭი ჰყოლია დაჭრილი მერაბს და იმას უთქვამს, ნაქურდალი გალში მაქვსო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღნიშნულ მისამართზე მივედით, მუსიკალური ცენტრი მანქანაში ჩავდეთ, უკან გამოვბრუნდით. პოსტებიც კვლავ უპრობლემოდ გამოვიარეთ და სამმართველოში რომ გალიდან წამოღებული ნაქურდალი მუსიკალური ცენტრი მივუტანეთ მერაბ ბაღათურიას, სამმართველოს უფროსი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა...

ძაღლები

ერთხელ ჩვენს თანამშრომელს დედა გარდაეცვალა რაჭაში და რაღაც საქმის გამო დასაფლავებაზე გამგზავრება შეგვაგვიანდა. ვერ ვასწრებდით და ამიტომ გავრისკეთ და „ჩერეზ“ ცხინვალი გავემგზავრეთ მოკლეზე. უკვე რაჭის საზღვარზე ვიმყოფებოდი, რომ წყალი აგვიდუღდა და მანქანა შევაჩერეთ. გადმოვედით და „ჩალიჩი“ დავიწყეთ. ისეთი ადგილია, კაციშვილი არ ჭაჭანებს, ირგვლივ მთები და ტყეა, ვერც კი იფიქრებ, იქ თუ ადამიანი დადის. უკვე გასამგზავრებლად გავემზადეთ, როცა გაბმული სტვენის ხმა გავიგონეთ. ტყისკენ გავიხედეთ და საკმაოდ მოშორებით ახალგაზრდა კაცი შევნიშნეთ. მან გამოგვძახა:

– ძმებო, ძმებო, ძაღლები ხომ არ არიან ახლო-მახლო?!

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიუარეთ. მან კი მოცდა გვთხოვა, შემდეგ გორაკები გადმოიარა და ონამდე მიყვანა გვთხოვა. თან გაგვანდო, რომ ცხინვალიდან მოდიოდა და იაფად აღებული წამალი მოჰქონდა. ჩვენი მეგზური მანქანაშივე გავჩხრიკეთ, 70 გრამი ოპიუმი აღმოვუჩინეთ, ონის პოლიციას ჩავაბარეთ და შემდეგ დასაფლავებაზე წავედით...

პოლკოვნიკ გოჩა ალფაიძის ნაამბობის მიხედვით მოამზადა

ნიკა ლაშაურმა


скачать dle 11.3