კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დამარხეს მიწაში და-ძმა კობერიძეებმა თავიანთი შვილი



ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა კაცი რკინის ღობეზე გადაძვრა და ორსართულიანი სახლისკენ წავიდა, რომელიც წყნეთის ხშირ ფიჭვნარში მდებარეობდა. მან ხელით მოსინჯა ქამარში გარჭობილი მაყუჩიანი პისტოლეტი და ორლესული ხანჯალი, შემდეგ ოფლი მოიწმინდა და ჩაილაპარაკა: „ეტყობა, ღრმად სძინავს, ბოლოს მოვუღებ და სამუდამოდ დავაძინებ“.
ახალგაზრდამ გზის გაგრძელება დააპირა, მაგრამ ამ დროს სახლის კარი გაიღო და იქიდან ოცდახუთიოდე წლის ახალგაზრდა გამოვიდა. ხელში მას პატარა ყუთი და ნიჩაბი ეჭირა. მან რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ყუთი მიწაზე დადო და მიწის თხრა დაიწყო. როდესაც ორმო მზად იყო, ყუთი შიგ ჩაფლა, მიწა დააყარა და ისევ სახლისკენ გაემართა. კაცი ნიჩბიანს მიეპარა და ხანჯალი შიგ გულში აძგერა, შემდეგ ამოაძრო და ამჯერად უკვე მუცელში ჩაარტყა. ახალგაზრდა მიწაზე დაეცა, ხოლო თავდამსხმელმა ნიჩაბი აიღო და იქითკენ გაემართა, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდამ ყუთი დამარხა.  მან ყუთი ამოთხარა, გახსნა და გაოგნდა – ჩვილი იწვა, რომელსაც პირი ცხვირსახოცით ჰქონდა აკრული. თავდამსხმელმა ბავშვს ცხვირსახოცი მოხსნა და შეანჯღრია. როცა დარწმუნდა, რომ პატარა ცოცხალი იყო, ისევე ყუთში ჩააწვინა და ბავშვთან ერთად ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. თავდამსხმელი ოთარ შიუკაშვილი იყო, მეტსახელად „ცალთვალა“, მისი მსხვერპლი კი მილიციის ლეიტენანტი ჯემალ კობერიძე. მან სამიოდე თვის წინ ცალთვალას ძმა მოუკლა, რომელიც მილიციას ეჭვმიტანილის სტატუსით ჰყავდა დაკავებული. კობერიძემ ცალთვალას ძმა აწამა და, როდესაც შემოაკვდა, მეხუთე სართულიდან გადააგდო.
„შენს ძმას გაქცევა უნდოდა, გადახტა და მოკვდა“, – ასეთი პასუხით გამოისტუმრეს ცალთვალა მილიციიდან და უფლება მისცეს, ძმა დაესაფლავებინა, ოღონდ, თუთიის კუბოთი...
18 წლის შემდეგ
– შეგიძლია, ჩაიცვა, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, – თქვა ექიმმა და ხელების დასაბანად ონკანისკენ გაემართა.
პოდპოლკოვნიკმა, რომელსაც გულთან და მუცელზე უზარმაზარი იარები ჰქონდა, მაისური გადაიცვა და ექიმს ჰკითხა:
– ესე იგი, ყველაფერი რიგზეა, ექიმო?
 – რიგზეა, ამხანაგო ჯემალ, რიგზე, თვრამეტი წელიწადი გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან და შენი შემოწმების შემდეგ ყოველთვის განცვიფრებული ვარ, როგორ გადარჩი. ორივე ჭრილობა სასიკვდილო იყო და ღმერთმა გადაგარჩინა.
– ღმერთმა არა... – ხელი ჩაიქნია კობერიძემ, – ღმერთი არ არსებობს. უბრალოდ, ძლიერი ორგანიზმი მაქვს და სულ ესაა.
– მაინც, ვინ გაგიმეტა ასე უმოწყალოდ? – სასაუბრო თემა შეცვალა ექიმმა.
– ყოველთვის უამრავი მტერი მყავდა. პატიოსან კაცს მტერს რა გამოულევს. როგორც ეტყობა, ერთ-ერთმა გადაწყვიტა ჩემი მოშორება, მაგრამ, არაფერი გამოუვიდა.
კობერიძემ ფორმა ჩაიცვა, ექიმს გამოემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა, სადაც მას 17 წლის ქალიშვილი ელოდებოდა.
ჯემალ კობერიძე მილიციაში ოდიოზური ფიგურა იყო. მას არა მარტო ბოროტმოქმედები უფრთხოდნენ, არამედ კოლეგებიც. მოუსყიდავი ადამიანის სახელი ჰქონდა გავარდნილი, სინამდვილეში კი მექრთამე იყო და იმაშიც კი იღებდა ფულს, რომ პატიმარი არ ეწამებინა.
სიკვდილს გადარჩენილ კობერიძეს რამდენიმე კაცზე ჰქონდა ეჭვი, რომელთა შორის ცალთვალაც იყო, თუმცა ცალთვალამ რუსეთში გადახვეწა მოასწრო. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ კობერიძე მოსკოვში გაგზავნეს სასწავლებლად და ოთხი წლის შემდეგ თბილისში დაბრუნებულ კაპიტანს ძებნა აღარ გაუგრძელებია.
„ცალთვალა“
ოთარ შიუკაშვილი ქვრივი იყო. კობერიძეზე თავდასხმიდან ერთ თვეში მან სახლ-კარი გაყიდა და როსტოვში გადასახლდა. ცალთვალა ჯიბგირი იყო, თუმცა მისი საქმიანობა მილიციის ყურამდე არასდროს მისულა ის მხოლოდ ვიწრო წრეში იყო ცნობილი. გადარჩენილ ბავშვს მან რომანი დაარქვა და გვარად სიმონოვი მისცა. თავადაც სიმონოვად გადაიკეთა გვარი და როსტოვის გარეუბანში  დასახლდა. ცალთვალა ჯიბგირობით ირჩენდა თავს და უნებლიეთ ეს პროფესია რომანსაც შეასწავლა. 12 წლის რომან სიმონოვი როსტოვის შავ სამყაროში „პერსპექტიულ“ ჯიბგირად ითვლებოდა და, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მილიცია მას ფაქტზე ვერ იჭერდა. როდესაც რომანი 16 წლის შესრულდა, მან ყაჩაღობა დაიწყო და ერთ-ერთი საქმის დროს ადამიანი შემოაკვდა. ის სისასტიკით გამოირჩეოდა და სახლის პატრონი გამოსატეხად უთოთი აწამა. რომანი დააპატიმრეს, თუმცა მან ბადრაგს სამართებლით ყელი გამოსჭრა და გაიქცა. იმავე საღამოს რომანი შინ დაბრუნდა.
– ფული მომე, მოხუცო, უნდა დავიმალო, ორი ტრუპი ავიკიდე, – უთხრა რომანმა ცალთვალას, რომელიც ზიზღით მისჩერებოდა მკვლელს.
– რას ერჩოდი, რატომ კლავდი? – ჰკითხა ცალთვალამ.
– შენ მამაჩემი ხარ თუ იმათი მამა? – კითხვა შეუბრუნა რომანმა ცალთვალას, მოულოდნელად ყელში წვდა, ძლიერად მოუჭირა თითები და ხროტინი დააწყებინა.
– მამაშენივით სასტიკი და დაუნდობელი ხარ, – თქვა ცალთვალამ, – შემდეგ კარადიდან ზეწრის ნაგლეჯი და მოყვითალო ფერის ცხვირსახოცი გამოიღო, რომელზეც წითელი ძაფით იყო ამოქარგული ინიციალები „თ. კ“.
– რას ბოდავ, მოხუცო, ვინ მამაჩემზე ლაპარაკობ, აბა, შენ ვინ გდიხარ?
ცალთვალამ რომანს ყველაფერი უამბო და ბოლოს დასძინა:
– როდესაც გავიგე, რომ კობერიძე გადარჩა, ხელი მოგკიდე და აქეთ გადმოგხვეწე.
– დედაჩემი ვინღაა?
– ალბათ, ამ ცხვირსახოცის პატრონი.
– რა იცი, იქნებ, არც ის კობერიძეა მამაჩემი? – დაეჭვდა რომანი.
– ისაა, – გაეცინა ცალთვალას, – ჯერ ერთი, ძალიან დაემსგავსე, მთავარი კი ისაა, რომ მასავით სასტიკი ხარ – გენები ძლიერი რამაა.
რომანს შეშლილივით გაეცინა, შემდეგ თავის აღმზრდელს მოულოდნელად მოუქნია  უზარმაზარი ხანჯალი და წიწილასავით წააცალა თავი. ბოლოს ფული მოძებნა, ტანსაცმელი გამოიცვალა და წავიდა.
შეყვარებულები
ნატა კობერიძე სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა. ის შეყვარებული იყო. სამი თვის წინ მან ახალგაზრდა, ახოვანი რუსი ყმაწვილი გაიცნო და შეუყვარდა, რომელიც შემთხვევით მუშტაიდის ბაღში შეხვდა. ყმაწვილს პეტია ერქვა და გოგონას ისე შეუყვარდა, რომ მის გარეშე სიცოცხლე აღარ შეეძლო. პეტია და ნატა ინტიმურადაც დაახლოვდნენ და გოგონა დაფეხმძიმდა. ნატამ დედ-მამას ვერ გაუბედა ამის თქმა და მამიდამისის, თინიკოს წინ აქვითინდა.
– მამიდა, ფეხმძიმედ ვარ, პეტია კი ორი კვირაა, არ გამოჩენილა. ნეტავი, ხომ არ მიმატოვა?
თინიკო 39 წლის შინაბერა იყო და, მშვენიერი გარეგნობის მიუხედავად, ოჯახი არასოდეს შეუქმნია.
– ამაზე თავის დროზე უნდა გეფიქრა, – უთხრა ქალმა, – ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებთ. ტირილით კი საქმეს ვერ უშველი.
თინიკომ ძმისშვილს ცხვირსახოცით მოსწმინდა ცრემლები, რომელზეც წითელი ძაფით იყო ამოქარგული ინიციალები – „თ. კ“.
გოგონა ფეხმძიმობის მეოთხე თვეზე იყო და აბორტის გაკეთება აღარ შეიძლებოდა. მამიდამისმა ეს ამბავი თავის ძმას, ჯემალს შეატყობინა, რომელიც მიტკალივით გაფითრდა, თუმცა, მაინც შეძლო თავის მოთოკვა და თინიკოს უთხრა:
– ნამდვილად ღვთის რისხვა ტრიალებს ჩვენს თავზე.
– კარგი ერთი, – თავი გააქნია თინიკომ, – ღმერთი არ არსებობს.
– არსებობს, – კოპები შეკრა ჯემალმა და მაგიდაზე ცხვირსახოცი და ზეწრის ნახევი დადო.
– ამით ხომ ჩვენ ბავშვი დავმარხეთ, – იყვირა თინიკომ, – კი მაგრამ, აქ საიდან გაჩნდა?
– ამ დილას გამომიგზავნა ვიღაც უცნობმა. როგორც ჩანს, ჩვენი ბავშვიც იმან გადაარჩინა, ვინც მე მაშინ დამესხა თავს. ახლა კი ის ჩემს დაშანტაჟებას ცდილობს.
– მაინც, რას ითხოვს?
– ამ წერილში წერია, რომ თუ 20 ათასს არ გადავიხდი, მაშინ ჩვენს საიდუმლოს გაახმაურებს.
– უნდა გადაუხადო, სხვა გზა არაა, – თქვა თინიკომ.
სისხლიანი ქორწილი
ჯემალმა ინკოგნიტო შანტაჟისტს დათქმულ ადგილზე 20 ათასი მანეთი მიუტანა და ქვის ქვეშ ამოდო. ორი კვირის შემდეგ, უკვე ფეხმძიმობის მეხუთე თვეზე მყოფ ნატას მისმა შეყვარებულმა დაურეკა.
– საყვარელო, ბოდიში, რომ ასე მოულოდნელად მომიწია შენი დატოვება, მაგრამ გადაუდებელი საქმეები მქონდა რუსეთში. ახლა აქ ვარ და მოუთმენლად ველოდები შენთან შეხვედრას.
გახარებული ნატა იმავე დღეს შეხვდა პეტიას და ახალგაზრდებმა დაქორწინება გადაწყვიტეს.
სამი დღის შემდეგ პეტია კობერიძეების ოჯახში მივიდა ნატას ხელის სათხოვნელად. ჯემალმა ზღაპრული სუფრა გაშალა მომავალი სასიძოს გასაცნობად.
პეტიამ ჯემალზე და თინიკოზე უცნაური შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ყმაწვილი საკმაოდ კულტურული ჩანდა, და-ძმას ის თვალში არ მოუვიდა, თუმცა, ეს აშკარად არ გამოუხატავთ. იმ საღამოს გადაწყდა, რომ ნატა და პეტია ორ კვირაში დაქორწინდებოდნენ.
რომან სიმონოვზე, იგივე პეტიაზე, საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული. მას წვერ-ულვაში ჰქონდა მოშვებული და სათვალით დადიოდა – ასე გარეგნობაც საგრძნობლად ჰქონდა შეცვლილი. მას შემდეგ, რაც ჯემალს 20 ათასი გამოსძალა, რომანმა საბურთალოზე  იქირავა ბინა, იქ ცხოვრობდა, პარალელურად კი ძარცვა-გლეჯას განაგრძობდა. ერთ-ერთი ინჟინრის დაყაჩაღებისას კი მორიგი სასტიკი მვლელობა ჩაიდინა. მართალია,  რომანმა გაქცევა მოასწრო, მაგრამ მას „კაგებე“ დააჯდა კუდზე.
მაისის ბოლო შაბათ დღეს რომანმა და ნატამ მმაჩის ბიუროში მოაწერეს ხელი და კობერიძეების ოჯახში დაბრუნდნენ. საქორწილო სუფრაზე ჯემალს მხოლოდ ახლობლები ჰყავდა დაპატიჟებული – მაგიდასთან სულ 30 ადამიანი იჯდა.
საღამოს 8 საათზე, როდესაც ქეიფმა ზენიტს მიაღწია, კობერიძეების ბინაში უშიშროების ოპერჯგუფი შეიჭრა და პეტიას დაპატიმრება სცადა.
პეტიამ, იგივე რომანმა, სინამდვილეში კი და-ძმა ჯემალ და თინიკო კობერიძეების შვილმა, პიჯაკის ჯიბიდან ორი ცალი პისტოლეტი ამოაცურა და უშიშროების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. ურთიერთსროლის დროს დაიღუპნენ ნატა, თინიკო და ჯემალ კობერიძეები, უშიშროების სამი თანამშრომელი კი მძიმედ დაიჭრა. თავად რომანი მხოლოდ მხარში იყო დაჭრილი და უშიშროების იზოლატორში გადაიყვანეს.
რომან სიმონოვი როსტოვში გაასამართლეს და ნოვოჩერკასკის ციხეში დახვრიტეს...

скачать dle 11.3