კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები



კითხვა: რომელი ვიტამინებია საჭირო თმისთვის, რომ ის მუდამ ბზინავდეს და რომელ პროდუქტებში შედის ეს ვიტამინები?
პასუხი: თმა რომ მუდამ გიბზინავდეთ, სასურველია, დაიბანოთ გვირილის ნახარშით და გადაივლოთ წყალში გაზავებული ძმარი, პროპორციით 1:1. რაც შეეხება ვიტამინებს, თმის ბზინვარებისა და, საერთოდ, მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად, საჭიროა A, B და C ჯგუფის ვიტამინები. გარდა იმისა, რომ აუცილებელია, ხშირად მიირთვათ ამ ვიტამინების შემცველი პროდუქტები (A – საქონლის ღვიძლი, სტაფილო, პომიდორი, კარაქი, B – ლობიო, საქონლისა და ღორის ღვიძლი, სოია, საფუარი, C – ციტრუსები, ბოსტნეული, ხილი, ასკილი). კვირაში ორჯერ გაიკეთეთ თმაზე ცოცხალი ნიღბები და გვირილის ნახარშით ჩამოიბანეთ.
კითხვა: მართალია თუ არა, რომ დილაობით თვალების შეშუპების მიზეზი, შესაძლოა, კრემების ბრალი იყოს?
პასუხი: მართალია, თუ თუნდაც ყველაზე ნაზ მკვებავს უშუალოდ ძილის წინ წაისვამთ. დილით თვალები რომ არ შეგიშუპდეთ, ღამის მკვებავი აუცილებლად დაძინებამდე 2 საათით ადრე უნდა წაისვათ. ამ ორი საათის განმავლობაში კანი მთლიანად შეიწოვს მას და აღარ შეშუპდება.
კითხვა: ხშირად მეყოფა თმის ბოლოები. ძირითადად ვიჭრი ხოლმე, რადგან, არ მინდა, ქიმიური პრეპარატების გამოყენება. მაინტერესებს, თუ არსებობს რაიმე შინაური რეცეპტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
პასუხი: აფთიაქში იყიდეთ ილანგ-ილანგის ზეთი, ბიოპროდუქტების მაღაზიაში – ზეითუნის ზეთი და მოამზადეთ ნიღაბი ეგრეთ წოდებული „ბოლოჭამიებისთვის“: შეათბეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ჩაუმატეთ 5 წვეთი ილანგ-ილანგი და ეს ნარევი შეიზილეთ თმაში (სასურველია, თმის მთელ სიგრძეზე, მაგრამ განსაკუთრებით – ბოლოებში). 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ათქვეფილი კვერცხის გულით.

скачать dle 11.3