კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოჯახი მინუს რუტინა!



ოჯახური ცხოვრება არ არის დინამიკური და ერთფეროვანი. ის არ მიედინება მშვიდად თავის კალაპოტში. ზუსტად მდინარესავით არის. ხან მშვიდი და დაწმენდილია, ხან კი – მღვრიე და ნაპირებს ავსებს. გადმოსვლითაც იმუქრება. ადიდებულს ნაპირზე გამოაქვს ათასგვარი ჭუჭყი და ნაგავი, ანუ ოჯახურ ურთიერთობას რამდენიმე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პერიოდი აქვს. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, გრძნობა ნელდება, ემოცია ცხრება... ის უკვე აღარ არის მძაფრი... არადა, გინდა ეს ყველაფერი... ძალიან გინდა. შეიძლება, ეს კრიზისია... ამის საფუძველს ქმნის ის, რომ თუ ადრე ერთმანეთის გარეშე გაძლება არ შეგეძლოთ, ახლა ხან ერთი ცდილობს სადმე მარტო „გაძვრეს“, ხან მეორე... გული გწყდებათ, ნუთუ, უკვე აღარასდროს იქნება ისე, როგორც უწინ... მამაკაცების უმეტესობა ასეთ დროს ახალ რომანს აბამს... ქალებიც არ იტყოდნენ ამაზე უარს. უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში, მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ოჯახისა და მეუღლის წინაშე.
სამაგიეროდ, კაცებს მარტივად ეჩვენებათ ყველაფერი, როცა ახალი შეგრძნებების მოთხოვნილება უჩნდებათ. სამწუხაროდ, მერე მაინც ხვდებიან, რომ მთლად ისე არ ყოფილა, როგორც ეგონათ. ახალ შთაბეჭდილებებთან და ემოციებთან ერთად, ჩნდება უამრავი პრობლემა: სინდისის ქენჯნა ერთგული მეუღლის წინაშე, გაუცხოება ბავშვებთან, სულიერი და ყოფითი კომფორტის დაკარგვა... აჯობებს, მეუღლეებმა შეთანხმებულად ებრძოლონ რუტინას. არსებობს უამრავი საშუალება: ერთობლივი „უიქენდები“, სეირნობა, გასართობი... ჰობი... მთავარი მონდომებაა. უბრალოდ, ერთხელ, აუცილებლად უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს: რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში ადამიანს, რომელიც  გვერდით გყავთ. წარმოადგენს თუ არა ეს ფასეულობას და რა იქნება, თუ ერთ დღეს მის გარეშე აღმოჩნდებით. მთავარი ამ კითხვაზე ადეკვატური პასუხია. მერე სიტუაცია თავისთავად დალაგდება.

скачать dle 11.3