კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიცვალე აზრები



ეჭვი ცუდი მრჩეველია. მაგრამ, რა უნდა ქნათ, თუკი ერთხელ უკვე დაგჯაბნათ, შემოგეპარათ გულში და იქ მყარად გაიდგა ფესვი?! ალბათ, უნდა შეებრძოლოთ ყველა მეთოდით, ყველა საშუალებით... ეჭვი ანგრევს და ანადგურებს გრძნობას. თქვენ ეს იცით, მაგრამ მაინც ვერაფერს უხერხებთ. ყოველი მეხუთე ქორწინება ეჭვიანობის გამო ინგრევა. ზოგჯერ ეს ეჭვი საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. თუმცა, საბოლოო, სამწუხარო ფინალისთვის, ამას უკვე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. გაყრის ინიციატორი ხშირ შემთხვევაში არის ის, ვინც ეჭვიანობს. ეჭვი მას ღლის, პიროვნულად ანადგურებს და დაავადებასავით ედება მის სულს და სხეულს. ქვემოთ სწევს თვითშეფასების კრიტერიუმს, რაც ეჭვის „წისქვილზე“ ასხამს წყალს. დეპრესიამდე ნახევარი ნაბიჯიღა რჩება... არის გამოსავალი? – გამოსავალი ყოველთვის არის, თუ მისი პოვნა მართლა გინდა. ზოგჯერ ეჭვისგან გათავისუფლებისთვის სრულიად საკმარისია, საკუთარ აზრებს მიმართულება შეუცვალო. მაგალითად, არ იფიქრო ცუდზე. არ დაკომპლექსდე ნეგატიურით. არ მისცე ფიქრებს საშუალება, შენზე იბატონოს. რატომ არ უნდა შეავსო ყოველდღიურობა ნათელი ფერებით?! თუ არ გიშველით, გააკეთეთ ისე, რომ იქით იეჭვიანონ თქვენზე. მაგრამ ეს კარგი გამოსავალი არ არის. თუ იმდენს მოახერხებთ, რომ სერიოზულ ეჭვს გაუჩენთ, ისევ თქვენ გაწვალდებით და ამით მდგომარეობას მხოლოდ გაიუარესებთ. აზრებს, ფიქრს, ძალიან დიდი ძალა აქვს. ისინი გვმართავენ და გვკარნახობენ, როგორ მოვიქცეთ. ქვეცნობიერში დალექილი ეჭვი ზემოქმედებს ტვინის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილზე. ამძაფრებს ემოციებს, ოღონდ არა კარგი გაგებით. ერთი სიტყვით, ყველაფერი გააკეთეთ ეჭვისგან თავის დასახსნელად, თუნდაც ამისთვის საკუთარ „მესთან“ მოგიხდეთ ბრძოლა. ამ ბრძოლაში კი, აუცილებლად უნდა გაიმარჯვოთ.

скачать dle 11.3