კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაივიწყე და შეეგუე...



რეალური პრობლემები, თუ მათ გადაჭრას ერთად შეეცდებით, თქვენს ერთიანობას შეუწყობს ხელს – ქმარს ოჯახზე დამოკიდებულს გახდის. მამაკაცებს დიდად არ უყვართ პრობლემებზე ფიქრი – ეზარებათ. ამას უნდა შეეგუოთ. უნდა დაივიწყოთ ისიც, რომ ნერვების ფასად დაგიჯდებათ მამაკაცის საყოფაცხოვრებო პრობლემებსა და საქმიანობაში ჩართვა. ეს ასე მარტივი არ არის. ამ რთულ საქმეში თავი მაქსიმალურად ღირსეულად უნდა წარმოაჩინოთ,  როგორც იტყვიან „კარგი მხრიდან“, ზოგადად, მამაკაცებს მოსწონთ და უყვართ კომფორტი. მაგრამ ურჩევნიათ, ეს კომფორტი ქალმა შექმნას. დაივიწყეთ გულისწყრომა და აღიჭურვეთ მოთმინებით – თქვენ ეს ძალიან გამოგადგებათ. ჯუჯღუნზე, წუწუნსა და პრეტენზიებზე ყურადღებითა და ზრუნვით უპასუხეთ. გასაგებია, რომ თქვენც ადამიანი ხართ და მზრუნველობა-ყურადღებაზე უარს თავადაც არ იტყოდით... რას იზამთ, თუ ოჯახის შენარჩუნება გინდათ, თან იმასაც ხვდებით, რომ ამ მამაკაცის გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ, მსგავს „წვრილმანებს“ უნდა შეეგუოთ. რაც მალე გააკეთებთ ამას, ისევ თქვენთვის იქნება უკეთესი. თქვენი „ტანჯვა“ გვიან, მაგრამ შედეგს მაინც გამოიღებს. ქმარი აუცილებლად მიხვდება, რომ თქვენ საუკეთესო ცოლი ხართ. მართალია, ამით თქვენ ცოტათი გაიხარებთ და ბევრი არაფერი შეიცვლება, მაგრამ ესეც დაივიწყეთ. სამწუხაროდ, ურთიერთობის სიმყარე მაინც იმაზეა დამოკიდებული, რამდენს გაუძლებ და შეეგუები. თუმცა, სანამ ამ ყველაფერს გააკეთებდეთ, ჯერ კარგად დაფიქრდით – გჭირდებათ კი მამაკაცი, რომელიც აბსოლუტურად უუნაროა, თუნდაც უმნიშვნელო პრობლემის წინაშე და არ შეუძლია, გაუძლოს გამოცდას, რომელსაც ოჯახი ჰქვია.

скачать dle 11.3