კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იქნება შემდეგ



ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ქალების 90 პროცენტი ისე თხოვდება, წარმოდგენა არ აქვთ, რა ელოდებათ მენდელსონის მარშის შემდეგ. ზოგს მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, ზოგს – ესეც არა... გათხოვებამდე ფიქრობენ გათხოვებაზე და, რატომღაც, აუცილებლად არ მიიჩნევენ, გაიაზრონ და წინასწარ გააცნობიერონ ის ერთი შეხედვით წვრილმანები, რომლებიც მერე მათ ცხოვრებას გაურთულებს. შეიძლება, ადამიანი ძალიან გიყვარდეს, მაგრამ მასთან ერთ ჭერქვეშ დიდხანს ვერ გაძლო. ოჯახური ცხოვრება ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინებას მოითხოვს. ამ „ზღაპარში“ არასდროს ვითარდება სიუჟეტი ისე, როგორც ჩვენ გვინდა ან თავიდან წარმოგვიდგენია. რეალურ ზღაპარში მეზღაპრეზე კი არა, ორ მთავარ პერსონაჟზეა დამოკიდებული, რა მოხდება და როგორ. იმისთვის, რომ ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვროთ, მარტო სურვილი და სიყვარული საკმარისი არ არის. თუ ამას დროულად არ მიხვდებით, კრიზისი გარდაუვალია. დავიწყოთ იმით, რომ ურთიერთობაში რეალისტი უნდა იყოთ. უნდა იცოდეთ, რომ ამაღლებული გრძნობა და მძაფრი ვნება ნელ-ნელა აუცილებლად გადავა სიყვარულ-მეგობრობაში და ეს ძალიან კარგია. მართალია, ამას ზოგიერთი წყვილი „რუტინულ სტაბილურობას“ უწოდებს, მაგრამ, ყოველდღიურ „ვულკანებს“ ეს გერჩივნოთ. იმისთვის, რომ ქორწინება შეინარჩუნოთ, ბევრი უნდა იმუშაოთ ურთიერთობაზე, ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. ძალიან მნიშვნელოვანია, იპოვოთ საერთო ინტერესები – ეს აუცილებლობაა. როცა მწვავე სიყვარულის ტალღა გადაივლის, რამეზე ხომ უნდა ილაპარაკოთ?
ცოლ-ქმარი მხოლოდ იმ შემთხვევაში ცხოვრობს თანხმობით, თუ ისინი ყოველდღიურად ცდილობენ, ასე იცხოვრონ. ეს არ არის ადვილი და სერიოზულ ძალისხმევას ითხოვს, მაგრამ, შეუძლებელი და დაუძლეველი არაფერია. თუ ის მოახერხეთ, რომ ცოლად გაჰყოლოდით, მისი შენარჩუნება რატომღა უნდა გაგიჭირდეთ?! კრახი იმ შემთხვევაში იქნება გარდაუვალი, თუკი საკუთარ თავს დაარწმუნებთ, რომ თქვენს სიყვარულს არაფერი ემუქრება. დაემუქრება, თანაც, ძალიან მალე, თუ ამ სიყვარულისთვის რაღაცას არ დათმობთ, რაღაცას არ შეეგუებით და რაღაცაზე თვალს არ დახუჭავთ. გათხოვებამდე კი, იფიქრეთ... რა იქნება შემდეგ...

скачать dle 11.3