კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ტანსაცმელი ადამიანისთვის წარმატებების მომტანი და რა შემთხვევაში იძენს წვიმის წყალი უდიდეს მაგიურ თვისებებს



ამბობენ, ადამიანები შემთხვევითობის მსხვერპლნი იშვიათად არიან და მათი ბედი დაბადებისთანავე გაწერილიაო, მაგრამ თუ ეზოთერიკოსებს ან პარაფსიქოლოგებს დავუჯერებთ, ამ ბედში ცვლილება თავადვე შეგვიძლია, შევიტანოთ, ელემენტარული წესების გათვალისწინებითა და დაცვით.
ქალბატონი ნინო ამ საკითხებში საკმაოდ ჩახედულია და როგორც გამანდო, საკუთარი ცხოვრების დაგეგმარებასა თუ ცვლილებებში თავადვე შეაქვს დიდი წვლილი. ასე რომ, ჯობია მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოთ და ისე წარმართოთ საკუთარი ბედი, როგორც იმსახურებთ.
ნინო: ამ სამყაროში ზოგ ფაქტს ახსნა აქვს, მაგრამ უმრავლესი ამოუხსნელი რჩება და თავსატეხს გვიჩენს. ადამიანს ინტუიციურად მიეწოდება მისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია, ზოგჯერ სიზმრის, ზოგჯერ შინაგანი ხმის, ზოგჯერ კი გარკვეულ მოვლენებზე დაკვირვების საშუალებით. ამიტომ, ყველას ვურჩევ, მოუსმინოს საკუთარ მეს, ენდოს ინტუიციას, ყური უგდოს წინათგრძნობას და მოვლენები ასე შეაფასოს თუ გადააფასოს.
– ამბობენ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ზებუნებრივი ხმები არ ჩაესმის და ამისთვის განსაკუთრებული ნიჭი სულაც არ არის საჭიროო. ეს სიმართლეა?
– მართალია, ზებუნებრივი ხმა ნებისმიერ ადამიანს ესმის, თუმცა მისი მოსმენა ბევრს არც სურს და არც ყურადღებას აქცევს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბედისწერის ნიუანსების წინასწარ განჭვრეტა, სულაც არ არის აუცილებელი და საჭირო. უბრალოდ, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, მისთვის რა არის კარგი, რა გზით იაროს და მომავალში ხიფათს როგორ ასცდეს. მაგალითად, ტანსაცმელი, რომელიც ყოველდღიურად გვაცვია, ან კარადაში ვინახავთ და დროდადრო ვიზომავთ, უდიდეს მაგიურ თვისებებს ატარებს. თუმცა, ბევრისთვის ეს უცნობია. არადა, საკმარისია, გაიხსენოთ ის უიღბლო დღეები ან ბედნიერი წუთები, დაძაბოთ გონება და აღიდგინოთ რა გეცვათ მაშინ, შემდეგ ისევ ისე გამოწყობილი წახვიდეთ სამსახურში ან პაემანზე და მიხვდებით, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ტანსაცმელს.
– კერძოდ, რას გულისხმობთ?
– რას და როცა ბედნიერი იყავით წარსულში და აწმყოში ზუსტად იმავე ტანსაცმლით გახვალთ გარეთ, ნახავთ იმ დღეს, როგორ გაგიმართლებთ და კვლავ ბედნიერების ზენიტში იგრძნობთ თავს, იმ ტანსაცმელში კი, რომელთანაც წარსულში მაინცდამაინც კარგი მოგონებები არ გაკავშირებთ, დღესაც არაკომფორტულად და წარუმატებლად იგრძნობთ თავს. ასე რომ, გაიხსენეთ თქვენი იღბლიანი დღეები – რა გეცვათ მაშინ და იგივე სამოსი ჩაიცვით, როცა ძალიან გაგიჭირდებათ. რასაკვირველია, თუ შემორჩენილი გაქვთ და არ გადაყარეთ ან გააჩუქეთ. შეიძლება, ის სამოსი წლების წინ გეცვათ და დღეს მოძველებული და არამოდურია, მაგრამ აბა, ჩაიცვით და დააკვირდით, რა დადებით გავლენას მოახდენს ის თქვენზე. ასეთი სამოსი დადებითი ემოციებით არის დამუხტული და ყოვლისშემძლე ძალა აქვს, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. მაგრამ, თუ ტანსაცმელი უსიამოვნო დღეებს გახსენებთ, ის უკვე აღარ არის თქვენი თილისმა და წარმატების მომტანი. არადა, თილისმის ძალა ხომ სწორედ ის არის, რომ ადამიანი ნებისმიერი უსიამოვნო და უარყოფითი განცდისგან დაიცვას ან იხსნას. ასევე ყურადღებით უნდა დააკვირდეთ, ვინ რას გაჩუქებთ და, რა განწყობით, რომ ამ ნივთმა თუ ტანსაცმელმა თქვენზე რაიმე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს და ცუდად არ შემოგიტრიალოთ ბედ-იღბალი. კერძოდ, თუ არ ემეტება და უბრალოდ, იმიტომ გითმობთ, რომ იძულებულია გაჩუქოთ, შესაძლოა ეს ნივთი თქვენთვის საბედისწეროდ დამღუპველიც კი აღმოჩნდეს და თქვენი ცხოვრება უარესისკენ შემოატრიალოს. ვხედავ, არ გჯერათ და ამაზე არც ვბრაზდები. ბევრია ურწმუნო – საკუთარ ბედს არ უფრთხილდება და ჰგონია ყველაფერი კარგად იქნება და ყველას მისთვის კარგი უნდა. ფიქრობს, რომ ვერავინ დაუშავებს და ცუდს ვერ გაუკეთებს; რომ საგნები და ტანსაცმელი უბრალო ნივთებია და ასე შემდეგ. ასე არ არის. გეტყვით, რომ საგნებშიც ხდება ცუდი ზრახვების ტრანსფორმირება და ნივთებიც იმავე ენერგიას ასხივებს, რასაც მისი ყოფილი პატრონი ავლენდა კონკრეტული ადამიანის მიმართ. ასე რომ, რაც არ უნდა ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ იმ ადამიანისგან, ვისაც გულზე არ ეხატებით, კარგს არაფერს გიქადით სამომავლოდ.
– თუ ამ ნივთს გავაჩუქებთ?
– თუ ასეთ ნივთს სხვას აჩუქებთ, ვინც იმ მჩუქებელს არ იცნობს, მაშინ უარყოფითი მუხტი ძალას კარგავს. ასე რომ, თუ სახლში მსგავსი ნივთები გაქვთ, სასწრაფოდ გააჩუქეთ და ნუ დაგენანებათ მათი სხვისთვის მიცემა. ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც ახალგაზრდობაში მისმა თაყვანისმცემელმა, დაბადების დღეზე ბეჭედი აჩუქა და უხერხული იყო არ გამოერთმია. დაკვირვებული იყო, და, მერე მითხრა კიდეც, რამდენჯერაც იმ ბეჭედს გაიკეთებდა, მომენტალურად თავის ტკივილები ეწყებოდა. ვურჩიე გაეჩუქებინა. ასეც მოიქცა და მას შემდეგ, უმიზეზოდ თავის ტკივილს აღარც შეუწუხებია. ბევრს ენანება და ვერ ელევა ნაჩუქარ ნივთებს, – შეიძლება არც მოიხმარონ, მაგრამ სახლში უდევთ. არ აქვს ამას მნიშვნელობა, ის თავის გასაკეთებელს, მაინც გააკეთებს. შესაძლოა, ასეთი ნივთები თქვენი წარუმატებლობის მიზეზიც გახდეს. ხომ გაგიგიათ, ყველა ჩვენს ქმედებაში რაღაც კანონზომიერება დევს და თუ ფხიზელი თვალითა და ნათელი გონებით დააკვირდებით თქვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, საკუთარ ბედს საგრძნობლად შეცვლით.
– პირად საუბარში მითხარით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როდის იბანავებს ადამიანი. აბაზანის მიღებასაც თავისი დრო აქვს და ის გავლენას ახდენს ჩვენზე?
– რასაკვირველია. ამ თემაზე ბევრი არ ფიქრობს და მიაჩნია, რომ ბანაობა უბრალო, ყოველდღიური თუ ყოველი დილა-საღამოს ჩასატარებელი აუცილებელი პროცედურაა. არადა, რეალურად აბაზანის მიღებასაც თავისი დრო აქვს. მაგალითად, თუ გინდათ, დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი და შარმი, აბაზანა დილის საათებში უნდა მიიღოთ. ფინანსური და მატერიალური კეთილდღეობისა და წარმატებების ადვილად მოსაპოვებლად, კარგია შუა დღის შხაპი. მაგრამ, თუ ძალის ნაკლებობას გრძნობთ და ენერგიის მომატება გსურთ, სავსე მთვარის პერიოდში ხშირად იბანავეთ. თუ ფინანსებში გიჭირთ და გრძნობთ, ხელი გეცარებათ, არ დაგავიწყდეთ ყოველი კვირის ხუთშაბათ საღამოს აუცილებლად იბანაოთ. თუ სიყვარულში არ გიმართლებთ, პარასკევს იბანავეთ. შაბათს კი არ ვარგა ბანაობა, რადგან მთელი კვირის სევდა ერთბაშად მოგეძალებათ და ცუდ განწყობაზე დადგებით. რაც შეეხება კვირას, ამ დღეს ბანაობა ძალიან კარგია, ის შემდგომ კვირაში წარმატებების მიღწევისთვისაა აუცილებელი. ასე, იღბალსაც დაიბევებთ და მომავალ კვირას ენერგეტიკული ჭუჭყისგან გათავისუფლებული შეხვდებით. საერთოდ კი, მაგიური თვალსაზრისით, აბაზანა ის ადგილია, სადაც ადამიანი მთელი დღის უარყოფით ემოციებს, ენერგიას და ავადმყოფობას წყალს ატანს და ტანიდან ჩამოირეცხავს. კარგია, თუ აბაზანაში ზღვის მარილს ჩაყრით, საღამოს მასში ჩაწვებით და განიტვირთებით. თუ აბაზანაში ვერცხლისფერ მონეტებსაც ჩაყრით, ამით უარყოფით ენერგიას ადვილად ჩამოიცილებთ, დადებითს კი შეიძენთ. ძალიან კარგია წვიმის წყლით ბანაობა. ჩვენი წინაპრები სპეციალურად აგროვებდნენ წვიმის წყალს, რომ შემდეგ ამ წყლით ებანავათ. წვიმის წყალს უდიდესი ენერგია აქვს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ყოველი სეზონის პირველი წვიმის წყალში ბანაობა კი, იმის გარანტიას მოგცემთ, რომ მთელი სეზონის განმავლობაში თავიც კი არ წამოგტკივდებათ.

скачать dle 11.3