კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახსრების ტკივილს ხალხური მედიცინით უმკურნალეთ



ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა დაავადებულ სახსრებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, შეგიძლიათ, სახსრების ტკივილს ხალხური მედიცინის საშუალებებითაც ებრძოლოთ.
ართრიტის გამწვავებისას დაგეხმარებათ ნიორი. ტკივილს იგრძნობთ თუ არა, აიღეთ ერთი თავი ნიორი, გახეხეთ წვრილ სახეხზე და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ ათი წვეთი დღეში ოთხჯერ, დააყოლეთ თბილი რძე. ღამით კი მტკივან სახსრებზე ნივრის წვენით გაჟღენთილი დოლბანდის საფენი შემოიხვიეთ. შეგიძლიათ, კანი წინასწარ ცხიმიანი კრემით დაიმუშავოთ, რომ ნიორმა არ დაგწვათ ან ალერგია არ გამოიწვიოს.
სახსრების ტკივილის დროს სამკურნალო ეფექტი გაიზრდება, თუ კანიანად მოხარშული კარტოფილის ნახარშს დღეში სამჯერ დალევთ. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დილით, უზმოზე და ძილის წინ. მოხარშეთ საშუალო ზომის ორი ცალი კარტოფილი და მისი ნახარში გამოიყენეთ.
ხშირად სახსრების ტკივილს მარილების დაგროვება იწვევს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ სახსრების გამწმენდ პროცედურას ჩაიტარებთ ზაფხულის დასაწყისში: 10 გრამ დაფნის ფოთოლს დაასხით ორი ჩაის ჭიქა წყალი. ოცი წუთი გააჩერეთ. ნაყენი, დაფნის ფოთლებთან ერთად თერმოსში ჩაასხით, შეავსეთ მდუღარე წყლით და დადგით ოთხი-ხუთი საათით. შემდეგ გაწურეთ და დღეში 1 ჭიქა, ყლუპ-ყლუპით დალიეთ, 2 ან 3 დღის განმავლობაში.

скачать dle 11.3