კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გახდა წლევანდელი პრემიერლიგის აღმოჩენა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ რომელი ფეხბურთელი იქცა მოწინააღმდეგეთა მცველების თავის ტკივილად




ინგლისური პრემიერლიგის 2010-2011 წლები სეზონის ტრიუმფატორმა „მანჩესტერ იუნაიტედმა” ისე იყოჩაღა, რომ ჩემპიონატში კონკურენტ სუპერ-კლუბებს პირველ ადგილთან მიახლოების შანსიც კი არ დაუტოვა. ალექს ფერგიუსონის გაწვრთნილმა ბიჭებმა „მანჩესტერს“ რიგით მე-19 საჩემპიონო ტიტული მოუტანეს და მიუხედავად იმისა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდის სიმბოლოდ ქცეული სამეული – გარი ნევილი, ედვინ ვან დერ საარი და პოლ სქოულზი აღარ იქნებიან, „მანკუნიანელები“ მაინც ჩემპიონობის უპირველეს ფავორიტებად დასახელდებიან. მანამდე კი, მიმოვიხილოთ, ინტერნეტ-მომხმარებლების მიერ შედგენილი, გასული სეზონის პრემიერლიგის ათი საუკეთესო ფეხბურთელის პრეს-პორტრეტი.
გარეთ ბეილი – „ტოტენჰემი“
ლონდონური კლუბის მცველი, უელსელი გარეთ ბეილი ჩქაროსნული მატარებელივით მოძრაობს მარცხენა ფლანგზე და როგორც შეტევაზე, ასევე დაცვაშიც, შესანიშნავი მოთამაშეა. ბეილი, სავარაუდოდ, ინგლისის და ალბათ, ევროპის საუკეთესო მარცხენა მცველია, რომელსაც უნივერსალური პოზიცია უჭირავს თამაშისას. ამბობენ, ლონდონური კლუბის შეფობის მთავარი საზრუნავი ამ ზაფხულს, ის იქნება, რომ რამენაირად ბეილი კლუბში შეინარჩუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის ბობოლა კლუბები გადაიბირებენ, რომელთაც მასზე ნამდვილი ნადირობა აქვთ გამოცხადებული.
ლეიტონ ბეინსი – „ევერტონი“
ლეიტონი შედეგიანი გადაცემების მხრივ, პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერია, მის ანგარიშზე – 11 საგოლე პასია. ეროვნულ ნაკრებში მის უშუალო კონკურენტს – ეშლი კოულს არცთუ წარმატებული სეზონი ჰქონდა. ბეინსმა საკუთარ თავსაც კი აჯობა და ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი პრემიერლიგის წლის შემაჯამებელ სიმბოლურ ნაკრებში. ამბობენ, ტოპ-კლუბები სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, „ევერტონის” ხელმძღვანელობას ბეინსის სანაცვლოდ რამდენიმე მილიონ ფუნტ სტერლინგს შესთავაზებენო.
ხავიერ ერნანდესი – „მანჩესტერ იუნაიტედი“
ახალგაზრდა მექსიკელი ფორვარდი ხავიერ ერნანდესი წლევანდელი სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარელმა დიმიტარ ბერბატოვმა პრემიერლიგის ერთ-ერთი ბომბარდირის ტიტული დაისაკუთრა, უეინ რუნის მეწყვილე, ყველაზე გადამწყვეტ მატჩებში სწორედ ხავიერი გახლდათ, რომელიც ბერბატოვისგან განსხვავებით, თავისი სისწრაფითა და საგოლე ალღოთი, ნებისმიერი გუნდის მცველთათვის სერიოზული თავის ტკივილია.
რობინ ვან პერსი – „არსენალი“
ჰოლანდიელ შემტევს პრემიერლიგის პირველი წრე, ნაწილობრივ ჯანმრთელობის პრობლემებისა და ნაწილობრივ არადამაჯერებელი თამაშის გამო, გაუცდა. მეორე წრეში კი მართლაც აიწყვიტა და არსენ ვენგერის გუნდის შეტევების ლიდერად მოევლინა ქომაგებს. 21-ე ტურის შემდგომ, ვან პერსიმ, მხოლოდ ორ თამაშში ვერ გაიტანა გოლი, თუმცა საგოლე გადაცემებით კი გამოიჩინა თავი. მომავალი სეზონისთვის ვან პერსიმ თავისი მოთხოვნები წაუყენა „არსენალის” ხელმძღვანელობის. თუკი ისინი გუნდს არ გააძლიერებენ, წასვლაზე იფიქრებს. შესაძლოა, ვან პერსიმ ეს ნაბიჯი გადადგას კიდეც, რადგან ვრცელდება ცნობა, რომ „არსენალის” კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი – სესკ ფაბრეგასი მომავალი სეზონიდან „ბარსელონას” მაისურს მოირგებენ.
ჯეკ უილშერი  – „არსენალი“
უილშერი არსენ ვენგერის წლევანდელი ნომერ პირველი აღმოჩენაა. ის უნივერსალური ფეხბურთელია, რომელსაც გუნდის დირიჟორობა ძალუძს. მის გარეშე „მეთოფეები” უკვე წარმოუდგენელია. უილშერის მიერ მოედანზე შესრულებული სამუშაო, გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სამართლიანად მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე სარგებლიან მოთამაშედ და იდეალურ პარტნიორად „არსენალის” ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. ჯეკ უილშერი ნელ-ნელა ინგლისის ნაკრების ძირითად შემადგენლობაშიც იკიდებს ფეხს და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ყალიბდება.
ჩარლი ადამი – „ბლექპული“
ჩარლი ადამი  პრემიერლიგიდან გავარდნილი და „ბლექპულის” საშუალო დონის ფეხბურთელი გახლდათ გასულ სეზონში. თუმცა, მის მიმართ ინტერესს ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იჩენდა „ლივერპული”. ამ სეზონზე კი ადამმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა  და ის პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერია „გოლ+პასის” სისტემით, ხოლო „ბლექპულიში” აბსოლუტური ლიდერი ყველა მონაცემით.
რაფაელ ვან დერ ვაარტი
– „ტოტენჰემი“
„ტოტენჰემი” ჰოლანდიელი შემტევის გარეშე, თითქმის წარმოუდგენელია. არადა, მისი გადასვლა ლონდონურ კლუბში, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 საათით ადრე მოხდა. ლუკა მოდრიჩთან ერთად, ვან დერ ვაარტი ნამდვილი კოშმარია მეტოქის გუნდისთვის. მას ნებისმიერ წამს შეუძლია, ფენომენალური გადაცემით, მეტოქე გუნდის მეკარეს შეატოვოს პიტერ კრაუჩი ან „ტოტენჰემის“ სხვა ფეხბურთელი. ამბობენ, რომ არა ვან დერ ვაარტი, „ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე ვერაფრით მიაღწევდაო.
ნემანია ვიდიჩი –
„მანჩესტერ იუნაიტედი“
„მანჩესტერის“ კაპიტანი წლევანდელი პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ის პრესაში და საფეხბურთო წრეებში წლის საუკეთესო ფეხბურთელადაა მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ვიდიჩი საოცრად სტაბილური მოთამაშეა, საფეხბურთო ექსპერტების აზრით, მომავალი სეზონიდან ვიდიჩის პასუხისმგებლობა ერთიორად გაიზრდება, რადგან საფეხბურთო კარიერა მისმა ყველაზე სანდო პარტნიორმა და „მანჩესტერის” ქარიზმატულმა გოლკიპერმა, ედვინ ვან დერ საარმა უკვე დაასრულა.
კარლოს ტევესი – „მანჩესტერ სიტი“
არგენტინელი ფეხბურთელი წლევანდელი პრემიერლიგის ერთ-ერთი ბომბარდირია, ბულგარელ დიმიტარ ბერბატოვთან ერთად. თუმცა, ბერბატოვისგან განსხვავებით, ტევესის გოლებს უფრო მეტი ფასი ჰქონდა. ამბობენ, რომ არა ტევესი, „მანჩესტერ სიტი” ვერ მიაღწევდა იმ შედეგს, რომელმაც კლუბს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა. „სიტის” მფლობელი შეიხი მანსური უკვე ფიქრობს მილიონების გადადებაზე, რათა კარლოს ტევესი, რომლის შეძენა იტალიურ „იუვენტუსს” აქვს გადაწყვეტილი, გუნდში შეინარჩუნოს.
ნანი – „მანჩესტერ იუნაიტედი“
სულ რამდენიმე სეზონი დასჭირდა ალექს ფერგიუსონს, რათა ნანისგან დევიდ ბექჰემისა და კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელი გაეზარდა. ამ სეზონში პორტუგალიელი ლეგიონერი მანჩესტერის წარმატების სულისჩამდგმელი გახდა. პრემიერლიგის არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია იმდენი საგოლე გადაცემა, რამდენიც ნანის. ამასთან ერთად, იგი საკვანძო ფეხბურთელადაც ჩამოყალიბდა „მანჩესტერის“ ნახევარდაცვაში და სეზონის განმავლობაში, არაერთ პრობლემასთან მოუწია შეტაკება. მომავალი სეზონიდან „მანჩესტერის“ წარმატებული გამოსვლა, სწორედ ნანიზე იქნება დამოკიდებული. იმ ტემპის დაგდება, რომელიც მან ამ სეზონზე აკრიფა, არაფრით არ შეიძლება. ალექს ფერგიუსონის ამჟამინდელ „მანჩესტერ იუნაიტედში” ნანი, რუნისთან ერთად, შეტევის ხაზის უპირობო ლიდერია.

скачать dle 11.3