კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

„ბიზნესმენი“ ნაგავსაყრელიდან



ედ ჯონსონი სახლში დაღლილი დაბრუნდა. საშინელ გუნებაზე იყო. მთელი რვა საათი მზის ქვეშ, ბულდოზერის კაბინაში მჯდარი, ნაგავს ყრიდა. ცოლს კინოში წასვლა შესთავაზა, მაგრამ ნაომიმ უარი თქვა – დაქალებთან ბრიჯის სათამაშოდ მივდივარო. ისევ ბარს მიაკითხა. იქ კონდიციონერი მაინც იყო. ბარის მეპატრონესა და მის ბევრ კლიენტს იცნობდა, მაგრამ იმ დღეს ბარში ვიღაც ტიპი, სახელად უეიდი შევიდა. ედის გვერდით სკამი თავისუფალი იყო და იქ ჩამოჯდა.

ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. საუბარი ქალებს რომ შეეხო, ედმა უთხრა, რომ ცოლიანი იყო და ისიც მოუყვა, რომ მისი ცოლი ლამის ყოველ საღამოს დადიოდა დაქალებთან ბრიჯის სათამაშოდ. უეიდმა განაცხადა, რომ ქალებს ხუთი თითივით იცნობს, ედს კი, თუ უნდა, შეუძლია, სჯეროდეს ზღაპრების ბრიჯის შესახებ. ედი ავარდა და ჩხუბიც დაიწყო. მოჩხუბრები გარეთ გამოყარეს. ედის ერთი მუშტი უეიდს ნიკაპში მოხვდა და მოცელილივით დასცა. ედმა მანქანიდან ფანარი ამოიღო მიანათა და დაინახა, რომ უეიდი სისხლში ცურავდა – როგორც ჩანს, თავი ბამპერს ჩამოარტყა. ედი მიხვდა, რომ ადამიანი მოკლა და მაშინვე გამოფხიზლდა.

ედმა გვამი მანქანის საბარგულში ჩატენა და ქალაქში ორი საათი წინ და უკან იარა. მაინც ვერაფრით მოიფიქრა, სად გადაეგდო გვამი. სახლში დაბრუნდა და დაიძინა. დილით, ჩვეულებისამებრ, გამთენიისას გაიღვიძა, ისაუზმა, სამსახურში წავიდა და მხოლოდ ნაგავსაყრელთან მისულს გაუნათდა გონება: გვამის დასამალად იმაზე კარგი ადგილი რა უნდა ყოფილიყო, ვიდრე ნაგავსაყრელია.

ნაგვით სავსე პირველი მანქანები სამ-ოთხ საათში გამოჩნდებოდნენ. ასე რომ, დრო თავზე საყრელად ჰქონდა. ნაგავსაყრელი უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული. ის პატარა გორაკებისა და ორმოებისგან შედგებოდა. ნაგავსაყრელის მეპატრონეს, მისტერ სტიუარტს, სურდა, ორმოები ნაგვითა და მიწით ამოევსო, ზედაპირი მოესწორებინა და მერე ეს ადგილი სარფიანად გაეყიდა.

უეიდის გვამი ისე ღრმად უნდა ჩაეფლო, რომ რამდენიმე წლის შემდეგაც ვინმეს იქ სარდაფის ამოთხრა, რომ გადაეწყვიტა, ძვლები ვერ ეპოვა. ედმა ექვსი მეტრი სიღრმის ორმო ამოთხარა, გვამი ჩააგდო და ადამიანი, სახელად უეიდი სამუდამოდ გაქრა.

მალე ედმა შემთხვევით გაიგო, რომ ნაომი ღალატობდა – დაქალებთან არანაირ ბრიჯს არ თამაშობდა, ამ დროს ის სხვა კაცს ხვდებოდა. ერთ საღამოს, როდესაც ცოლი ისევ „ბრიჯის სათამაშოდ“ წავიდა, ედი უკან გაჰყვა და იგი ქალაქში უცხო მამაკაცთან ერთად დაინახა. წყვილი იაფფასიან მოტელში შევიდა.

ნაომი სახლში გვიან დაბრუნდა. ედიმ წყნარად ჰკითხა:

– სად იყავი?

– ხომ იცი, დოტისთან ბრიჯს ვთამაშობდი.

– იტყუები!

– არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ.

– კაცთან დაგინახე!

– კარგი, – ამოიოხრა ქალმა, – ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო... ახლა რას აპირებ?

– შენ რას აპირებ, მასთან ურთიერთობას არ გაწყვეტ?

– არა. მე იგი მიყვარს.

– მერე მე? მე მიყვარდი, გარჩენდი...

– მარჩენდი?!... საინტერესოა, როგორ უნდა ვერჩინე საცოდავ მებულდოზერეს ნაგავსაყრელიდან?

ქალს რომ არ შეეხსენებინა მისთვის ბულდოზერი და ნაგავსაყრელი, შეიძლება, ედს მკვლელობაზე არც ეფიქრა, რადგან ცოლის მოკვლას არ აპირებდა, მაგრამ როდესაც მან ნაგავსაყრელი და ბულდოზერი ახსენა, თვალწინ წარმოუდგა როგორ ეგდებოდა ნაომი ორმოში და როგორ დააყრიდა ზემოდან ნაგავს. ეს ისე მოეწონა, რომ ცოლს ყელში ხელები წაუჭირა და დაახრჩო.

გამთენიისას ადგა, ისაუზმა, ნაგავსაყრელზე გაემგზავრა და ისევე, როგორც პირველად უეიდს, ნაომის გვამსაც უამრავი ნაგავი და მიწა დააყარა. ნაომი კიდევ უფრო ღრმად იყო ჩამარხული, ვიდრე უეიდი.

მაგრამ ედს მოსვენებას არ აძლევდა ნაომის სიტყვები – „საცოდავი მებულდოზერე”. არადა, მას სხვა არაფრის კეთება არ შეეძლო. ნუთუ არ შეიძლებოდა უფრო მეტი ფული ეშოვნა? ამ დროს ედს გონება გაუნათდა: მას ჰქონდა ის, რაც არ ჰქონდა სხვას – საკუთარი სასაფლაო, თანაც, კონსპირაციული.

ნაომის მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში ედმა გაზეთში ნიკი ალბერტის შესახებ ამოიკითხა. ალბერტი განგსტერების ბანდის მეთაური იყო და მას ბრალს სხვა განგსტერის მკვლელობაში სდებდნენ, თუმცა პოლიციას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა.

განგსტერთან მოხვედრა იმაზე ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე პრეზიდენტთან, მაგრამ ედმა მოახერხა და ალბერტს წერილი შეუგზავნა: „მე შემიძლია თქვენი დახმარება”. ცოტა ხანში იგი ნიკი ალბერტის წინ იდგა.

– რითი შეგიძლიათ ჩემი დახმარება? – ჰკითხა მან.

– გვამს მოგაშორებთ. მე უკვე მრავალი წელია, ვეხმარები ადამიანებს არასაჭირო ნივთების მოშორებაში – ქალაქის ნაგავსაყრელზე მებულდოზერედ ვმუშაობ.

ნიკი ალბერტის რეაქციაზე ედი მიხვდა, რომ მოკლული განგსტერის გვამი ჯერ კიდევ მოსაშორებელი იყო.

– საიდან უნდა ვიცოდე, რომ პოლიციაზე არ მუშაობთ? – დაინტერესდა განგსტერი.

– შეგიძლიათ შემამოწმოთ.

ედს უთხრეს, რომ დაუკავშირდებოდნენ და სახლში გამოუშვეს. მეორე დღეს ედი მიხვდა, რომ ნაგავსაყრელზე მას ვიღაც უთვალთვალებდა. საღამოს მისტერ სტიუარტმა უთხრა, რომ ვიღაც ტიპი მასზე ცნობებს აგროვებდა. მომდევნო დღის საღამოს კი ედს დაურეკეს. ედმა გვამის დამარხვაში ათასი დოლარი მოითხოვა.

ასე დაიწყო ედ ჯონსონმა თავისი უცნაური ბიზნესი. ნიკი ალბერტი მშვენიერი კლიენტი გამოდგა – მისი მტრების რაოდენობა ამოუწურავი აღმოჩნდა. პოლიცია დაბნეული იყო – საეჭვო ტიპები ერთმანეთის მიყოლებით ქრებოდნენ. დროდადრო ედს ისიც კი ეჩვენებოდა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ეწეოდა.

იყო შემთხვევები, როცა ჯონსონთან იმდენი საქონელი მოდიოდა, ეჭვიც გაუჩნდა, ნიკი სხვა, მეგობარ განგსტერებსაც ხომ არ სთავაზობდა „მომსახურებას“, მაგრამ ედისთვის სულერთი იყო. იგი სწრაფად მდიდრდებოდა, საიმისო ჭკუა კი აღმოაჩნდა, რომ სიმდიდრე უცებ არ გამოეჩინა. მხოლოდ ახალი ბინა იყიდა. სახლში მისული, ღამით, დოლარების შეკვრებს უყურებდა და ფიქრობდა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც იგი დამსახურებულ პენსიაზე გავიდოდა, სადმე უცხოეთში გაემგზავრებოდა და იქ გაშლიდა ფრთებს.

ერთ დღეს მისტერ სტიუარტმა ვიღაც ტიპი მოიყვანა და მთელი დღე ნაგავსაყრელზე წინ და უკან ატარა.

– კლიენტი გამოჩნდა, – უთხრა მან ედს.

მეორე დღეს ნაგავსაყრელზე ისევ გამოჩნდა ვიღაც კაცი.

– ეს არის კლიენტი? – ედი უკვე სერიოზულად შეფიქრიანდა.

– ჩვენი ნაგავსაყრელი ერთ ძალიან მდიდარ კაცს სჭირდება. აქ მან სარაკეტო ბაზა უნდა გააკეთოს. ყველაფერი არ უთქვამს, მაგრამ, ამბობენ, რომ რაკეტების ქვეშ 20 მეტრი სიღრმის მაღაროები უნდა გაითხაროს.... გადასარევია! ჩვენ ამდენი წელი აქაურობას ვასწორებდით, ისინი კი თავიდან გადათხრიან.

ედ ჯონსონი პირდაპირ სახლში გავარდა, ტურისტული ცნობარები „დაითრია“ და მათი შესწვალა დაიწყო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა იმ ქვეყანაში გამგზავრება, რომელთანაც ამერიკას დამნაშავეების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. ედ ჯონსონი ძალიან ფრთხილ ადამიანად იქცა, მაგრამ თავისმა სიხარბემ დაღუპა. ჯობდა, ათასი დოლარით ნაკლები ჰქონოდა, მაგრამ ვერც ის წარმოედგინა, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო ნაგავსაყრელის ჭეშმარიტი მყიდველი. ...ნიკი ალბერტიმ პირველად გადაწყვიტა ფულის წინასწარ გადახდა და თავისთან დაიბარა. გვამი ჩვეულებისამებრ არ გამოუგზავნია. ედს სულ ცოტა წინდახედულობა რომ გამოეჩინა... თუმცა, სიხარბე ცუდი თვისებაა. არადა, გასამგზავრებელი ბილეთი უკვე ჯიბეში ედო...

ბედის ირონიით, მისი გვამი პირველ მსხვერპლსა და მის ცოლს შორის ჩამარხეს. ნიკი ალბერტიმ საკუთარი სასაფლაო შეიძინა. შეიძლება მას ეს ბიზნესი მოეჩვენა სარფიანად და გადაწყვიტა, ზედმეტი მჭამელი და უსარგებლო მოწმე თავიდან მოეშორებინა. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს – ედისთვის...



თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3