კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში



ფილოლოგი
ბნელი ღამე იყო, ერთი დერვიში გზაზე მიდიოდა და ვიღაცის ყვირილი შემოესმა. ხმა, რომელიც მიტოვებული, დამშრალი ჭიდან ისმოდა, შველას ითხოვდა.
– რა ხდება? რა ამბავია? – ჩასძახა დერვიშმა ჭაში ჩავარდნილს.
– ფილოლოგი გახლავართ, – უპასუხა ხმამ, – სიბნელეში გზა ვერ გავიკვლიე და, ჩემდა საუბედუროდ, ამ ღრმა ორმოში აღმოვჩნდი. ახლა კი აქედან ამოსვლა ვერ მომიხერხებია.
დერვიშმა ჩასძახა:
– გამაგრდი, მეგობარო, დრო მომეცი, რომ კიბე და თოკი მოვიტანო!
– ერთი წუთით მოიცადეთ, – დაიძახა ფილოლოგმა, – საუბრისას შეცდომებს უშვებთ და არც გამოთქმა გივარგათ. ძალიან გთხოვთ, მის გამოსწორებაზე იზრუნოთ!
– რა გაეწყობა, თუკი თქვენთვის სიტყვების გამოთქმა მათ შინაარსზე მნიშვნელოვანია, მაშინ, აჯობებს, მანდ დარჩეთ, სადაც ახლა ხართ, სანამ მე მართლმეტყველებას დავეუფლებოდე, – უთხრა დერვიშმა და გზა განაგრძო.
ცოდნა ძვირია
გლეხს ტრაქტორი გაუფუჭდა. ბევრს ეცადნენ ის და მისი მეზობლები, მაგრამ ტრაქტორი ვერ აამუშავეს. ბოლოს გლეხმა ხელოსანი მოიყვანა. მან გულდასმით დაათვალიერა ტრაქტორი, შეამოწმა სტარტერი, ახადა კაპოტი. შემდეგ აიღო ჩაქუჩი, ძრავას დაუმიზნა და ერთი დარტყმით აამუშავა. ძრავა ისე არახრახდა, თითქოს გაფუჭებული არც ყოფილიყო. როდესაც ოსტატმა ხელობის საფასური დაასახელა, გლეხი აღშფოთდა:
– ას მონეტას ჩაქუჩის ერთ დარტყმაში ითხოვ?
– ძვირფასო მეგობარო, უპასუხა ოსტატმა, – ჩაქუჩის დარტყმაში ერთ მონეტას ვითხოვ, დანარჩენ ოთხმოცდაცხრამეტს კი ჩემს ცოდნაში, რომლის წყალობითაც ტრაქტორი ერთი დარტყმით ავამუშავე.
ნაკვალევი ქვიშაზე
ერთხელ ერთმა კაცმა სიზმარი ნახა: თითქოს ქვიშიან სანაპიროზე მიდიოდა და გვერდით უფალი მიჰყვებოდა. ცაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ამ კაცის ცხოვრების სურათები და თითოეულის გაელვების შემდეგ კაცი ხედავდა, რომ ქვიშაზე ნაკვალევის ორი რიგი ჩნდებოდა: ერთი მისი და მეორე – უფლის. როდესაც ცაზე მისი ცხოვრების ბოლო სურათმაც გაიელვა. კაცმა ნაკვალევს დახედა და დაინახა, რომ ხშირად მისი ცხოვრების გზას კვალი მხოლოდ ერთ რიგად მიუყვებოდა. ისიც შეამჩნია, რომ ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე და უბედური მონაკვეთები. საშინლად დაღონდა და ღმერთს ჰკითხა:
– შენ არ მეუბნებოდი, რომ თუკი შენი გზიდან არ გადავუხვევდი და მოგყვებოდი, არ მიმატოვებდი. მაგრამ შევამჩნიე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში ქვიშას ნაკვალევის მხოლოდ ერთი რიგი მიუყვებოდა. რატომ მტოვებდი მარტოს სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა შენი დახმარება?
უფალმა უპასუხა:
– ჩემო საყვარელო შვილო! მე შენ მიყვარხარ და არც არასოდეს მიგატოვებ! როდესაც შენს ცხოვრებაში იყო მწუხარება და განსაცდელი, ნაკვალევის მხოლოდ ერთი რიგი მიუყვებოდა გზას, რადგან მე შენ ხელში აყვანილი მიმყავდი.

скачать dle 11.3