კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაიწყო გიორგი გურგულიას ცხოვრებაში ნგრევა და ვიხილავთ თუ არა მის გვერდით მეოთხე მეუღლეს



 47 წლის გიორგი გურგულიას ცხოვრებაში ამ ბოლო პერიოდში ბევრი საინტერესო ფაქტი მოხდა: გადაიღეს რუსულ ფილმში, რომელიც „კინოტავრზეა“ წარდგენილი; ამერიკაში ბრუკლინის ერთ-ერთ ცნობილ კლუბში მიჰყავდა „ივენთები“ და, კიდევ, როგორც თავად გიორგი ამბობს, აგვისტოს ომის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.
გიორგი გურგულია: 47 წლის ასაკში სამი ბიჭის: ლუკას, დავითისა და ნაბოლარა 3 წლის ანდრიას მამა ვარ. ერთი შვილიშვილი მყავს – ისიც გიორგი  გურგულიაა.
– როდის დაიწყო თქვენი ამერიკული ცხოვრება? როგორც ვიცი, ესეც კავშირშია თქვენს დიდ ოჯახთან.
– ჩემმა პირველმა მეუღლემ, ჩემმა ჯგუფელმა ნინო ფერაძემ, მოიგო „გრინ ქარდი”. 19 წლის ვიყავი, როდესაც ვიქორწინეთ, 20 წლის უკვე მამა გავხდი. ერთი სიტყვით, მე და ნინო ოფიციალურად გაყრილები არ ვიყავით. ამიტომ, 2008 წელს საშუალება მომეცა და ჩავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
– ანუ, ოფიციალურად თქვენ და ნინო ისევ ცოლ-ქმარი იყავით და ამიტომ შეგეწყოთ ხელი?
– დღესაც ეგრეა (იცინის).
– არადა, მას შემდეგ კიდევ ორჯერ იქორწინეთ.
– მე და ნინოს ჯვარი გვქონდა დაწერილი. ხათუნასთან დავიწერე შემდეგ ჯვარი, მესამე ქორწინებაში.
აქ, ანუ საქართველოში, რაღაცა სცენარი შევიტანე კინოცენტრში, გაიმარჯვა, მაგრამ, ისე მოხდა, რომ არ დამაფინანსეს. მანამდე გაკვრით ვფიქრობდი ხოლმე ამერიკაზე, მაგრამ, ამის შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, ჩავსულიყავი და ნიუ-იორკის ერთწლიანი კინოაკადემია დამემთავრებინა, რის შემდეგაც იქ შევძლებდი რაღაცა კინოკარიერის დაწყებას. მართლაც, ჩავედი, ჩავაბარე კიდეც, მაგრამ, სწორედ ამ დროს საქართველოში დაიწყო ომი. შვილები და შვილიშვილი რომ აქ გყავს და იგებ, რომ, შესაძლოა, დაბომბონ თბილისი, წარმოუდგენელია, შენ სადღაც შორს ტელევიზორთან იჯდე და ნერვიულობდე. ამიტომ, პირველივე რეისით ჩამოვფრინდი უკან.
– ამის შემდეგ?
– ამის შემდეგ რამდენჯერმე ჩავედი – ყოველ ექვს თვეში უნდა ჩაფრინდე ამერიკაში „გრინ ქარდის” გამო. ნინომ აღარ მოინდომა წამოსვლა და საქართველოში დარჩა. ყველაზე დიდხანს, 6 თვით, მესამე წასვლაზე, დავრჩი ამერიკაში. ამ ხნის განმავლობაში მეუღლესთან, ხათუნასთან დამეძაბა ურთიერთობა. მას მამა გარდაეცვალა... ხომ ხვდებით, ქვა აღმართში მოგეწევაო... მოკლედ, ამ ომის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დაიწყო რაღაცეების ნგრევა და აქამდე ინგრეოდა. ბოლო ნგრევა იყო ის, რომ მეუღლეს გავშორდი – მესამეს, ხათუნას. მე უკვე აღარ მინდოდა ოჯახის დანგრევა – რამდენჯერ შეიძლება, ადამიანმა ოჯახი დაანგრიოს? მაგრამ, ისე წავიდა ურთიერთობა, რომ ვერაფრით ვეღარ აღვადგინე. მინდოდა, აკადემიაში გამეგრძელებინა სწავლა, მუშაობა დამეწყო და ცოლ-შვილიც წამეყვანა, მაგრამ, მოგეხსენებათ, არსებობს, ბოროტი ენები, რომლებიც ჩემს მეუღლეს აწვეთებდნენ...
– ჩვენი ინტერვიუს დანიშვნის დროსაც თქვენ თქვენს ნაბოლარასთან ერთად იყავით, სანამ დედიკო სამსახურიდან გათავისუფლდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა არ გაგიწყვეტიათ?
– ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ. ჩემს ყველა მეუღლეს, რითაც შემეძლება, ყოველთვის გვერდში დავუდგები. საერთოდ, ადამიანი თუ გიყვარს, ეს სიყვარული არ კვდება. სიყვარული თავის კვალს ტოვებს, გრძელდება... უბრალოდ, შეიძლება ურთიერთობები შეწყდეს... სხვა სტადიაში გადავიდეს...
– ცოტა ხნით ამერიკას დავუბრუნდეთ. როგორც შევიტყვე, იქ თქვენ „ივენთებს“ მართავდით ერთ-ერთ კლუბში.
– მანჰეტენზე ძალიან ძვირია სახლის ქირაობა და ამიტომ შედარებით იაფიან უბანში – ბრუკლინში ვცხოვრობდით. იქ თითქმის ყველაფერი რუსულია. 18-20 წელი იქ ისე ცხოვრობენ, ინგლისურს არ სწავლობენ. მაღაზიებსაც რუსული წარწერები აქვს, გამყიდველებიც რუსულად გელაპარაკებიან, ტაქსის მძღოლებიც... მასში, რა თქმა უნდა, მრავლადაა რუსული კლუბები. იქ არის „ავიონი” – ახალი გახსნილი კლუბი. არის ლიოხა, ერთი ბიჭი, ვინც ეს კლუბი გახსნა. ძალიან საინტერესო დიზაინი აქვს თვითონ ამ კლუბის შენობას – თითქოს თვითმფრინავი ცხვირით არის ჩარჭობილი მიწაში და კუდი მოჩანს ზემოდან. შიგნითაც თვითმფრინავის ანტურაჟია, იატაკზე რუკებია – თვითმფრინავიდან დანახული ხედები... კარგი კლუბია და მასში მომიწია რამდენიმე „ივენთის“ გაკეთება. მოგეხსენებათ, თავის დროზე ამის პრაქტიკა საქართველოშიც მქონდა მიღებული. ჩემს საღამოებს ერქვა „ლონდონ ჰაუს” – ლონდონური მუსიკა, ელექტრომუსიკა, რასაც კლუბებში უკრავენ, ლონდონიდან იღებს სათავეს. მქონდა რეტრო-საღამოებიც. ჩემთან ერთად რამდენიმე ქართველი ვიყავით ამ საქმეში, ერთ-ერთი ირაკლი ლებანიძეა. საქმე საკმაოდ კარგად აეწყო, მაგრამ, აქ ამეწეწა ყველაფერი და უკვე ნერვებზე აშლილი ვიყავი. რადგან წამოვედი, ეს საქმეც დაინგრა. ახლახან გავიგე, რომ ის კლუბიც დახურულა.
– ახლა აქ რა გეგმები გაქვთ?
– ახლა ვაკეთებ ძალიან საინტერესო ტელე-პროექტს და, კიდევ, რუსეთიდან ველოდები მიწვევას – ერთ-ერთ ფილმზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამჟამადაც.
– რა ფილმია?
– ეს არის კომედია, ინგუშების თემაა – დიდი ინგუშების ოჯახია, კლანური ურთიერთობებით. სცენარი რაც წავიკითხე, ძალიან საინტერესოდ იყო დაწერილი და თითოეული დეტალი იმდენად შთამბეჭდავად მომეჩვენა, იმდენად საინტერესოდ არის ასახული, რომ მივხვდი – რეჟისორიც და სცენარისტიც ძალიან კარგად იცნობენ კავკასიელ ხალხს და მათ მენტალიტეტს. რატომღაც, გადაწყდა, რომ ინგუშები ქართველებმა განასახიერონ, რადგან ჩვენ ვითამაშეთ სექტემბერში ბუსლოვის ფილმში „ბაბლო”, ანუ „მაყუთი“ და, ალბათ, კვლავ გაუჩნდათ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი.
– ბუსლოვი ვინ არის?
– ბუსლოვი ის რეჟისორია, ვინც გადაიღო ფილმი „ჩორნი ბუმერ”, სიმღერაც იყო ასეთი. ძმები არიან ეს ბუსლოვები. „ბაბლოში” სომხები იყვნენ იქ აყვანილი გმირებად, ისინი შეცვალეს და გადაგვიღეს მე, მიშა მესხი და გიალია – ასე იცნობს მას თეატრალური საზოგადოება. მე ფილმში მიშასა და გიას „კრიშა” ვიყავი. ისინი ჰპარავენ რუს მილიონერებს მილიონ ევროს და მიდის „გადაგდება”... მოკლედ, საინტერესო ფილმია.
– გამოვიდა უკვე ეს ფილმი?
– ახლა არის სწორედ „კინოტავრი” სოჭში და იქ იქნება გატანილი. ჩვენც გვიწვევდნენ, მაგრამ, რაღაც მიზეზების გამო ვერ წავედით, დათო ევგენიძე გაფრინდა მეუღლესთან ერთად, მან ერთ-ერთი რუსული ფილმისთვის დაწერა მუსიკა, რისთვისაც მოსკოვში უკვე აიღო პრიზი საუკეთესო მუსიკისთვის და ახლა „კინოტავრზეც” წარდგება. დათოსა და მის მეუღლეს, ნინოს, ვთხოვე, რომ ნახონ „ბაბლო”. მე არ მინახავს და შეაფასონ – მათი აზრი, ჩემთვის საინტერესოა.
– როგორ მოხვდით რუსულ კინოსამყაროში, როგორ გაგიცნეს იქაურმა კინომეიკერებმა?
– ბალაბანოვმა, რომელსაც რუსები ეძახიან „კულტოვი რეჟისორს”, რადგან გადაიღო „ბრატ 1”, „ბრატ 2” და, საერთოდ, ისეთი ფელმები შექმნა, რომელიც, როგორ გითხრათ, ცდილობს, აჩვენოს, რომ, არა მარტო კავკასიელია ძველი ბიჭი, არამედ, რუსიც „მუჟიკია”. მან მიმიწვია პეტერბურგში ჩეჩენის როლზე. 160-მდე მსახიობი ჰყავდათ გასინჯული და მე დამამტკიცეს. ეს არის ფილმი „ვაინა”. ეს, აგრეთვე, მსახიობ ბადროვის ბოლო ფილმია „ბრატში” ვინც ჰყავდა მთავარ როლში. ბადროვი ამ ფილმის შემდეგ გარდაიცვალა. ასევე, პირველი როლია ჩადოვისთვის. ჩადოვი დღეს უკვე ვარსკვლავია, ან მეგავარსკვლავი რუსულ კინოსამყაროში. „ვაინა” საქართველოშიც რამდენჯერმე დატრიალდა.
– მიგაჩნიათ, რომ თქვენი ტემბრი და საუბრის მანერა ხიბლავს რეჟისორებს და არა მხოლოდ მათ?
– დიახ, ალბათ.
– თავიდან თამაშობდით გარდატეხის ასაკში და მერე იქცა ეს თქვენს მანერად თუ... როგორ გითხრათ... სულ მგონია, რომ „ობრაზში” ხართ, ანუ, ძალიან ჰგავხართ თქვენს გმირებს, თითქმის არც თამაშობთ.
– პრინციპში, მე არც ვთამაშობ. უფრო ჩახლეჩილი და ბოხი ხმა მქონდა, შემდეგ ოპერაცია გავიკეთე – ჯანმრთელობის პრობლემები გამიჩნდა და თითქმის ვკარგავდი ხმას. ასეთი ხმის გამო ბევრი არ იკეთებდა ოპერაციას, რადგან ბევრად საინტერესო ხმა ჰქონდათ კინოსთვისაც და ისედაც. ეს ხმაც, ალბათ, თავისთავად, იმას აკეთებს, რომ მე ძალიან ვგავარ ჩემს გმირებს. თამაშში ჩემგან გამომდინარე ვაკეთებ გმირს, ანუ, რეჟისორი არ მკარნახობს. ვერიდები, რომ ცუდი პიროვნება ვითამაშო – არ მინდა, არ მომწონს. თუმცა, მითამაშია, ვთქვათ, „ტრეზორა” და კიდევ არის ასეთი. ცხადია, ბოროტი პერსონაჟებიც მყავს განსახიერებული, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში არის რაღაცეები, რაზეც... მაგალითად, ჰომოსექსუალს ვერასოდეს ვერ ვითამაშებდი (იცინის) – უარს ვიტყვი. მე არ მიმაჩნია თავი მსახიობად, რადგან პირველ ყოვლისა კინორეჟისორი ვარ.
– სამი ბიჭის მამას და ერთი ბიჭის ბაბუას გოგოს მამობაზე არ გიოცნებიათ?
– მუდმივად ვოცნებობ. ვფიქრობდი და, თუ გამოვიდოდა, რომ მესამე ქორწინებაში მოგვესწრო და რამდენიმე შვილი გაგვეჩინა, კარგი იქნებოდა. მეჩვენება, რომ, როდესაც კაცს და ჰყავს, ის ქალის მიმართ სხვანაირი ხდება. ჩემი ბედნიერება იყო ის, რომ გარშემო  სულ გოგოები მყავდა დები, დეიდაშვილები... ამიტომ, სულ კაცი უნდა ვყოფილიყავი, სულ დაცვა სჭირდებოდათ. ბავშვობიდან მიწევდა ჩხუბი.
– და ამან გარკვეული იმიჯიც შეგიქმნათ.
– (იცინის) მეორე მხრივ, ცოტა რთულია.  იყო ასეთი პიროვნება ამირან დუმბაძე – ვაკელი,  ვაჟკაცი, დამრტყმელი და ასე შემდეგ და გაუთხოვარი დარჩა დები, რადგან, ვინც მიეკარა, ყბა მოსტეხა ყველას (იცინის).
– როგორ ფიქრობთ, ვნახავთ თქვენ გვერდით მომავალში მეოთხე მეუღლეს?
– არ ვიცი. არასდროს, არაფერს არ ვგეგმავ.

скачать dle 11.3