კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიტაცა სამი ამერიკელი სპეცაგენტი რიოდან 24 წლის სპეცაგენტმა გოგონამ



1980 წელს „კაგებეს“ კაპიტანი რიტა ჟემჩუჟინა ჯერ კანადაში გაიქცა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლდა, სადაც ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომლის ფრაგმენტსაც ჩვენ დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ.

მოტაცება რიოში

1963 წლის ნოემბერში რიოში საბჭოთა საელჩოს წარმომადგენელი, 39 წლის ანტონ ოსიპოვი გაუჩინარდა. ოფიციალურად საბჭოთა კულტურის ატაშე ოსიპოვი. სინამდვილეში „კაგებეს“ საგარეო დაზვერვის რეზიდენტი, უშიშროების მაიორი და სამხრეთ ამერიკაში საჯაშუშო საქმიანობის კოორდინატორი იყო. ოსიპოვი 9 ნოემბერს გაუჩინარდა. ბოლოს ის საქვეყნოდ ცნობილ სტადიონ „მარაკანაზე“ ნახეს, როდესაც იქ „ფლამენგოსა“ და „სანტოსის“ საფეხბურთო მატჩი იმართებოდა, რომელშიც სახელგანთქმული პელე თამაშობდა. ფეხბურთი ოსიპოვის ერთ-ერთი სისუსტე იყო და ის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მატჩს ესწრებოდა. მატჩის დამთავრების შემდეგ ოსიპოვი თავის რიოელ აგენტს ვინმე ჟურლინს უნდა შეხვედროდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობდა დამლაგებლად. მას ოსიპოვისთვის მიკროფონი უნდა გადაეცა, რომელზეც ამერიკელი ელჩის სანაგვის შიგთავსი იყო გადაღებული. წესისამებრ, როგორც ეს საელჩოებში იყო მიღებული, სანაგვის შიგთავსი, ანუ ნაგავი, სპეციალურ ღუმელში იწვებოდა, რომელიც საელჩოს დახურულ ეზოში მდებარეობდა. ჟურლინს თანამდებობრივად ევალებოდა ნაგვის დაწვა. ნაგვის გადაღება კი იმაში სჭირდებოდა ოსიპოვს, რომ ამერიკელი ელჩი ბრაზილიაში, ოსკარ ჯეიმსი, ყოველდღიურ დაშიფრულ საინფორმაციო მოხსენებას გზავნიდა ვაშინგტონში, შავ ნაწერს კი სანაგვეში ყრიდა... ერთი სიტყვით, ჯეიმსის სანაგვე ბრწყინვალე საინფორმაციო წყარო იყო საბჭოთა დაზვერვისთვის და ოსიპოვს ეს ყველაფერი საკმაოდ გონებამახვილურად ჰქონდა მოფიქრებული. თუმცა, ოსიპოვის გაუჩინარებიდან სულ რაღაც 4 საათის შემდეგ ჟურლინი ყელგამოჭრილი აღმოაჩინეს კოპაკაბანაზე მდებარე კაფე „ზუმელის“ ტუალეტში და სწორედ ამან აღძრა ეჭვი, რომ ოსიპოვი გაიტაცეს. შესაძლებელი იყო გატაცების ინსცენირებაც, მაგრამ ოსიპოვი უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობდა „კაგებეში“ და მის ერთგულებასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეჰპარვია. იმ პერიოდში მე რიოში ოპერატიული წარმომადგენელი ვიყავი, თვალის ასახვევად კაფე „ბრავოში“ ვმუშაობდი მიმტანად და ოსიპოვის მოძებნა პირველად მე დამავალეს...

იახტა „რაფაელა“

აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ მე, კაფე „ბრავოში“ მომუშავე 24 წლის ტანწერწეტა, ლამაზი ქალიშვილი, მსოფლიოს ერთ-ერთი მრისხანე დაზვერვის სპეცაგენტი ვიყავი, რომელიც სათანადო ბრძანების შედეგად ნებისმიერ ადამიანს თვალის დაუხამხამებლად გავაქრობდი. მით უმეტეს, რომ საამისოდ შესაბამისი ცოდნა-მომზადებაც და საკმაო გამოცდილებაც მქონდა მიღებული. ჩემი გარეგნობის გამო უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, რომელთა შორის ამერიკელები ჭარბობდნენ და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან, კაფე „ბრავო“ ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობის გვერდით მდებარეობდა. სინამდვილეში კი, ეს შირმა იყო და ეგრეთ წოდებული ამერიკელი კომერსანტები „ცეერუს“ საიდუმლო აგენტები იყვნენ. ისინი ძალიან ხშირად შემოდიოდნენ „ბრავოში“, ძირითადად იმიტომ, რომ მე გამარშიყებოდნენ. მე კი ამას საქმისთვის ვიყენებდი. ამერიკელი საიდუმლო აგენტები ძირფესვიანად მყავდა შესწავლილი და თითოეული მათგანის ფოტოები ლუბიანკის არქივებში ელაგა. ჩემს განსაკუთრებულ ინტერესს ვინმე ლუის კოსელი წარმოადგენდა. ის 33 წლის მაღალი, სიმპათიური, ქერათმიანი მამაკაცი იყო და ჩემდამი გადაჭარბებულ ყურადღებას ამჟღავნებდა. კოსელი ერთხელ გამომიტყდა, რომ ჩემი ცოლად შერთვა უნდოდა. მეც ვისარგებლე ამით და კოსელმა, როგორც საცოლეს, გამანდო, რომ „ცეერუს“ აგენტი იყო და რიოში საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობდა. საბრალო ლუისს ისე ვუყვარდი, რომ სრულიად დაკარგა სიფრთხილე და ბოლომდე გამეხსნა. მითხრა, რომ რუსების წინააღმდეგ მუშაობდა და რომ რამდენიმე დღის წინ რუსების მსხვილი ჯაშუში მოიტაცა, რომელსაც ინტენსიურ დაკითხვებს უტარებდა, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად...

ნათქვამია, გამოცდილ მონადირეს მხეცი თავად უხტება ხაფანგშიო. ასე დამემართა მეც და მივხვდი, რომ ოსიპოვი ჩემს „საქმროს“ ჰყავდა დატყვევებული. ამიტომ, კოსელს ვნებიანი ღამე ვაჩუქე, დილით კი, ვითომ სხვათა შორის, ვუთხარი, სიამოვნებით ვნახავდი დატყვევებულ რუსს, ეს რომ შესაძლებელი იყოს-მეთქი. კოსელი ჭკუაზე არ იყო ჩემგან. ამიტომ ლამის ძალით წამიყვანა ოსიპოვის სანახავად, რომელიც ნაპირიდან მოშორებით მდგარ იახტა „რაფაელაზე“ ჰყავდა გამომწყვდეული. ტრიუმში საწამებელი ოთახი ჰქონდათ მოწყობილი და საბრალო ოსიპოვი პირქვე ეკიდა. იმ მომენტში იახტაზე კიდევ ორი ამერიკელი იმყოფებოდა. მე ჯერ კოსელი გავთიშე და გავკოჭე. შემდეგ გემბანზე ავედი და დანარჩენი ორიც კოსელის მდგომარეობაში ჩავაგდე. შემდეგ ოსიპოვი ჩამოვხსენი, მოვასულიერე და იახტა ოკეანეში შევაცურე, თან ჩვენს წარმომადგენელს ჩვენი სვლის კოორდინატები გადავეცი. ორი საათის მერე სამივე დატყვევებული ამერიკელი, ოსიპოვი და მე საბჭოთა ტანკერზე ავედით და სამშობლოსკენ ავიღეთ გეზი...


скачать dle 11.3